9. პირველი აპრილის ხუმრობა (2)

209 14 0
                                    

სალომე ალექსანდრეს თმებზე ეფერებოდა, ალექსანდრეს კი ჩასძინებოდა. სალომეს ჩაეცინა.
- სანე... ჩემო სანე... - ჩურჩულებდა სალომე და თან ეღიმებოდა.
უცებ ტელეფონის ხმა გაისმა.
- სანე - ცოტა ხმამაღლა წარმოთქვა მისი სახელი. - გაიღვიძე სანე, მირეკავენ.
- კაი რაა, არ გააგონო არ შეილება? - მძინარე ხმით ამოიბლუჟუნა.
- შეიძლება, მაგრამ ხმა არ გაწუხებს? - ჩაეცინა სალომეს.
- არა აქ არ ისმის. -  თქვა და უფრო მაგრად მოხვია ხელები ალექსანდრემ.
- აწიე თავი მიდი, აქვე მიდევს ტელეფონი, ავიწევი და მერე ისევ დამადე.
- მართლა? - თავი ამოყო ალექსანდრემ.
- ჰო მართლა.
სალომე აიწია და ტელეფონი აიღო, სულაც არ მოეწონა ნომერი თუმცა უნდა გაეგონებინა. ისევ დაჯდა და ალექსანდრეს თავი მუხლებზე დაიდო.
- გისმენ.
- სად ხარ?
- რა აზრი აქ?
- სად ხართქო გოგო? - დაიყვირა მამაკაცმა ტელეფონიდან, ხმამ კი ალექსანდრე შეაწუხა და წამოიწია, სალომემ კი თვალებით ანიშნა რომ არაფერი ხდებოდა.
- ჩემს მეგობართან. - წყნარად უპასუხა სალომემ.
- რომელთან?
- მგონი საკმარისზე მეტი ინფორმაცია გაქვს უკვე არა?
- რა ჯანდაბა გჭირს გოგო?
- მე არაფერი არ მჭირს, მაგრამ შენ ნამდვილად არ იცი ნორმალურად ლაპარაკი შვილთან.
- არც შენ იცი მამასთან საუბარი.
- ეგ უკვე შენი ბრალია ძვირფასო მამა. - ირონიულად უპასუხა სალომემ.
- მითხარი სად ჯანდაბაში ხარ თორემ...
- თორემ? შენი მუქარის არ მეშინია... არც სიკვდილის და არც სიცოცხლის.
- იცოდე გიპოვი შენი კარტით.
- ვიცი, აქამდედაც მიპოვნიდი რომ გდომოდა, მხოლოდ მაგიტომ არ გადავაგდე, მაგრამ შენ ფეხებზე გკიდივარ. ნახვამდის.
- არ გამითიშო.
- აბა რაზე გელაპარაკო?
- მიყვარხარ მართლა და ნუ აკეთებ მაგ სისულელეებს.
- მამა დღეს პირველი აპრილია, გახსოვს? - სიმწრით ჩაცინება მიაყოლა და გათიშა. თვალები აუწყლიანდა, თუმცა მაშინვე მოვიდა გონს.
- საკე, როგორახარ?
- ცუდად სანე, ცუდად.
- რა გავაკეთო რომ კარგად გახდე?
აღარ უთქვამს სალომეს, პირდაპირ ჩაეხუტა, ამჯერად ალექსანდრეს ყავდა კალთაში ჩასმული თავისი საკე და თმაზე ფერებით ამშვიდებდა.
- მინდა რომ ჩვენზე მომიყვე.
- იცი ერთხელ მითხარი, რომ ვიღაც ბიჭი მოგეწონა სკოლაში.
- ვაიმე, წარმომიდგენია შენი რეაქცია. - ჩაეცინა.
- არავითარი რეაქცია დამიჯერე, უბრალოდ ნერვები მომეშალა, რომ ბიჭი რომელიც მოგწონდა მე არ ვიყავი და ვიღაც იდიოტი კლასელი ან პარალელ კლასელი იქნებოდა.
- ვაიმე - ჩაეღიმა სალომეს. - იცი წარმომიდგენია რა იგრძენი .
- და სასაცილოა გოგო?
- აბა ვიტირო?
- შენ ტირილის კიდევ ერთხელ ნახვას მირჩევნია მოვკვდე.
- არა სანე, არა. - გაუღიმა და მას სახეზე ხელი დაადო. - შენ ჩემს ცრემლებს კიდევ ბევრჯერ ნახავ, თუმცა ყოველ ჯერზე დამამშვიდებ თმაზე თამაშით, გესმის?
- მესმის მძინარე მზეთუნახავო, მესმის. - გაუღიმა და თვალების ქვემოთ, ორივე მხარეს აკოცა.
- გააგრძელე.
- ხოდა მერე ის ბიჭი მაგრად ვცემე.
- ვაიმე არა - გადაიკისკისა. - როგორ ცემე? მაშინ პატარა იქნებოდი, თან მე მომწონდა, იმას კიარ მოვწონდი.
- გოგო შენ ვინმემ თავი მოგაწონა და არ უნდა მეცემა? თან მარტო ერთი წლით უფროსი იყო და რაღაცნაირად ისეთი რა. ნუ ერთი სიტყვით მე ბევრად ვჯობდი.
- შენ რომ თავი არ შეიქო რა ...
- ასეთი ნარცისი, უზრდელი და გათამამებული იდიოტი არ გიყვარვარ? - თავმომწონედ თქვა ალექსანდრემ.
- კი, კი... - თავი ჩახარა სალომემ. - აუ მაგაზე გამახსენდა, კაფეში რატო იჩხუბე?
- ვერ გაიგე? შაქარი ბევრი ქონდა.
- ერთი კოვზი შაქრის გამო ამხელა ამბავი შექმენი? დავიჯერო?
- გეფიცები, მართლა.
- და რა მოხდებოდა რომ არ გეჩხუბა?
- ისე გიჟად ვერ გაგიცნობდი.
- აუფჰ. კაი კაცო.
- ავდგეთ?
- კი, კი. თან მგონი დედაშენი შენზე გაბრაზებულია.
- ვინ გითხრა?
- გავიგონე სანდროო რო გიყვირა.
- ღმერთო სხვების საუბრის მოსმენა არ შეიძლება.
- კარგი ჰოო კარგიი....
-ისე ხელი როგორ გაქ? - კითხვა სალომემ ალექსანდრეს ოთახიდან გასვლამდე.
- რა ჭირდა რო?
- ჩემი ფრჩხილები.
- უი, კარგადაა რავი, ნახე...
სალომემ ხელს შეხედა და პატარა ნაიარევი დაინახა.
- ვაიმეე როგორ ცუდად გააქ!
- რა ცუდად გოგო ოდნავაა, აღარც ემჩნევა.
- აუ მაშინ როგორ ძაან ჩაგარჭე რაა.
- არაუშავს კაი?
- მართალია არაუშავს. მომავალში ხო დაიმსახურებ და ბარემ იყოს. თან შენ ისეთი საზიზღარი ხარ მეტის ღირსი იქნებოდი აქამდედაც.
- გოგოოო! რაებს ამბობ?
- კაი ხო კაი... - თვალები აატირიალა.
ოთახიდან გავიდნენ და სოფო დახვდათ.
- დაწყნარდი ჩემო ლამაზო?
- კი დაწყნარდა, რაიყო რა ვუთხარი ეგეთი. - დაიბუზღუნა ალექსანდრემ.
- კი, კარგად ვარ. - ჩაეცინა სალომეს .
- აბა მე წავედი ძვირფასებო. - თქვა  სოფომ.
- სად? - ორივემ ერთად თქვეს.
ჩაეცინა სოფოს.
- მეგობართან სიცოცხლეებო, საჭმელი გავაკეთე უკვე და შეგიძლიათ ჭამოთ. მე და მამაშენი გვიან მოვალ ალექსანდრე და არ დაგველოდოთ. ჩემო ლამაზო რაც გინდა ის აკეთე, როგორც ალექსანდრესია ეს სახლი ისეა შენი. კაი?
- კარგი. - თბილად გაიღიმა სალომემ.
- შეიძლება საერთოდ არ მოვიდეთ და ნუ გადაირევი ალექსანდრე.
- არ გადავირევი არ ინერვიულო. - თვლები გადაატრიალა ალექსანდრემ.
- კაი სიცოცხლეებო, პკპკ.
- კარგად. - ხელი დაუქნია სალომემ და კარები დაკეტა.
- მგონი დღეს რაღაც გიჟური გველის....

მადლობა! ნახვამდის! 🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now