21. თუ არ დაკარგავ, ვერ დააფასებ...

183 13 5
                                    

დღე სულელურად გავიდა. სალომემ მზის ჩასვლას უყურა, შემდეგ თავის პატარა დღიურში დედა გაიხსენა:
" დედა, ჩემო ტკბილო, მენატრები... უშენოდ აქ არ შემიძლია. იცი, ხანდახან თვალებით გეძებ. ბოდიში, რომ ამდენხანს ვეღარ გესაუბრე. ახლა შენ ჩახუტებაზე და მოფერებაზე მეტად არაფერი მინდა, არაფერი მჭირდება. როგორც დაგპირდი ბედნიერებისკენ მივდივარ, მაგრამ რაღაც უკან მითრევს. ჩემო ტკბილო, გახსოვს როგორ გეძახდი ხოლმე ტკბილს... ჩემთვის ყველაზე კარგი ადამიანი იყავი... რატომ ვწერ ამას ახლა? იმიტომ რომ მონატრებამ მძლია. რამდენი ხანია შენთვის აღარ მიტირია. ახლა კარგად, იცოდე თუ კიდევ დიდხანს გამიგრძელდება უკონტაქტობა, არ გეგონოს რომ დამავიწყდი. ჩემ გულში ხარ.
                   შენი მარწყვი....  "
ასე მორჩა წერილს და დაიძინა.
გათენდა... სხივებმა ფარდა გაარღვიეს და სალომეს ცხვირზე მოეფერნენ. ზოგადად არ გიჟდებოდა სალომე მზესთან "თამაშზე" თუმცა დღეს ესიამოვნა მზის სხივებისგან წამოსული სითბო, თითქოს დედა მოელანდა თვალებმოჭუტულს. სალომე ადგა, თავი მოიწესრიგა და მისაღებში გავიდა, სადაც უთბილესი სოფო დახვდა, თუმცა ცოტა მოწყენილი იყო.
- სოფი რა გჭირს?
- არაფერი საყვარელო, რა უნდა მჭირდეს. - თითქოს ცრემლიანი თვალები დამალა.
- რამე ხდება?
- ხდება, მაგრამ არ მინდა განერვიულო.
- რა ხდება? - ანერვიულდა, ეგონა ალექსანდრეს რამე მოუვიდა.
- ვახტანგი...
აი სახელი რომლის გაგონებაც საერთოდ არ უნდოდა, მაგრამ ახლა ანერვიულდა, ის ხომ მაინც მამამისია.
- რა ჭირს სოფო?
- საავადმყოფოშია.
ამ სიტყვის გაგონების შემდეგ სახეზე მთლიანად გაფითრდა, ერთიანად აკანკალდა.
- რატომ?
- იცი მას ...
- სოფო დაამთავრე სათქმელი. - ანერვიულებულმა ხმას აუწია.
- მას ღვიძლის ციროზი აქვს. ეს ბოლო ერთი კვირაა ძალიან ცუდადაა, არ უნდოდა შენ გაგეგო. ბოდიში თავი ვეღარ მოგაჩვენე, რომ ყველაფერი კარგად იყო.
- ის კვდება ხო? - ცრემლიანმა თქვა სალომემ.
- არა, ამბობენ კარგად იქნებაო. - სახე აუკანკალდა სოფოს.
- მისი ნახვა მინდა.
- ვერა, ის ამის ნებას არ მომცემს.
- სოფო გთხოვ, გინდა მასზე სამუდამოდ ნაწყენი ვიყო? გეხვერწები. - ისტერიული ტირილი აუტყდა სალომეს, ლამის დაიჩოქა სოფოს წინ.
- კარგი, არჩილი წაგიყვანს, მაგრამ დღეს ხო ლექციები გაქ.
- კარგი რა სოფო, მეორე მშობელს ასე უაზროდ ვერ დავკარგავ. გთხოვ ახლავე მინდა მისი ნახვა.
- კარგი, მაშინ ალექსანდრეს ვეტყვი და წაგიყვანს.
- ეს მანაც იცოდა?
- იცი ეს ადრინდელი ამბავია.
- რამდენი ხნის?
- მას შემდეგ რაც ჩვენთან წამოხვედი.
- მან იცოდა... ხომ ასეა? მან იცოდა რომ მე აქ ვიქნებოდი.
- კი სალომე, იცოდა.
- წავიდეთ. საავადმყოფოს მისამართი მინდა.
- ავერსის კლინიკაშია.
- კარგი წავედი მე.
- მოიცა ალექსანდრე...
აღარ მოუსმინა სოფოს, პირდაპირ გააჭრა სავადმყოფოსკენ. გზაში კი ფიქრობდა: * ფუ რა იდიოტი ვარ, მაშინ... მაშინ იმიტომ დამირეკა, რომ შემრიგებოდა, მეკი ვუთხარი, რომ ფეხებზე ვეკიდე. ამ დროსაც კი ჩემზე ფიქრობს.*
ცრემლები უფრო იმატებდა, უფრო მეტი ტკივილი ისადგურებდა სალომეს სულში.
* მაპატიე დედა, მაპატიე... მას ვერ გავუფრთხილდი...*
საავადმყოფოს მისაღებში შევიდა.
- უკაცრავად ვახტანგ კაპანაძე პაციენტი, მისი ნახვა მინდა.
- ახლობელი ხართ?
- დიახ შვილი, სალომე კაპანაძე.
- სრულწლოვანი ბრძანდებით?
- დიახ.
- მესამე სართულზე აბრძანდით და ექიმის კაბინეტში შედით ის დაგაკვალიანებთ. ექიმი ანდრია გამყრელიძე.
- მადლობა.
მესამე სართულზე ავიდა. კაბინეტის კარზე დააკაკუნა და შესვლა ითხოვა.
- მობრძანდით, თქვენ ალბათ ვახტანგ კაპანაძის შვილი ხართ.
- დიახ, თქვენ მისი მკურნალი ექიმი ბრძანდებით?
- დიახ.
- კვდება? - ხმის ყოყმანით იკითხა სალომემ.
- ცოტა დრო დარჩა.
- რამდენი დღე?
- ალბათ ერთი კვირა.
- მისი გადარჩენა არ მოხერხდება? ფული პრობლემა არ იქნება, საკმარისი შემოსავალი აქვს იმისთვის, რომ წამლები იყიდოს, ან ოპერაცია თუა საჭირო. - საშინლად აფორიაქდა სალომე.
- სამწუხაროდ არაფერს არ ექნება შედეგი.
- შეიძლება ვნახო?
- რამდენიმე წუთის წინ დამამშვიდებელი გავუკეთეთ, ნახევარი საათი მაინც ეძინება, სანამ ტკივილები ისევ არ შეაწუხებს.
- შეიძლება მის პალატაში ვიყო?
- რათქმაუნდა, მობრძანდით...
სალომე ექიმმა პალატამდე მიაცილა, სალომე მამას მიუახლოვდა, ხოლო ექიმმა ისინი მარტო დატოვა.
- მამა... - ხელი ვახტანგის ხელს შეახო. - მამიკო... - ცრემლები წამოუვიდა, სახეზე მოეფერა. მისკენ ახლოს სკამი მიწია და მის სხეულთან ახლოს დაჯდა.
- მაპატიე... მაპატიე, რომ ვერ შევძელი შენი შენარჩუნება... დედას დავპირდი, რომ არასდროს მიგატოვებდი, დავპირდი რომ შენზე ვიზრუნებდი, მე კი ეს პირობა ვერ შევასრულე... - თავი ხელზე დაადო და განაგრძო. - სუსტი ვიყავი მამა, ახლაც სუსტი ვარ, მართალი ყოფილა სანამ არ დაკარგავ ვერ დააფსებო. არ წახვიდე გეხვერწები... აქ მარტო ნუ დამტოვებ, უმამოდ მე ვეღარ ვიცოცხლებ. შეიძლება გეგონა რომ არ მიყვარდი, შეიძლება გეგონა რომ მეზიზღებოდი, მაგრამ ასე არაა. გეფიცები ასე არაა... დედის სულს გეფიცები ამ სამყაროში საყვარელი ადამიანი ვინც დამრჩა შენ ერთადერთი ხარ, გინდა ახლა მარტო დამტოვო? ამ დროს როცა მამა ყველაზე მეტად მჭირდება ახლა გინდა წასვლა?- იცოდე თუ წახვალ მეწყინება, ძალიან მეწყინება. შენ ხომ არ გიყვარდა მოწყენილს რომ მხედავდი, ხომ გინდოდა სულ ღიმილიანი ვყოფილიყავი, ხოდა არ წახვიდე, გეფიცები არ მოვიწყენ თუ ჩემთან დარჩები.
როდესაც ლაპარაკით გული იჯერა ტირილი დაიწყო, უფრო ძლიერად, უფრო მეტი ცრემლით.
- ამ სამყაროში მარტო ვერ დამტოვებ გესმის? - ჩურჩულებდა სალომე.
- მარტო არ ხარ ძვირფასო.
- მამა... - ცრემლებით სავსე თვალებით ახედა სალომემ და ტირილს უფრო უმატა. - მამა...
- რამდენი ხანია ასე თბილად მამა ჩემთვის აღარ დაგიძახია. ეს სიტყვა სიკვდილად მართლა მიღირს.
- გაჩუმდი! შენ არ მოკვდები!
- ჩემო სიცოცხლე. ჩემო ერთადერთო...
- მამა... გთხოვ ასე ნუ მეძახი... მახსოვს ეს რომ დამიძახე თავის მოკვლა სცადე.
- ჩემო ლამაზო. - ფერება გააგრძელა ვახტანგმა. - იცი ჩემს ყვავილს ცრემლები არ უხდება. სად გაგონილა ყვავილმა იტირაო, იცოდე დედაშენი გამლახავს ასეთ დღეში ჩემს გამო რომ ხარ.
- მამა... ჩემი ბრალია, მე დედასთვის მიცემული პირობა ვერ შევასრულე, შენ ვერ მოგიარე, ვერ გაგიფრთხილდი.
- ჩემო ლამაზო, შენი სიყვარულიც საკმარისი იყო.
- მე ისევ მიყვარხარ მამა, უსასრულოდ და ყველაზე მეტად, შეიძლება ვერ გამოვხატავ, მაგრამ შენ ხომ გრძნობ.
- ძვირფასო, მთელი ქონება შენს სახელზეა, ყველაფერი შენია. კომპანიაც და სახლებიც. იცოდე ცუდად არ გამოიყენო, არ გაბოროტდე, რაც მთავარია ბედნიერი იყავი, მაგრამ არა სხვისი უბედურების ხარჯზე. ჩემო ლამაზო...  - ორივე ტიროდა, სალომე ერთი ხელით  ვახტანგის ცრემლებს ამშრალებდა მეორეთი კი თავისას. - გახსოვს იმ სიმღერაში როგორაა? ნუ ღელავ არ დავეცემი... - წაიმღერა ხმადაბლა და გამტყდარი ხმით. - ეგ ღიმილი მაძლიერებს... - სალომეს სახე თავისთან მიიტანა და შუბლზე აკოცა. შემდეგ ორივე ცრემლიან თვალზე და ისევ ღიღინი განაგრძო. - მიწაზე თუ ვეღარ გნახავ, ციდან დაგათვალიერებ...

მადლობა! ნახვამდის!🧡💙

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now