28.

147 14 0
                                    

უამრავი ხალხი ირეოდა კაპანაძეების სახლში. რათქმაუნდა ვახტანგი ხალხში ცნობილი ადამიანი იყო, ყველა პატივს სცემდა, ყველას დაენანა სიკვდილისთვის. მეორეს მხრივ ნიკას ნახვა ყველას უხაროდა, ეუბენბოდნენ ვახტანგი ხშირად გახსენებდა ხოლმეო. სალომე კი მამამისის სარეცელს გვერდით ეჯდა და თავი მასზე ქონდა ჩამოდებული. არ აინტერესებდა ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა, აღარც მამამისის ახალი ცოლი ადარდებდა, მხოლოდ მშობლებზე ფიქრობდა. დედაზე და მამაზე, ახლა ისინი ერთად არიან, თავიანთ შვილებს ზეციდან უყურებენ. და მაინც მამის სიკვდილის შემდეგ უფრო დაცარიელდა სალომეს გული. კიდევ ერთი ყველაზე ახლო ადამაინი დაკარგა, კიდევ ერთი უსაზღვრო ტკივილი დაემატა მის გულს და გონებას. ახლა რაც შეეძლო მხოლოდ ტირილი იყო, მაგრამ თითქოს ცრემლებიც დაშრობია და გამქრალა.

- სალომე, ძვირფასო. - ვიღაცის ხელი იგრძნო მხარზე.
- სოფო. - ცრემლიანი თვალებით შეხედა ნაცნობ სახეს.
- ნუღარ ტირი საყვარელო, ეს მას არ გაეხარდებოდა. - სახით მიიხუტა გულთან და თავზე ფერება დაუწყო.
- ვიცი სოფო, ვიცი, უბრალოდ ვერ ვიკავებ ამდენ ტკივილს. უდედოდ გავიზარდე, ახლა კი უმამოდ უნდა გავიარო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებაში. მე ეს არ მინდოდა, არ მინდოდა გესმის? არ მჭირდება არცერთი თეთრი მისი ქონებიდან, არცერთი ნივთი მისი კოლექციიდან, მე მხოლოდ ის მჭირდება, მან კი დამტოვა  და რაღად მინდა ეს ყველაფერი. - ტირილი არ შეუწყვიტავს ისე ადგა და რაც კი ხელში მოხვდა ყველაფრის ლეწვა დაიწყო.
ხმის გაგონებისას ალექსანდრე მაშინვე მასთან გაჩნდა.
- სალომე, საკე! - ხელები დაუკავა და მიიხუტა. სალომე ჩაიკეცა და ალექსანდრეც მუხლებზე დაიჩოქა.
- არ მჭირდება ასეთი სიმდიდრე, არ მჭირდება ასეთი ცხოვრება!
სალომეს გული წაუვიდა. ალექსანდრემ ხელში აიყვანა და ოთახში შეიყვანა, მარიმ კი წყალი შეუტანა.
- მივხედავ მარი, ნიკასთან წადი, ასეთი რომ ნახა ისიც ანერვიულდა.
- კარგი.
ოთახში მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა, ალექსანდრე და სალომე.











მადლობა! ნახვამდის! 🧡💙

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now