16. მხოლოდ ლოთაობა თუ მოგვიღებს ბოლოს...😂

192 11 3
                                    

- სალუშკააა.... - თვალები გაუფართოვდა ტასოს. - რო გნახონ, სექსსიმბოლოდ დაგასახელებენ შენ თავს ვფიცავარ.
- შენ რა მას რამე ურახუნე? - მიუბრუნდა სალომე ცოტნეს.
- გეფიცები არაფერ შუაში ვარ. - ჩაეცინა ბიჭს.
- რაზე ამბობთ ეე... - გაკვირდვეულმა შეხედა ტასომ.
- შენზე ვამბობ, შენზე. - დაუყვირა სალომემ. - ეგ სიტყვები საიდან მოიტანე? შენიდან პირველად მესმის.
- უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი.
- ოკ,ოკ, ჩუმადავარ. - ისევ ცოტნეს მიუბრუნდა სალომე. - შეჩემა, ახლა არ თქვა ისევ ვაკეში მივდივართო.
- არა შეჩემა, რუსთაველზე ვაწვებით. - გაკრეჭილი ეუბნება ცოტნე.
- აუ ძმა ხარ.
ყველანი კმაყოფილნი არიან....

**კარაოკე ბარი**
- კი ძალიან ყარს აქაურობა, მარა ორი-სამი ჭიქა გაანეიტრალებს. - გადაძახა სალომემ მეგობრებს.
- ანუ დღეს ბოლომდე ვსვავთ? - იკითხა გახარებულმა ცოტნემ.
- მოდი დღეს ძაან არ გავიხეთ და ხვალ გამოვთვრეთ შენთან. - უთხრა სალომემ და წყვილიც დათანხმდა.
ორ-ორი ბოთლი ლუდი დალიეს, კონიაკებითურთ და უკვე კარგად იყვნენ. ბევრიც იმღერეს და იცეკვეს. კარგად გაერთნენ.
- აუ ტასუნაა.... - დაიწყო სალომემ.
- ახლა მოიცააა... ამ სახელს სულ სისულელეები მოსდევს.
- კარგად მიცნობ. - თვალი ჩაუკრა და კუთხეში მდგარი როიალისკენ გაემართა. თითქოს გასაკვირია კარაოკე ბარში როიალს რა ესაქმება, თუმცა ეს ხომ მხოლოდ კარაოკე არაა. დიჯეის რაღაც გადაუჩურჩულა და ცოტახნით მუსიკა გაწყდა. რამდენიმე წამიანი სიჩუმის, ორწუთიანი აკორდების ტყაპუნის შემდეგ სალომემ დაიწყო როიალზე დაკვრა და სიმღერა. რას იმღერებდა თუარა მის საყვარელ 'I will survive'  . ბოლო აკორდის შემდეგ ყველას ტაშის ხმა ისმოდა, სალომე კი თვითკმაყოფილი ჩამოვიდა "სცენიდან" და თავის მეგობრებთან მიცუნცულდა.
- ჩემი ნიჭიერი ხარ სალიი. - უთხრა ტასომ.
- იცი რა შეჩემა? ზე ბესთი ხარ ჩემი შეყვარებულის სანაცნობოში.
- ნუ ახლა ვიცი რაა... - გაიცინა სამივემ.
მალე ბარიდან გამოვიდნენ.
- ვაიმე დაღამებულა, 12ის ნახევარია ხალხო. - გაკვირვებული იყო სალომე.
- სულ რაღაც 3საათი ვყოფილვართ აქ. - თქვა ტასომ.
- აბა, წინ სრული სვლით ცოტნეს სახლისკენ ხო? - იკითხა ცოტნემ.
- აუ რავი, სანდრომ დამირეკე და მე გაგიყვან სახლში რა გინდა ცოტნესთანო. - დაიმანჭა სალომე.
- მოიცა ახლა მაგის ხუშტურებზე ვიარო? - გადაირია შეჯანჯღარებული ტასო. - ჩემ დაქალს, როცა მინდა, სადაც მინდა იქ წავიყვან. რა მაგ სირის საქმეა.
- ეე გოგო, ეს სიტყვები საიდან მოიტანე, რა გიჟი ხარ რაა. - ხელი გადახვია შეყვარებულს ცოტნემ და აკოცა. - ისე სალო, წამო ჩემთან რამოხდა მერე ერთი დღით თუ სახლში არ იქნები?
- კარგი, კარგი, წამოვალ. თქვენ როგორ გაწყენინოთ გვრიტებო.
- ხოდა ეგრე, ეგრე მოუხდება იმ იდიოტს.
ტასოს საქციელზე ცოტნეს და სალომეს ეცინებოდა. ფეხი ერეოდა ტასოს, ცოტნემ ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა.
- ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ ცოტნე.
- მეც ჩემო სიცოცხლე.
- მე კიდევ თქვენი სიყვარული მიყვარს გვრიტებო. - უთხრა სალომემ და სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა მათი შემხედვარე.
- არა სალი, შენ ალექსა გიყვარს, ჩემი სიძე, სულ მომწონდა ეგ ბიჭი. - წამოიყრანტალა ტასომ, მის სიტყვებზე ისევ ჩაეცინათ.
სალომეს ტელეფონმა დაურეკა, ნომერი მოეწონა და ლაღი ხმით გააგონა.

- გისმენ ალექსანდრე.
- სად ხარ? - ენის ბლუყუნით იკითხა ალექსანდრემ.
- ხო გითხარი კარაოკეში.
- სახლში არ მოდიხარ?
- არა ცოტნესთან ვერჩებით და ხვალ ერთად წავალთ უნივერსიტეტში მე და ტასო.
- სახლში მიხვალ დროზე. - მაღალი ტონით წარმოთქვა ალექსანდრემ.
- ბატონო? შენ რა მიყვირი? შენი საქმე არაა სად წავალ.
- დროზე გოგო აღარ მათქმევინო.
- ზედმეტი მოგდის და დაწყნარდი.
- სად ხარ? მითხარი გამოგივლი და წაგიყვან. - დაამშვიდა ხმის ტემბრი.
- რუსთაველზე ვარ, მაგრამ არ მინდა წამოსვლა, ან ეგეთი მთვრალი საჭესთან რატომ ჯდები?
- ან წამოხვალ, ან ცოტნესთან ამოგაკითხავ და დამიჯერე მეზობლები კარგს არაფერს იფიქრებენ.
- ჯანდაბას, წამოვალ. სად ხარ მითხარი მოვალ და წავიდეთ.
- თავისუფლებაზე გამო. მეტროსთან.
- კარგი, 10წუთში მანდ ვიქნები.
- კაი. 
ტელეფონი გათიშა და ნერვებ მოშლილმა უთხრა მეგობრებს მომხდარი.
- კაი ბიჭია მარა ხანდახან ყლეობს. - დასვა ვერდიქტი ტასომ.
- გაგიკვირდება და ვეთანხმები. - თქვა ცოტნემ.
- წამიყვანე რა. არ მინდა რაღაც ცუდი მოხდეს, თან მგონი ნასვამია და რამე რო გააკეთოს შეიძლება ვეღარ გადავიტანო.
- კაი წამო.
მეტროსთან მივიდნენ, სალომემ დაინახა ფეხზე ძლივს მდგარი ალექსანდრე და უცებ გადააჭრა მანქანიდან.
- ჩემი სიყვარული მოვიდა... - გაიცინა ალექსანდრემ.
- ალექსანდრე გასაღები მომეცი. - მკაცრად უთხრა სალომემ.
- თუ მაკოცებ მოგცემ.
- არ მეცინება, მომეცი და წავიდეთ.
- ფეხით?
- მანქანის ტარება ვიცი და მე წავიყვან. მომეცი გასაღები.
- ჩემს მანქანაზე მარტო მე დავჯდები.
- იცოდე არ წამოგყვები.
- კაი ჯანდაბას.
- ცოტნე კარგად, მპუა - კოცნა გაუგზავნა სალომემ. - აბა იცოდე კარგად მოუარე, მგონი დღეს დანაპირებს ვერ შეასრულებს. - გაეცინათ ორივეს.
- კაი სილამაზევ კარგად. - ცოტნემაც გამოუგზავნა კოცნა.
- ე..ე..ე.. შენ ვის გაუგზავნე კოცნა ბიჭო? - დაიწყო ყლინჭვა ალექსანდრემ.
- ალექსანდრე მანქანაში დაჯექი თორე აქ დაგტოვებ. დროზე! - ბრძანებლური ტონით თქვა და ალექსანდრე მანქანაში ჩააჯინა.
სახლამდე ძლივს შეიტანა და დივანზე დააგდო. შუქი აანთო და რას ხედავს...

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now