3. მომავალი დღის იმედი...

321 17 0
                                    

სანამ მეგობრობის მოლოდინში იყო ერთი კაცი მიუახლოვდა და მოიკითხა.
-როგორ ხარ პატარა საკო??
- გამარჯობა - გაკვირვებულმა შეხედა - თქვენ როგორ ბრძანდებით?
-ვერ მიცანი არა? - ღიმილით უთხრა მამაკაცმა, სალომემ კი მორცხვად გააქნია თავი.
-მე ვახტანგის მეგობარი ვარ, არჩილი, აღარ გახსოვს ადრე დედაშენთან ერთად რომ ჩვენთან მოდიოდი?
- დედაჩემთან ერთად კიდევ ბევრ კარგ რამეს ვაკეთებდი.
- როგორი კარგი იყო, ჩემი ცოლი სულ იხსენებს ქალბატონ მაკას, ძალიან კარგი ქალი იყო.
- დიახ, სამწუხაროდ იყო...
- რატომ ხარ ჩანთებით? სადმე მიდიხარ?
- დიახ სახლიდან სამწუხაროდ, მამაჩემის ახალ შეყვარებულს ვერ შევეგუე.
- შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე, დიდი სახლი მაქვს, თანაც ჩემს ცოლს_ სოფოს, ძალიან გაუხარდება შენი ისევ ნახვა. მართალია შვილი მყავს ბიჭი, თუმცა გპირდები რომ ცუდი არაფერი მოხდება.
- მადლობა შემოთავაზებისთვის, აუცილებლად დავფიქრდები, მაგრამ არ მინდა რომ შეწუხდეთ.
-რას ამბობ შეგიძლია დღესვე წამოხვიდე, აი ჩემი ნომერი და ნებისმიერ დროს შემაწუხე რაც არ უნდა დაგჭირდეს.
- დიდი მადლობა. -თბილად გაუღიმა არჩილს სალომემ და თავი ოდნავ დაუხარა.
- კარგად საკო, იცოდე ჩვენი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა.
-მადლობა არჩილ ბიძია.
არჩილთან დამშვიდობების შემდეგ სალომეს მეგობრებიც მალევე მოვიდნენ.
- სად იყავით გოგო ამდენხანს, ისეთები გამოტოვეთ.- სიცილით უთხრა სალომემ ტასოს.
-რავი სალი ხო იცი რო საცობებია.
- მოიცა რა გამოვტოვეთ? - ინტერესით იკითხა ცოტნემ.
-რა და .... - სალომემ ყველაფერი მოუყვა მათ და ტასომ კინაღამ გააფრინა.
- გოგო შენ სულ გაგიჟდი? ისეთი ვინმე რო იყოს ვინც რამეს დაგიშავებს? ან....
- კაი რა რა უნდა დამიშავოს, თან ეგეთი იდიოტი და საქონელი რო ყოფილიყო ხელსაც შემომიბრუნებდა.
- მოიცა კარგი ბიჭი თუიყო რაღატომ თხლიშე??
-იმ მომენტში ღირსი იყო, რაღას მალაპარაკებ ხო მოვყევი უკვე.
-კაით ხალხო, ვერავინ ვერაფერს ვერ დაუშავებს ჩემი ლამაზი შეყვარებულის დაქალს, ოკეი? - თქვა ცოტნემ და ჩაიღიმა.
- აი რატო მევასები ჩემო ძმაო. - თქვა სალომემ და თმები აუჩეჩა.
-ვაიმე ტასი იცი ვინ ვნახე კიდე სანამ გელოდებოდით?
-იმედია კიდე არავინ შემოგელახა. - გაბრაზებული ხმით თქვა ანასტასიამ.
- ოოო არა გოგოო, - თვალები აატირიალა სალომემ - არჩილი ვნახე, მამაჩემის მეგობარი.
-მჭედლიძე??
-ჰოო , საიდან გახსოვს?
- რა საიდან რაც მაგის შვილზე შენ ლაპარაკობდი, რა დამავიწყებს. რაო მერე რა გითხრა?
-ხოდა მაცდი მოყოლას?
-ხო მიდი, მიდი.
- მოკლედ გამომკითხა ყველაფერი და მითხრა, რომ თუ დამჭირდებოდა მის სახლში შემეძლო გადასვლა.
- რა? ღადაობ?
-არა მართლა, მეც გამიკვირდა მარა მეთქი ვიფიქრებთქო, ხოდა კაიო და ნომერიც დამიტოვა.
- აუ გადადი რაა, თან მის შვილსაც კიდევ ერთხელ ნახავ, არ გაინტერესებს? იქნებ კიდევ უფრო გალამაზდა მისი თაფლისფერი თვალები. - წარბები აათამაშა ტასომ და თვალი ჩაუკრა სალომეს.
- მოიცა მაგის შვილთან რამე ურთიერთობა გქონდა? - გაკვირვებული უსმენდა ცოტნე გოგოების საუბარს.
- არა ბიჭო, პროსტა მისი თვალები, ყოველთვის ვგიჟდებოდი მის თვალებზე, ლამაზ თაფლისფერი თვალებზე, რომელიც ისე საოცრად მამშვიდებდა.
- მოიცა მაგ დროს რამდენის იყავი?
-ალბათ 8-10 წლის მეტის არა.
- ხო თან საკოს ეძახდა ის ბიჭი და მერე ყველამ ასე დაიწყო დაძახება მისი ოჯახიდან.
- ანუ დავიბენი, - ამბობს ცოტნე - შენ მოგწონდა მამაშენის ძმაკაცის შვილი და შეიძლება ურთიერთობაც კი გქონდათ რომელიც არ გახსოვს, მაგრამ 10წლის იყავი როგორ არ გახსოვს?
- ხოიცი ცოტნე იმ ავარიის მერე ბევრი რაღაც აღარ მახსოვს. - თქვა დამწუხრებულმა სალომემ
- უი ბოდიში სალი რო გაგახსენე.
- არა რასამბობ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე იმ ბიჭზე ზედმეტად ვიყავი შეყვარებული. - ამბობს სალომე ღიმილიანი სახით.
-ხო მახსოვს როგორ ამბობდა მის თვალებში იმას ვხედავ რასაც სხვები ვერ ამჩნევენო. - ჩაერთო ტასო.
- მართლაც საოცარი თვალები ქონდა, ახლაც კი მილიონში გამოვარჩევ.
- მგონი ვიღაცას ძველი გრძნობების ჭრილობა ისევ გაეხსნა. - გაღიმებულმა თქვა ტასომ.
-მოიცა ჭრილობა რატო? - გაუკვირდა ცოტნეს.
- იმიტორო ერთმანეთი იმ ავარიის მერე აღარ გვინახავს. - თქვა სალომემ და აწყლიანებული თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა.
-ეგრე თუ გიყვარდა არ უნდა დაგეთმო.- თქვა ცოტნემ.
- როგორ უნდა შემენარჩუნებინა? მამაჩემს ყოველ კვირაში ახალ-ახალი ნაშა მოყავდა, ლოთაობდა, მე მხოლოდ 10ის ვიყავი და არ შემეძლო რამის გაკეთება, ხო ხვდები რა.
- კი სალი კი, უბრალოდ შეგიძლია ახლა იბრძოლო, შეგიძლია ჩემთან დარჩე მარტო ვცხოვრობ არაა პრობლემა, მაგრამ როცა ასეთი შანსი გაქ დაიბრუნო სიყვარული, უკან რატომ იხევ? უბრალოდ ცოტა სითამამე გამოიჩინე.
-მადლობა ცოტნე, მაგრამ ფიქრი მინდა.
- თუ მის თვალებს ერთი შეხედვით იცნობ, მაშ ფიქრი რა საჭიროა?
- ნეტავ ვიცოდე... - ცალყბად ჩაეღიმა.
სახლში მისვლამდე მანქანაში ყველა ჩუმად იჯდა. შიგადაშიგ ტასო და ცოტნე თვალებს ერთმანეთისკენ აპირებდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ, სალომე კი მის გულში გაჩენილ ხვრელზე ფიქრობდა, რომელსაც ადრე ბიჭის თვალებით ავსებდა. ბედის ირონიაა არა? ბიჭის სახელიც კი აღარ ახსოვს, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ორი წელი ერთად იზრდებოდნენ. ამ დღეს სალომე ცოტნესთან დარჩა და თან არჩილის შემოთავაზებაზე ფიქრობდა.


***
ისევ დაბნელდა, ისევე განათდა თბილისი ხელოვნური განათებით, ალბათ სადმე სალომესთვისაც იყო ანთებული ვინმეს გული. ეს დღეც დამთავრდა, ახალი ისტორიით და მომავლი დღის იმედით...


-----------------------------------------------------------
მადლობა! ნახვამდის! 🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now