6.

243 13 0
                                    

ოთახში შესვლისას სალომე მოწესრიგდა, საკუთარი თავი გაამხნევა და მისაღებისკენ გაღიმებული გავიდა.
- ჩემო ლამაზო გაიღვიძე როგორც იქნა. - გაღიმებული შეხვდა სოფო სალომეს.
- გუშინ ცოტა გადავიღალე, ასე რომ ცოტა გვიან გამეღვიძა.
- კარგი საყვარელო, რა საჭიროა ახსნა, შენს სახლში ხარ.
- მადლობა ასეთი სიყვარულისთვის.
- რასამბობ ჩემო ლამაზო. - გადაეხვია სალომეს. - აბა მე მივდივარ და იმედია სახლს არ გადაწვავთ შენ და ალექსანდრე, საჭმელი მაცივარშია, თუ არ მოგეწონება შეგიძლია თავად გაიკეთო.
- თქვენ სად მიდიხართ?
- საქმე მაქვს მეგობართან ერთად და უნდა გავიდე .
- შეიძლება ჩემი ორი მეგობარი ცოტახნით მოვიყვანო აქ?
- რათქმაუნდა ჩემო ლამაზო, რაც გინდა ის გააკეთე. - თბილად გაუღიმა და სახლიდან გავიდა. სალომემ კი ანასტასიას დაურეკა.
- ტასიი როგორახარ??
- ოჰ გამოხვედი სიზმრებიდან?
- ჰო გამოვედი, სადახართ? რაშვებით?
- რავი ჯერ არაფერს, ესე მოწყენილად ვართ უშენოდ.
- მოდით აქ რა.
- რასქვია მანდ მოვიდეთ?
- რა და მარტო ვარ და მოდი, თან სოფომაც მითხრა რომ პრობლემა არააო.
- მოიცა ალექსანდრე არაა სახლში?
- მაგას რა აზრი აქ. - თვალები აატირიალა.
- რამე ხომარ წამოვაყოლოთ ხელს?
- აუ მზესუმზირა რაა .
- შვილო მაგდენი მზესუმზირით ოვალურ ფორმას მიიღებ.
-მადლობა, ახლა მიდი წამოდით. ნუ კი ვიცი რო სახლში ვითომ "მოწყენილად" ყოფნა გირჩევნოდათ, მარა მე მინდა ახლა თქვენი თავი.
- ფუ მიდი რა, სულ ეგეთი სამპლობები ნუ გიტრიალებს თავში.
- ხო დროზე ახლა მოდით.
- მაქსიმუმ ნახევარ საათში მანდ ვიქნებით.
-ოკეი.
ღრმად ამოისუნთქა სალომემ და საჭმელი გამოიღო მაცივრიდან.
- დეეე! საჭმელი გამითბე რაა...
გამოლაყუნდა ოთახიდან და როცა სალომე დაინახა სამზარეულოში ცოტა შეცბა. ხმაზე სალოც შეტრიალდა და რამდენიმე წამი გაშეშდნენ.
- დედაჩემი სადაა?
- წავიდა.
- სად?
- საქმე მაქვსო.
- კაი, შეგიძლია საჭმელი გამითბო?
- მეც უნდა ვჭამო და ერთად ვჭამოთ.
- არა ოთახში შევალ.
- გთხოვ რა.
- კაი... - გაკვირვებულმა უთხრა.
სანამ სალომე სუფრას გაშლიდა მანამდე ალექსანდრემ სიგარეტი ამოიღო უნდა მოეკიდებინა როცა სალომეს ხმა გაიგო.
- აუ ...
- რაიყო?
- შეგიძლია გარეთ მოწიო?
- ჰაჰ - ჩაეცინა და უთქმელად გავიდა აივანზე.
რამდენიმე წუთის შემდეგ სალომე აივანზე გავიდა.
- შემოდი, მზადაა საჭმელი.
- ხო მოვწევ და მოვალ.
- რომ იცოდე მოწევა კლავს.
- ბევრი რამე კლავს, თუმცა...
- ისევ?
- აღარაფერს ვიტყვი.
- კარგი დროზე შემოდი.
- არ ინერვიულო, თავს არ მოგანატრებ.  - ჩაეღიმა ორივეს, სალომე სახლში შევიდა. მალე ალექსანდრეც შემოყვა და სუფრასთან დასხდნენ. ჭამისას ალექსანდრე თვალს აპარებდა ხოლმე, სალომე კი იმორცხვებდა.
- აბა მძინარე მზეთუნახავო რა გინდა რომ გამოხვიდე?
- ხო იცი რო ბიზნესზე ვსწავლობ, რაღას მეკითხები?
- შეიძლება ბიზნესზე სწავლობ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბიზნესმენობა გინდა.
-  ნუ შეიძლება ადრე სხვა ოცნებებიც მქონდა, მაგრამ ისინი აღარ არიან.
- ნუთუ აღარ გინდა ოცნებების ახდენა?
- ჩემს სურვილზე ბევრი რამე არაა დამოკიდებული.
-მგონი როლები გავცვალეთ არა? - ჩაიცინა ცალყბად.
- მგონი ჰო. - სალომესაც ჩაეცინა.
- დღეს რა გეგმები გაქ?
- მეგობრებს ველოდები.
- რას გულისხმობ?
- მალე მოვლენ.
- აქ?
- ჰო, პრობლემა გაქ რამე?
- არავითარი.
- კარგია.
კარებზე ზარის ხმა გაისმა.
- მოვიდნენ. - გახარებული გავარდა კარების გასაღებად. ალექსანდრეს კი ჩაეცინა მის ბავშვურ ქცევაზე.
ღმერთო რამხელაა... - პირი დააღო ტასომ.
- ჩუმად დებილო, მისაღებშია. - ჩაარტყა სალომემ.
- უი- ჩაიცინა.
- შეჩემა როგორახარ? - გადაეხვია ცოტნე.
- ხედავ ტასი, შენმა დებილმა შეყვარებულმც კი მოიფიქრა და გადამეხვია, შენ კიდევ სახლმა გაგაოცა. - გადაიკისკისა სალომემ.
- ჩემზე ამბობ მაგას გოგო?? - გაიცინა და თავზე აკოცა სალომეს.
- ხო იცი რო მიყვარხარ სიმართლეს მაგიტო გეუბნები. - გადაეხვია სალომეც.
- ხო მოდი მოდი გაკოცო. - გადაეხვია ტასო და გადაკოცნა.
- შემოგვიშვებ თუ გაგვაბრუნებ უკან? - სიცილით იკითხა ცოტნემ.
- მზესუმზირა თუ მომიტანეთ შეილება შემოგიშვათ. - სიცილითვე უპასუხა სალომემ.
- მოგიტანე ჩემო ლამაზო, თან ორი დიდი პაჩკა.
- მპუა მოდით მოდით, საჭმელს მოვრჩებით და მოგხედავთ.
- კაი კაი.
შევიდნენ და დასხდნენ.
- არაუშავს რო ესენი ისე ზიან?
- არა დაიკიდე.
- კაი. - მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო.
სანამ ჭამას მორჩებოდნენ მანამდე ტასო და ცოტნე ერთმანეთში ხმადაბლა იცინოდნენ.
- მადლობა საკე. - თბილად გაუღიმა სალომეს -  მე ჩემს ოთახში გავალ.
- არა რატო ჩვენთან ერთად დარჩი -  უთხრა ცოტნემ.
ალექსანდრემ სალომეს გახედა და დათანხმდა.
- სანამ აალაგებთ შენ და ტასო მანამდე სიგარეტს მოვწევ. - თქვა ცოტნემ. - შენ ეწევი? - გახედა ალექსანდრეს.
- კი, თავისთავად.
- ახლა არ მოწიე? კიდე უნდა მოწიო? - წარბი აუწია შეყვარებულს ტასომ.
- სხვათაშორის შენც ახლა მოწიე - უთხრა სალომემ ალექსანდრეს. - ასე რომ გოგოების ხათრით ცოტახანი სიგარეტის გარეშე გაჩერდით და ალაგებაში მოგვეხმარეთ.
- თითქოს იმდენი იყოს ასალაგებელი. - ამოიბუზღუნა ცოტნემ.
- შეგიძლია აალაგოთ ბიჭებმა. - ნიშნის მოგებით უთხრა ტასომ.
- როგორც მეტყვი ჩემო ქალბატონო. - გაეკრიჭა ცოტნე.
- ღმერთო სულ როგორ ფლირტაობთ?
- რავი თითქოს თავისით გვეფლირტავება. - გაიკრიჭა ანასტაისაც .
აალაგეს მაგიდა და შემდეგ ფილმის ყურება დაიწყეს. ფილმი დამთავრდა თუარა მაშინვე ადგა ცოტნე და თქვა.
- წავედით.
- ჯერ? - ნაწყენი შეხედა სალომემ.
- სხვათაშორის მთაწმინდაზე მივდივართ, ასე რომ უნდა წავიდეთ.
- აუ სულ დამავიწყდა.... - ადგა ანასტასიაც.
- თქვენც წამოდით თუ გინდათ არა? - უთხრა ცოტნემ
- რავი კაი იდეაა. - თქვა ალექსანდრემ.
- ხოდა წავედით. სალი უარი არ მიიღება.
- კარგი ხო კარგი, მოვდივარ. დამელოდეთ ორი წუთით. - თქვა სალომემ .
- ხო მეც უცებ გადავიცვავ. - ოთახებისკენ წავიდნენ ორივე. წყვილი კი ჩუმად იცინოდა მათზე.








მადლობა! ნახვამდის!🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now