26.

177 12 0
                                    

-სალი! - გადაეხვია დეა.
- დეაკო. - სალომემაც მოხვია ხელები.
- საყვარელო ძალიან მეწყინა, ვეღარ მოვახერხე მოსვლა ანდრუშას გადამკიდე.
- არაუშავს.
- ისე რამ შეგაწუხა?
- ჩემი ძმიშვილი მოვიყვანე.
- რა? ნიკუშას შვილი?
- ჰო.
- ვაიმე საყვარელოო, რა გქვია პატარავ?
- მე პატალა ალავალ! - გაიბუსხა ვახო.
- ხო მამაშენიც ეგრე იძახდა სულ.
- ვატატო მქვია. შენ? - პასუხის მოლოდინში იყო, უცებ დაიყვირა. - არა არა! ბოდისი! თქვენ უნდა მეთქვა.
- ვაიმე საყვარელო, არაუშავს, შეგიძლია შენობით მომმართო.
- აბა დედამ ლომ მითხლა ალ სეიძლებაო?
- ვაიმე საყვარელო შეიძლება, ჩემთან შეიძლება. - ჩაიხუტა.
- დეა ჩემი პრინცი სადაა?
- ბაღშია, მალე მოიყვანს დათო.
- მამიდა ვინ უნდა მოვიდეს? - ხელზე ჩამოქაჩა და საყვარელი თვალებით ახედა სალომეს ვახომ.
- კიდევ ერთი პატარა პრინცი მამიდას სიცოცხლე.
- მალე მოვა?
- კი საყვარელო მალე მოვა, მანამდე შემოდი და დივანზე დავჯდეთ და ცოტა გავერთოთ.
- კაქი.
დივანზე დაჯდა ოთხივე.
- მამიდაა!
- გისმენ პატარავ.
- მშია.
- ვაიმე საყვარელო აქამდე გეთქვა. მოდი ვჭამოთ, მაგიდასთან წამოდი.
- აუ ბოდიში დეაკო, მოშივდა ალბათ მგზავრობისას.
- რას ამბობ, ამ საყვარელ ბიჭს საჭმელს როგორ არ ვაჭმევ.
- აბა რა ვჭამოთ? - ხელჩაკიდებულები გავიდნენ სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოში.

- სიცოცხლე. - სალომესთან დაჯდა ალექსანდრე.
- გისმენ. - ბიჭისკენ შებრუნდა.
- როგორ ხარ? - გაუღიმა და თმებზე თამაში დაუწყო.
- მაგის კითხვა გინდოდა?  - ჩაეცინა სალომეს.
- კი, მაინტერესებს თავს როგორ გრძნობ, უკეთ თუ ისევ ისე ცუდად.
- უკეთ. - გაუღიმა და გულზე მიეხუტა ალექსანდრეს.
- კარგია ჩემო სიცოცხლე. - ხელები შემოხვია და ნიკაპი თავზე დაადო სალომეს.
- ნეტავ ნანახი ყავდა?
- რა?
- მაინტერესებს მამას ვატო ნანახი თუ ყავდა. - ხმადაბლა თქვა გულზე მიკრულმა სალომემ.
- კი.
- შენ იცი?
- კი.
სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის, ალექსანდრე თმაზე ეთამაშებოდა სალომეს, გოგო კი ბიჭის გულისცემას თვლიდა.

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now