30.

174 15 2
                                    

*4 თვის შემდეგ*
- სიცოცხლე! მოგიტანე შენი ხილი.
- აუ სანე... როგორ მიყვარხარ. - ძლიერ ჩაეხუტა ქმარს.
- ხო, ხო, ვიცი. საჭმელი რომ მომაქვს სულ გიყვარდები.
- დამპალო. მე სულ მიყვარხარ. უბრალოდ საჭმელს რომ ვხედავ უფრო გამოვხატავ.
- კაი ჩემო საყვარელო ცოლუკა.
- მგონი ეგ საკე-ზე უფრო მომწონს. - ჩაეცინა სალომეს.
- იცი რა გამახსენდა?
- რა აბა?
- ჩვენი ქორწილი... - დივანზე დაჯდა თავის ცოლთან ერთად და ნაზად მიიხუტა. - 10ივნისი... არასოდეს დამავიწყდება შენი ლამაზი თეთრი კაბა. პაწაწინა ღია ცისფერი ყვავილებით მორთული. სადა, თან ძალიან ელეგანტური. შენს თითოეულ ნაკვთს რომ შვენოდა.
- მე კიდევ შენი სმოკინგით ვიყავი მოხიბლული.
- მე სულ სმოკინგი მაცვია... - გაიკრიჭა ალექსანდრე.
- ხო, მაგრამ იმ დღეს... - ტუჩები გაილოკა სალომემ. - იმ დღეს ზედმეტად სიმპათიური მომეჩვენე. - სალომემ ხელი გულზე დაადო სანდროს და დივნის ბოლომდე გადააწვინა.
- ეგრე ნუ იქცევი, შეიძლება ვერ გავუძლო.
- მე თანახმა ვარ. - გაიკრიჭა სალომე და ტკბილ ტუჩებზე აკოცა ქმარს.
კარზე ზარის ხმაა.
- რატომ მაინცდამაინც ახლა? - ამოიწუწუნა სანდრომ.
- გააფრინე ბიჭო? - გადაიკისკისა და კარი გააღო.
კარის ზღურბლთან თავისი საყვარელი მული დახვდა შვილთან ერთად.
- საყვარელო დაიკო. - წყნარად დაიწყო სანდრომ. - ვგიჟდები, ყოველთვის მახარებს შენი მოსვლა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც არასწორ დროს?
- რას გულისხმობ?
- ბავშვისთვის საინტერესოს არაფერს. - მრისხანე თვალებით გახედა სალომემ.
- ვნახავ ერთი შენ და ჩემი სიძე რომ იქნებით ამ მომენტში და ლამის საძინებელში შემოგივარდები როგორი რეაქცია გექნებათ. - ბუზღუნით თქვა ალექსანდრემ.
- სანდრო! - დაუყვირა სალომემ. - უიმე, ამ შტერის გადამკიდე დამავიწყდა. შემოდით, კარში დგახართ.
- უცებ ვერ მივხვდი, ბოდიში, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაგაწყვეტინეთ როგროც ჩანს. - ჩაიხითხითა დეამ.
- მოდი პატარა პრინცო, მალე ვახოც მოვა.
- რა კარგია. - გახარებულმა თქვა ბავშვმა.
- ჩემი სიძე სადარი ისე?
- ჯანდაბაში. - გაბრაზებულმა თქვა დეამ.
- გოგო რაებს ამბობ ბავშვთან? - დატუქსა უფროსი და ალექსანდრემ. - მოდი ჩემო პრინცო ჩემთან. რა ქნეს? იჩხუბეს?
- არვიცი ბიძია, რაღაცაზე წაკინკლავდნენ. მე ვუთხარი და ან ძმა მინდათქო, მერე დედამ მაღაზია დაკეტილიაო, მერე მამამ ბიჭი მინდაო, მერე დაიწყეს ჩხუბი რა აზრი აქვსო და რავი ტვინი შეჭამეს. - ბოლო ორი სიტყვა ხმადაბლა თქვა. ბიძა-დიშვილმა ერთად ჩაიცინეს.
- რა გაცინებთ? - ინტერესით გამოხედა დეამ.
- რა სისულელეებზე გიჩხუბიათ ბავშვის თანდასწრებით.
- არა, მერე იმან რაღაცეები დაიწყო ყოფილებზე...
- სერიოზულად? და შენ იეჭვიანე?
- აბა რა მექნა?
- გოგო ალექსანდრეზე რო ვეჭვიანობდე ახლა უკვე ასჯერ მაინც ვიქნებით გაშორებული. - ჩაიცინა წყვილმა.
- გაჩუმდით! მინდა და გავბრაზდი.
- ოხ ეს ქალები... - თავი გააქნია სანდრომ.
- ბატონო? მომესმა? - ხმამაღლა გასძახა სალომემ.
- კი ჩემო გოჭო.
- რა დაგიძახა? - ჩაიხითხითა დეამ.
- გოჭი. მაგრამ ხომ გითხარი სხვებთან ნუ დამიძახებთქო! - იყვირა სალომემ.
- კაი რა ჩემო გოჭუნია, რა გეწყინა.
- რატომ უძახი ჩემს რძალს გოჭს?
- იმიტომ რომ ჩამიპუტკუნდა და მალე ვეღარც ჩავეხუტები.
- არ ხარ ღირსი ყმაწვილო... - გაეცინა სალომეს და ძლიერ მოეხვია ქმარს.
- ჩემი სიცოცხლე ხარ! - ტუჩებზე ნაზად აკოცა ცოლს და ორივემ გაიღიმა.
- ბიცოლა! ვახო მალე მოვა?
- კი ანდრია, მალე მოვა.
- კიდევ კარგი, თორემ მოვიწყინე უფროსების რომანტიკით.
- ამას ეს სიტყვები ვინ ასწავლა? -  გაოცებულმა და გაღიმებულმა იკითხა სალომემ.
- რათქმაუნდა ბიძამ. - გაიცინა დეამ.
კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა. კარი გააღო ალექსანდრემ.
- ჰაიი! - მიესალმა მარი.
- ისევ ვერ გადაეჩვიე ხო ინგლისურ ჟარგონებს.
- სორიი... რა ვქნა ათი წელი იქ გავატარე.
- აბა ვახუშტა, მოდი ანდრო უკვე აქაა.
- რა მაგარია!
- ვატო! ფეხი.
- უი. - ჩაიცინა ვახომ.
- კაი რატო უყვირე, რა მოხდებოდა რომ ფეხსაცმლით შესულიყო.
- გაჩერდი ნუ დაიწყე შენებურები. ვნახავ შენს შვილს რამდენს გააბედინებ სხვის სახლში.
- მამიდამ მითხრა რომ ეს ჩემი სახლიცაა.
- ასეა ვახუშტი ასე. ნუ უსმენ დედაშენს. - გაუღიმა ალექსანდრემ და ვახოსაც გაეცინა.
- მარ!
- დეა!
მიოეხვივნენ ერთმანეთს.
- სალომე აღარავის ახსოვს ხო?
- ვაიმე ჩემი გოჭი! - მოეხვია სალომეს.
- ე! ე! ე! მაგას მარტო მე ვეძახი ჩემს სიცოცხლეს. - ხმამაღლა თქვა ალექსანდრემ.
- მოვიდა მშვიდობის მაძიებელი. - გაეცინათ გოგოებს.
- ძვირფასო დაო, რძალო.
- გისმენთ საყვარელო ძამიკო.
- თქვენ რა ქმრებს დაშორებულები ხართ?
- რატო გვეკითხები საყვარელო ალექს?
- აბა რა ცალცალკე მოხვედით. - ᲒᲐᲔᲪᲘᲜᲐᲗ გოგოებს.
- უი, სულ დამავიწყდა. შავი შოკოლადი გიყიდე სალი. - თქვა დეამ.
- მე კიდე მზესუმზირა წამოგიღე. - თვქა მარიმ.
- აუუუ... როგორ მიყვარხართ გოგოებო. - თვალები გაუბრწყინდა სალომეს.
- ჩემი პუტკუნა გოჭი. - ჩაიხითხითა ალექსანდრემ და სალომეს უკნიდან მოეხვია.

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now