1. როგორც ყოველთვის...

824 20 3
                                    

ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, ისეთი როგორც გაზაფხულს სჩვევია, მწველმა მზემ შეაღწია ყველა ადამიანის სახლსა და გულში, თუმცა ყველას გული როდი გაათბო. კიდევ ერთი მშვენიერი დღე, კიდევ ერთი მშვენიერი ისტორია ხვალისთვის, კიდევ ერთი შანსი რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი, თუმცა ხვალინდელზე "უარესი" გახადო. ბედნიერება იპოვნო ყველგან და ყველაფერში. კიდევ ერთი ახალი ისტორიის დასაწყისი. ალბათ სადმე კიდევ ერთი ხე აყვავილდა და აიკვირტა, კიდევ ერთმა ყვავილმა ამოყო მიწიდან თავი... კიდევ ერთი ახალი სიყვარულის ისტორია დაიწყო...



***

-იცი ეს სურათი არ მომწონს - დაჭყანული სახით დახედა ტელეფონს და მეგობარს გაუწოდა. - იქნებ კიდევ გადამიღო - ლეკვის გამოხედვით გახედა და თვალები დაახამხამა.

- კაი რა სალომე, ხო იცი რო ცოტნე მელოდება... - მობეზრებული სახით შეხედა და თავალები გადაატრიალა.
- მოიცადე ქალბატონო ანასტასია, ანუ შენ მეგობარს შეყვარებული გირჩევნია? - წარბის აწევით იკითხა.
- რომ დავფიქრდეთ, შენს გამო, ის უკვე ორი დღეა არ მინახავს, დღეს კიდევ მინდა მასთან ერთად ბედნიერად გავატარო მთელი საღამო, თანაც უკვე ოთხი საათია და მგონი, ჩემი ცოტნეც იმსახურებს ჩემგან ყურადღებას, თორემ მოვბეზრდები, დამშორდება და მერე ისევ შენთან მოვალ საწუწუნოდ.
- რომ დაგშორდეს ჩემგან კარგი დღე არ დაადგება.
ტასოს ტელეფონმა დაურეკა და გააგონა:
- ტასუნა ჩემო სიცოცხლე სალომესთან ვეღარ მორჩი საქმეებს?
- ჩემი ბრალი არ არი ცოტიკო, არ მიშვებს
- რა ცოტიკო და რა ტასუნა, თქვენ ხოარ გაჟიჟინებთ ხალხო? - სიცილი დააყარა ორივეს
- კაი რა სალო, გეყოლება შენც შეყვარებული და ვნახავ რას დაუძახებ. - გაბრაზებული უთხრა ტასომ.
- გაჩე გოგო, მაგას რომელი ბიჭი გაუძლებს? - ცოტნეს ნათქვამი ტელეფონიდან სალომეს ყურამდეც მიწვდა.

- შენ თუ ჩემი დაქალი გიძლებს მეც გამიძლებენ ოკეი?- ჩაყვირა ტელეფონის მიკროფონში სალომემ. - კაი ხო ტასი წადი შენს ბასიბუსებთან და მე შემეშვით, რო რამე მოხდეს ყველაფერს მე დამაბრალებთ.

- ტიპი ტასი-ს ეძახის და ჩემი ტასუნა უკვირს - ჩაიბუტბუტა ცოტნემ ტელეფონში და ტასოს ჩაეცინა.
- ვიცი რო ჩემზე რაღაც თქვი, იცოდე დაქალი არ გადამიღალო.
- რეებს იძახი სალომე...
- რაიყო ყველამ ვიცით რასაც იზავთ ამ საღამოს და უბრალოდ გავაფრთხილე.
- გადიმიდიმოდიგადიწადიგადი რა.
- კაი მიდი წადი მე ცოტახანი ვიქნები აქ და ჩემი მარტოსულობით დავტკბები, თქვენ კიდე თავში ქვა გიხილიათ.
-მადლობა სალი დიდი მადლობა...
- მოდიხარ? -მობეზრებული ხმით თქვა ცოტნემ ტელეფონიდან.
-ჰო ჩემო ცხოვრება მოვდივარ, ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე....

-ნეტა ამათ ტვინი ქონდეთ რაა... - თქვა სალომემ და სეირნობა მარტო გააგრძელა.

ცოტახანში სახლშიც მივიდა, სავარძელში მოკალათდა და ინსტაგრამის სქროლვა დაიწყო, სადაც ცოტნეს ახალი პოსტი შეხვდა თავის ტასოსთან ერთად, სალომეს ჩაეცინა და დაალაიქა.

გაზაფხულის საღამო... როგორი ლამაზია მზის ჩასვლა, თანაც სალომე ხომ ბახტრიონის ქუჩაზე ცხოვრობს, საიდანაც მთაწმინდის ულამაზესი ხედი პირდაპირ მოსჩანს, იმდენად საოცრად ეფარება შენობებს მზე რომ თვალის მოწყვეტა შეუძლებელია. ხვალ ისევ ახალი დღე იქნება, კიდევ ერთი ახალი სიყვარულის ისტორია, ალბათ კიდევ ერთ ხეს აუფეთქდება რტონი, კიდევ ერთი ყვავილი ამოყოფს მიწიდან თავს... კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია დაიწყება....



-----------------------------------------------------------
მოგესალმებით ძვირფასებო.🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now