13. სიგიჟემდე მამშვიდებდა შენი თვალები...

211 13 0
                                    

- კიდევ დიდხანს უნდა ვიწვეთ? - წუწუნით იკითხა ალექსანდრემ.
- გთხოვ რა. - საყვარელი თვალები შეანათა სალომემ. - მიყვარს როცა ვწევარ, მითუმეტეს... - უცებ გაჩუმდა და თავი გულზე დაადო.
- მითუმეტეს რა? - მის თმაზე თამაში დაიწყო ალექსანდრემ.
- მითუმეტეს თუ გვერდით შენ მყავხარ. - მის თვალებს ახედა და მერე ისევ გულზე მოკალათდა.
- მანდ რას აკეთებ? ყელთან არ მყავდი?
- შენს გულის ცემას ვთვლი.
- რასაჭიროა?
- იქნებ მაღალი წნევა გაქ, ან უარესი დაბალი. - სიცილით თქვა სალომემ, ალექსანდრემ კი ხელი მოხვია და ისევ ზემოთ აიტანა.
- ჰეიიი. - წაიბუზღუნა სალომემ. - ხელი გამიშვი, მე დაბლა მინდა.
- უფრო დაბლაც ხომარ გესიამოვნებოდათ? - ნაგლური ღიმილით შეანათა სალომეს.
- დამპალო! რეებს ფიქრობ? უბრალოდ გულის ცემის მოსმენა მიყვარს. - თვალები აატირიალა და ასადგომად გაიწია.
- მოიცა მოიცა სად მიდიხარ? - და მომენტალურად წელზე ხელი შემოხვია და თავის სხეულზე დააგდო.
- შენთვითონ არ გინდოდა ადგომა? ხოდა ავდგეთ. - შეუბღვირა სალომემ.
- ეგეთი მობუზღული ვერსად ვერ წახვალ.
- ეეეე გამიშვი!
- არ გაგიშვებ. ვიწვევთ და სადაც გინდა თავი იქ დამადე.
- არ მინდა!
- მეწყინა... - გაიბუსა და გვერდზე გადაბრუნდა ალექსანდრე.
- ეგრე ხო? ხოდა ავდექი მე... - წაიბუზღუნა სალომემ. უნდა ამდგარიყო უცებ ალექსანდრეს ხელი თავის მაჯაზე იგრძნო და კიდევ ერთხელ დაეცა ბიჭის სხეულზე.
- იცოდე, ჩემგან ნაწყენი ან გაბრაზებული ვერსად ვერ წახვალ.
აკოცა... ორივენი გაინაბნენ, სალომე ჩაიხუტა და ცოტახნით ისე იწვნენ. ალექსანდრეს სახეზე თამაში დაუწყო და თან ეღიმებოდა. საჩვენებელ, შუა და არა თითს ნაზად დაატარებდა ბიჭის სახეზე, ნეკა კი აპრეხილი ქონდა.
- ძველი ჩვევები რომ არ გქონდეს ვიფიქრებდი რომ შენ ჩემი საკე აღარ ხარ.
-რაზე ამბობ? - ჩურჩულით კითხა სალომემ.
- გულის ცემის მოსმენა, აპრეხილი ნეკა თითი, ჩაღიმება ფერებისას... - ცოტახნით გაჩერდა, შემდეგ კი გააგრძელა. - იცი რას ამბობდი როცა ვინმეს ეხუტებოდი?
- რაო რა მინდაო?
- რაო და გულის ცემაზე უფრო ლამაზი მელოდია არაფერს არააქვსო, უფრო რიტმული არაფერიაო....
- მე ახლაც მასე ვფიქრობ. - თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.
- იცი? ისევ ისეთი თვალები გაქვს.
- მართლა?
- ხო... ბუნებრივად სევდიანი, თაფლისფრად მოციმციმე... რომ იღიმი შენი სევდა იფარება, შენივე ქუთუთოებით... მაგრამ კარგად რომ დააკვირდეს ადამიანი შენი თვალები ისეთი წრფელია... ისეთი ნამდვილი... ზედმეტად ბევრი გრძნობაა ერთმანეთში არეული... ადრეც ასეთი თვალები გქონდა....
- როგორ გახსოვს?
- დავხატე კიდეც იმდენად მიყვარდა შენი თვალები...
- როდის?
- 9წლის წინ, როცა შენმა თვალებმა სხვა ყველაფერი დამავიწყა...  წარმოიდგინე 15 წლის ასაკში გამოჩნდა შენი წყლიანი თვალები და სხვას ვეღარაფერს ვხედავდი. გჯერა?
- კი... მე სულ შენი თვალები მელანდებოდა .. სიგიჟემდე მამშვიდებდა შენი თვალები.











მადლობა! ნახვამდის!🧡💙

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now