10.სისულელე...

216 15 0
                                    

ალექსანდრე სალომეს უკნიდან მიეხუტა და მხარზე თავი დაადო. ტუჩები კი კისრის მხარეს გაიშვირა.
- კარგი რა გაჩერდი. - დაბურძგლა სალომეს.
- გეფიცები არაფერს ვაკეთებ. - ალექსანდრეს ტუჩები სალომეს კისერს ეთამაშებოდა .
- სანდროო....
- გისმენ?
- სანეე.... - ჩურჩულებდა სალომე.
- გისმენ?
- გადი. - ხელების მოშორება სცადა, თუმცა სალომესთვის ზედმეტად მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი. - გადი თორე დავდნები.
- არაუშავს.
- აღარ გეყოლები.
- სულ ჩემი იქნები.
- გადი.
- არა.
- აბა კარებში ვიდგეთ სანამ არ მოვლენ?
- ვიდგეთ, მე პრობლემა არამაქვს...
- ხომ იცი რომ ამაზე საშინელებები მემართება.
- აჰა .
- მერე?
- ყოველთვის ვგიჟდებოდი ამაზე...
- სადისტი ხარ.
- ამას უძახი სადიზმს?
- შეიძლება....
- აჰა.
- გინდა ვჭამოთ?
- გააჩნია.
- რას?
- დესერტად თუ შენ მეყოლები.... შეიძლება ვიფიქრო...
- დესერტად ფილმი გვექნება ჩემო ცხოვრებავ.
- რაო? - თავი ამოყო კისრიდან.
- რა?
- მომესმა?
- რაზე ამბობ? - შეატრიალა თავი ალექსანდრესკენ.
- მიდი აბა თავიდან თქვი რა გვექნება დესერტზე.
- ფილმი.
-მაგის მერე რაიყო?
- რაიყო?
- კაი რა, ნუ მაწვალებ. - ქვედა ტუჩი გადმოატრიალა საყვარლად.
- ჩემო ცხოვრებავ. - ცხვირზე აკოცა ალექსანდრეს.
ალექსანდრემ შემოაბრუნა და ტუჩებში აკოცა.
- გინდა მთაწმინდაზე წავიდეთ?
- რათქმაუნდა.
- ოღონდ მარტო.
- ჰო, აბა? თუგინდა შენი შეყვარებულიც წამოიყვანე.
- მაგ ასაკში აღარ ვარ შეყვარებული რომ მყავდეს.
- ჯერ მხოლოდ 24წლის ხარ
- რა საჭიროა შეყვარებული როცა ამდენი გოგო არსებობს?
- ანუ ბოდიში და ბოზებში გართობა გირჩევნია შეყვარებულს?
- მაგას შეკითხვა უნდა?
- მე ვინ ვარ შენთვის?
- ახლო ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ.
- მეღადავები?
- რატო? არ გჯერა რომ პატივს გცემ?
- შენთვის უბრალო ახლო ადამიანი ვარ? სხვა არავინ?
- შენ ალბათ გინდა მოისმინო, რომ ჩემი შეყვარებული ან პირველი სიყვარული ხარ და ასეთი სისულელეები, მაგრამ ჩემთვის რომანტიკა შორსაა დამიჯერე.
- ანუ ეს ყველაფერი ტყუილია. შენს თმაზე თამაში, ის სიტყვები ერთი კვირის წინ რომ მითხარი. ყველანაირი ქცევა... ეს კოცნაც ტყუილია არა?
- მომისმინე, ჩემგან ვერ გაიგებ სიტყვას მიყვარხარ, მომწონხარ, შენს გამო კლდიდან გადავხტები და ბლა ბლა ბლა... ეს ჩემთვის ზედმეტია გესმის?
- რამდენიმე წუთის წინ ასე არ ფიქრობდი.
- გინდა ჩემი ნამდვილი მე დაინახო? მაშინ გაიხსენე როგორი ვიყავი ადრე. გამიხსენე. მანამდე მე ვერ გაღიარებ.
- მეგონა რომ სიყვარულიც საკმარისი იყო...
- არ არის. არა.
- როგორც გინდა.
- დღეს სახლში იქნები?
- შენი საქმე არაა.
- კარგი რა საკე ...
- ეგრე ნუ მეძახი ალექსანდრე! მე სალომე მქვია, მასე მხოლოდ ჩემი სანე მეძახის, შენ კი ამის უფლება არ გაქ.
- საკეე.....
სალომე ოთახში შევიდა და ანასტასიასთან გადარეკა.
- ტასიი... ჩემო ლამაზო....
- ბოლოს ასე რომ დამირეკე გალეშილი მთვრალი იყავი.
- აი ახლა კი გირეკავ იმიტორო შენმა შეყვარებულმა კლუბი მოხოდოს.
- არაა ....
- რა არა? გააფრინე?
- მაგ რომ თქვი და დაგთანხმდი კარგი არაფერი მომხდარა.
- იცოდე მარტო წავალ განსატვირთვად.
- რისგან უნდა განიტვირთო?
- სამყაროსგან ჩემო ანო.
- კაი ახლავე მოვდივართ გამოეწყვე დამპლურად და თხუთმეტ წუთში მანდავართ.
- პაკა.
- მპუა.

- ცოტნეე.
- ეგრე რო მეძახი მეშინია.
- რატო?
- შენ და შენმა დაქალმა უეჭ რაღაცა კატასტროფა მოთხარეთ ხო?
- კლუბი გვინდა.
- როგორ?
- ანუ გართობა უნდა რა.
- აუ კიდე ცუდადაა ეგჩემისა?
- ბიჭოო!
- კაი ჰოო...
- კი ცუდადაა, აღარ უნდა სიცოცხლე.
- თავის მოკვლაზე არც იფიქროს, აქ ვყავართ.
- ჰო იცის.
- კაი წავედით. და ნაკლებად გამომწვევად ჩაიცვი, არ მინდა ვინმე მოგაშტერდეს.
- შენს საყვარელ შავ მოკლე მოტკეცილ ქვედაბოლოს ვიცვავ, უკანალს რომ კარგად მიკვეთავს და მოღებული, ბრეტელიანი, შავი, ბრჭყვიალა მაიკა რომ მაქ მაგას.
- იცი? წარმოდგენაზეც კი დავეცი... მარა მაინც გამომწვევია.
- იცი რა? ერთი ადგილი რომ მქონდეს მაგაზე დავიკიდებდი.
- ჩემი შეყვარებული რო ყველაზე სექსი იქნება იმ კლუბში ბაზარი არაა ხო?
- სალომეს შემდეგ. მაგას ისედაც თავისუფალი სტილი აქ და კლუბში ვაფშე კატასტროფებს იცვავს.
- თუ რამე ხოიცი რო ვერავინ ვერაფერს გაუბედავს.
- კი ჩემო სიცოცხლე. კაი წავე მოვემზადო.
- მიდი ხო.

სალომემ მუხლს ქვემოთ კაბა ჩაიცვა, რომელიც მკერდზე ნახევრად ჩახსნილი ჰქონდა და მარჯვენა ფეხის თითქმის მთლიანი მხარე აჭრილი, მოტკეცილი სულაც არ იყო, თუმცა ტანზე მომდგარი. კარგად გამოკვეთდა სხეულის ფორმებს.

მადლობა! ნახვამდის! 🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now