29

172 14 0
                                    

*ორი კვირის შემდეგ*

- მეშინია...
- კარგი რა, რა გაშინებს?
- მეშინია რომ კიდევ დავკარგავ, მეორედ. შეიძლება მაშინ ვერაფერს ვერ შევცვლიდი, მაგრამ ახლა შემიძლია მას რამით დავეხმარო. მეშინია ისევ ახალი სალომე არ გამომეცხადოს და ისევ უსუსური არ აღვმოჩნდე მასთან.
- დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. ის ძლიერია და შეუძლია ამის გადალახვა.
- ის მხოლოდ ვახოსთან ურთიერთობს. ვახტანგის დასაფლავების შემდეგ ის უემოციო და ჩაკეტილი გახდა.
- ვხედავ, მაგრამ მის მაგივრად ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გადავიტანთ, მისი ტკივილი ჩვენ ვერ გადმოგვეცემა.
- ნეტავ შეიძლებოდეს.
- დაელაპარაკე ალექს მას, იქნებ მოგისმინოს.
- ვეცდები ნიკა.

- მამიდა! - ატირებული ბავშვი მიქრის სალომესთან.
- რამოხდა საყვარელო? - შიში დაეტყო სალომეს სახეს.
- ხომ არ მიგვატოვებ? ხომ არ წახვალ?
- სად უნდა წავიდე მამიდას სიცოცხლე? - ბავშვთან ახლოს მივიდა და ჩაიხუტა.
- იცი, არ მინდა რომ სადმე წახვიდე. - სლუკუნით ამბობდა ვატო და მის მოჩლეფილ ქართულს სლუკუნი უფრო გაუგებარს ხდიდა - სენ ლომ წახვიდე ძალიან ბევრს ვიტირებ.
- არსად არ მივდივარ ჩემო პრინცო. - ღიმილით თავზე აკოცა სალომემ. - ჩემო პატარა უფლისწულო, შენ როგორ დაგტოვებ? განა ვინმეს შეუძლია შენი დატოვება?
- ალა, სენ ალ უნდა დამტოვო!
- ჩემო სიცოცხლე, იცი რომ შენი ცრემლები გულს ძალიან მტკენს?
- ალა, მამიდა, ალა, ალ გეტკინოს გული, - ყელის ოდნავ დაბლა აკოცა ვატომ სალომეს და ხელით მოეფერა.
- მაშინ დამპირდი რომ აღარ იტირებ.
- კაქი.
- მამიდას სიცოცხლე. - გულში ძლიერ ჩაიკრა ბავშვი.
- მამიდა. - დამრგვალებული თვალებით ამოხედა ბავშვმა სალომეს.
- გისმენ მამიდას ლეკვო.
- მიმღერე რა.
- რა გინდა რომ გიმღერო?
- იცი ერთხელ ბაბუა რომ ვნახე რაღაც სიმღერა მომასმენინა, არ მახსოვს სახელი, მაგრამ აი ასეთი იყო... - მელოდია წაიღიღინა ბავშვმა, სალომე კი მაშინვე მიხვდა, მამის საყვარელი სიმღერა, რომელსაც მთელი დღე უსმენდა, ოთახში ყოფნის მანძილზე.
- ამ სიტყვებს შენთვის წარმოთქმულს,
ამ ფიქრებს შენთვის დახატულს,
ამ სიზმრებს შენთვის მოგონილს...
სიმღერის ხმის გაგონებისას ბიჭები სალომეს ოთახისკენ გაეშურნენ. დაინახეს როგორ ჰყავდა გულზე მიკრული პატარა ბიჭი გოგონას და როგორ მოსდიოდა ცრემლები სიმღერისას. ალექსანდრეს თვალები ცრემლებით აევსო და ღაწვზე ეულად ჩამოგორებული ცრემლი წამში მოიშორა.
- მიწაზე თუ ვეღარ გნახავ, ციდან დაგათვალიერებ.... - მორჩა სალომე სიმღერას.
- მადლობა მამიდა, საუკეთესო ხარ.
უფრო ძლიერ მოეხვია ბავშვი სალომეს და გოგონაც უფრო მეტად აქვითინდა. ოთახის კარზე კაკუნის მის გაგონებისას ორივეს ყურადღება ხმისკენ წავიდა.
- შეიძლება შემოვიდე? - იკითხა ალექსანდრემ. გოგონამ კი უბრალოდ თავი დააქნია.
- წამო მა, ჩვენ სამზარეულოში გავიდეთ. - უთხრა ნიკამ ვახოს.
- კაქი.

- საკე.
- გისმენ.
- შეიძლება გვერდით მოგიჯდე?
- კი.
- ჩემო საკე... - თმაზე ფერება დაუწყო სალომეს.
- სანდრო. - ტირილით მიეხუტა ბიჭს.
- არ წახვიდე გესმის? არ დამტოვო გაურკვევლობაში, ისე როგორც თორმეტი წლის წინ.
- არ მივდივარ სანდრო, არა. შენთან მინდა, მაგრამ მეშინია, მეშინია რომ ასეთი სალომე არ გეყვარება. ბევრი ტკივილით და კიდევ უფრო მეტად ნაღვლიანი თვალებით.
- სულ რომ თავდაყირა დადგე ვერ მომიშორებ.  - გაეღიმა ორივეს.
- რატომ შეგიყვარდი? - ახედა სალომემ ალექსანდრეს.
- იმიტომ რომ ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი ჩემს სამყაროში. - სალომეს თავი ააწევინა და ტუჩებზე ნაზად ეამბორა. როგორ მონატრებია ეს გრძნობა ორივე მათგანს. - იმიტომ შემიყვარდი, რომ ერთადერთი იმედი იყავი ჩემს ცხოვრებაში, ერთადერთი აუსრულებელი ოცნება და როცა შენ ისევ შეგხვდი პირადად, მაშინ კაფეში, როცა შენი მზერა ისევ შეხვდა ჩემსას, ჩემში ისევ გაჩნდა ნათელი წერტილი, რომელმაც ჩემი სამყაროს ცენტრი შეცვალა.
- როგორ შეგიძლია გიყავრდე ასე უანგაროდ... - კიდევ ერთხელ დატკბნენ ერთმანეთის ტუჩებით.
- არ გაბედო დანებება, ჩემს გამო იცოცხლე... 
ამდენი ხნის მონატრებულ ბაგეს თითქოს ვეღარ ცილდებოდა ბიჭი, არც გოგოს სურდა ამის შეწყვეტა.
- იცოდე ვეღარ გავჩერდები. - დაიჩურჩულა ბიჭმა გოგოს ბაგეებთან.
- არ მინდა რომ შეწყვიტო...







მადლობა! ნახვამდის! 💙🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now