31. ნუთუ ეს დასასრულია?...

179 12 2
                                    

- მომეწონა დღევანდელი დღე.
- მეც. - შუბლზე აკოცა სალომეს ალექსანდრემ.
- მიმღერე რა კიდე.
- რა გიმღერო? რა უნდათ ჩემს დედოფალს და პრინცესას? - ყურებამდე იღიმოდა ალექსანდრე.
- რავიცი, ჩვენ ყველაფერი მოგვწონს შენი ნამღერი.
უცებ ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა.
- ვინაა ამ შუაღამეს? - სიცილით თქვა ალექსანდრემ.
- ანო იქნება, იმათთან დღეა. - გაიცინა სალომემაც. შეტყობინების წაკითხვის შემდეგ სალომეს სახე შეეცვალა, რამდენიმე ფერი ერთად გადაუვიდა.
- რა მოხდა სიცოცხლე? - გაღიმებული სახით კითხა ქმარმა ცოლს. საპასუხოდ კი ვერაფერი მიიღო. - სალომე. - მეორედ მშვიდად დაუძახა მას. - საკე. - ხელი ლოყაზე შეახო, სალომე კი უცებ შეხტა. - რა მოხდა?
- არაფერი. - ენის ბორძიკით თქვა გოგომ.
- ესეიგი? რა ხდება? მითხარი. - მშვიდად აგრძელებს საუბარს.
- იმ მესიჯში... იმაში... - ვერ ჩამოაყალიბა სათქმელი.
- მომეცი ვნახავ. - ხელი გაუწოდა ალექსანდრემ.
- არა! - ხმამაღლა თქვა სალომემ.
- საკე, ჩემო სიცოცხლე, მომეცი ტელეფონი. - მშვიდად აგრძელებს საუბარს.
- არა. არ ნახო. - ისევ შოკირებული საუბრობს.
- აღარ გეტყვი სალომე! - ხმას აუწია ალექსანდრემ. უფრო მეტად აკანკალდა გოგო. - საკე, რა გჭირს? სიცოცხლე. - დაიმშივდა ხმა ბიჭმა. ტელეფონი აიღო და შეტყობინება წაიკითხა.  - ვისგანაა?
- არ ვიცი. - ხმის კანკალით თქვა სალომემ.
- მშვიდად სიცოცხლე, მშვიდად. - ხელის გადასმა დაუწყო თავზე. - არაფერი მოხდება ჩემო სიცოცხლე. მშვიდად იყავი. ყველაფერს გავარკვევ ხვალ.

*6 თვის შემდეგ*
- დედიკო ნახე რა ლამაზები ვართ. - ხელში უკავია პატარა გოგონა ალექსანდრეს და სალომეს წინ ტრიალებს.
- ულამაზესია ჩემი ელენე. - შუბლზე ფრთხილად აკოცა თავის პატარა გოგონას.
- ეე მე? - ალექსანდრე გაიბუტა და ფეხები დააბაკუნა.
- შენ პატარა ბავშვი ხარ.
- მაგრამ ლამაზი ხო? - გაუღიმა მთელი სახით.
- კი, კი, ლამაზი ხარ. სულელო. - გადაიკისკისა სალომემ.
- რაღაც დაგავიწყდა.
- რა? - გაუკვირდა სალომეს.
საპასუხოდ ალექსანდრემ ლოყა გაუშვირა.
- აა, გასაგებია. - გაიღიმა სალომემ და ძლიერად უბწკინა ლოყაზე ალექსანდრეს.
- მეტკინა!
- ტირილს ნუ დაიწყებ.
ენა გამოუყო ალექსანდრემ სალომეს და ისევ გაბუტული სახით დაუწყო თამაში ელენეს.
- დღეს მარტო ვართ ხო?
- იმედი მაქვს. - ჩაიხვნეშა ალექსანდრემ.
- აუ ისე იქცევი ვითომ ვერ იტანდე მათ.
- მოსაბეზრებლები არიან.
- კარგი ერთი. - გაეცინა სალომეს.
- ჩემო ენენიკო, ჩემო შაქარო! გულში უყვარხარ მამიკოს, გესმის?
- კი, კი, ესმის. - დივანზე მიუჯდა ქმარს სალომე.
- შენი დედიკო სულ, სულ ძლიერ მიყვარს. მასზე მეტად არავინ და არაფერი არ მიყვარს!
- არც მე მიყვარს შენზე მეტად ვინმე. - თვალებში ჩააჩერდა ალექსანდრეს.
- მოდი ჩემთან. - ელენესთან ერთად მიიხუტა სალომე.
- სანდრო, შენსა და საკუთარ თავს შორის რომ არჩევნის გაკეთება დამჭირდეს, მე შენ არგირჩევ.
- რაზე მელაპარაკები? - გაუკვირდა და ცოტა გაბრაზდა კიდეც ალექსანდრე.
- ისე უბრალოდ მომინდა და გითხარი.
- არ გაბედო და მეორედ აღარ მითხრა. - მშვიდად უთხრა და თავზე აკოცა. - გესმის?
- ჰო. - მის გულზე თავი ოდნავ დააქნია.
- ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო... - დაიწყო სიმღერა ალექსანდრემ.
- და მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს... - აყვა სალომე.
"ხომ გრძნობ ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის. შენ კი კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს.
შენ ხედავ სიზმრებს, ისევ, და სიყვარულის გწამს. მე მინდა შენთან ისევ და უშენობა მკლავს."
- მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს, სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, მაინც ისე სიგიჟემდე მეყვარები, როგორც მაშინ ბავშვობაში.
- არვიცი ამის თქმა რამ მოგანდომა, მაგრამ ყოველთვის იმაზე ძლიერ მეყვარები ვიდრე ოდესმე.
- მიყვარხარ გუშინდელზე უფრო მეტად...
- მაგრამ ხვალინდერზე უფრო ნაკლებად...

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now