23.

179 13 0
                                    

ცოტახნით შოკში იყო, შემდეგ ისტერიული სიცილი აუვარდა, ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა და პალატაში დააწვინეს.  ანდრიამ მჭედლიძეებს დაურეკა, ვახტანგისგან დავალებული ჰქონდა, რომ მისი შვილისთვის წერილი გადაეცა და თუ რამე მოხდებოდა არჩილ მჭედლიძისთვის მიემართა.
მჭედლიძეები მალევე საავადმყოფოში გაჩნდნენ.
- ძალიან ვწუხვარ ვახტანგის გამო, თუმცა თქვენ იცით რომ ის ყველაფერზე უარს აცხადებდა. - ნაღვლიანად დაიწყო ანდრიამ.
- დიახ... - ასევე ნაღვლიანად თქვა არჩილმა.
- სალომე როგორაა? - იკითხა ალექსანდრემ.
- არაუშავს, ალბათ მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო მეორე მშობლის დაკარგვაც. - თქვა ექიმმა.
- ნამდვილად. - დანანებით დააქნია თავი არჩილმა.
- შეიძლება მისი ნახვა? - იკითხა სოფომ.
- დიახ, რათქმაუნდა, აქეთ მობრძანდით. - ექიმმა პალატამდე მიაცილა ქალი და მარტო დატოვა.
- საყვარელო, როგორცჩაგშავებია თვალები, ასე ყოფნა შეიძლება? - ჩუმად ამბობდა სოფო და თმაზე ხელს უსვამდა. - სასიხარულოცაა, ახლა ისინი ერთად არიან, ნეტავ იცოდე როგორ ელოდა მასთან შეხვედრას, აუცილებლად ჩაიკრავდა გულში თავის კონკიას. გახსოვს როგორ ეძახდა კონკიას არა? არსად მინახავს ასე ნაზად და ფაქიზად ერთმანეთს ადამიანები ყვარებოდეთ. უცორცოდ... მათ ერთმანეთის სული უყვარდათ, თითქოს მათ სულებს მართლაც მეორე ნახევრები ეპოვათ და უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. ახლა წარმოიდგინე როგორ უჭირდა მამაშენს.
- ვიცი სოფი. - სუსტი ხმით თქვა სალომემ.
- გაიღვიძე სიცოცხლე?
- კი სოფი, მამა აღარაა ხო?
- არ ინერვიულო საყვარელო, ჩვენ გყავართ, მალე ნიკაც ჩამოვა და ყველაფერი დალაგდება გესმის?
- იმედია... - აწყლიანებული თვალებით, ნაძალადევი ღიმილით და აკანკალებული ხმით გასცა პასუხი სალომემ.
- ჰეი. - მოისმა ხმა, რომელიც ასე ჭირდებოდა. სალომემ უბრალოდ გაუღიმა.
- დე შეიძლება ახლა მე ვისაუბრო მასთან?
- რათქმაუნდა. გავალ მე. - სოფო გავიდა.

- როგორახარ?
- მართალი გითხრა?
- მოვითხოვ.
- ცუდად. - გაიღიმა. - მაგრამ არაუშავს, მთავარია შენ ხარ კარგად.
- როგორ შემიძლია კარგად ვიყო?
- რავიცი, მაშინ ხომ კარგად იყავი როცა ამას არ მეუბნებოდი?
- საკე, კარგი რა ....
- ტყუილია?
- შენი თავი დამაფიცა ვახტანგმა, რომ არაფერი მეთქვა შენთვის.
- ეგ არაფერს ცვლის.
- ბოდიში...
- არაუშავს.
ხელი სახეზე მოუსვა და ნაზად გაუღიმა ალექსანდრეს.
-როდის მოდიხარ სახლში?
- მე თქვენ აღარ შეგაწუხებთ, სახლში გადავალ მარტო.
- როგორ გეკადრებათ ქალბატონო მძინარე მზეთუნახავო? - ცალი წარბი აუწია სალომეს.
- მე მივდივარ და შენ თუგინდა წამომყევი.
- უეჭველი?
- კაი რა. აღარ მინდა თქვენს კისერზე ვიყო.
- სერიოზულად?
- კი, თან მალე ნიკა ჩამოდის.
- ეგ მალე მინიმუმ ერთი კვირაა.
- ხოდა მალეა. კაი რა ნუღა მეჩალიჩები მაინც არ დაგთანხმდები.
- ეგრე რო მელაპარაკები არ მევასება.
- ე შენ რო მელაპარაკები ეგრე.
- კაი ეხა ნუ გაგიტკბა.
- დაწყნარდი რა.

- სალომე!
- ანდრია. - ნაზად გაიღიმა.
- შეგიძლია დღესვე წახვიდე, მე კი შენთვის რაღაც მაქვს.
- რა? - გაიკვირვა.
- ვახტანგის წერილი. მთხოვა ამ დროს მომეცა შენთვის.
- მადლობა. ყველაფრისთვის...

- არ გახსნი? - კითხვა ალექსანდრემ.
- არ მინდა რომ აქ წავიკითხო. მირჩევნია სახლში ვიყო მასთან ახლოს...
- რათქმაუნდა. - თავი დაუქნია და სიჩუმე ჩამოვარდა.
- გამიკვირდა რომ არ მაკოცე. - სალომეს სიტყვებმა თავდახრილი ალექსანდრე გამოაფხიზლა.
- მეგონა არ გინდოდა.
- ალბათ ყველაზე მეტად ახლა ეს მჭირდება.
ბაგეები ერთმანეთს შეეხნენ. ცოტახნით, თუმცა დიდი გრძნობით. შემდეგ თავთან მიუჯდა, მოეხვია და შუბლზე აკოცა.
- დავიღალე სანდრო, დავიღალე...
- დაიძინე, გაწუხებ ხო?
- შენით არა, ამ ცხოვრებით დავიღალე.
- მაგის თქმა არ შეიძლება, თუ ჯერ კიდევ აქ ხარ, ესეიგი კიდევ რაღაც დაგრჩა გასაკეთებელი.
- ანუ უნდა ვიცხოვრო? ასე უაზროდ? ამდენად მარტო?
- მთავარია ისუნთქო, მთავარია ჟანგბადს ისევ გრძნობდე, სისხლი ისევ გიჩქეფდეს, მთავარია გული არ მოკლა... შენი ცხოვრება უზარო არაა, იმხელა აზრი დევს შენს ცხოვრებაშიც და შენშიც, ჯერ კიდევ მიჭირს ამოგიცნო ბოლომდე და მარტო არ ხარ... ვიცი რომ ყველას მე ვერ შეგიცვლი, მაგრამ მარტო არ დაგტოვებ გესმის?
- კი, მესმის.
- კარგი გოგო ხარ. - გაუღიმა და კიდევ აკოცა. - ახლა კი ახტი წავიდეთ.
- სად?
- სახლში. არ მოგენატრა სოფოს კერძები?
- კი, მაგრამ ხომ გითხარი რომ ვერ წამოვალ.
- მხოლოდ დღეს ღამით, ვიდრე ნივთებს მოიმარაგებ და ვახტანგს მიასვენებენ.
- ჰო, კარგი ...



მადლობა! ნახვამდის!💘😽

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now