8. პირველი აპრილის ხუმრობა (1)

240 14 3
                                    

ერთი კვირა გავიდა და მარტიც დამთავრდა. ერთი კვირაა ალექსანდრე სახლში არ უნახავს. სალომე დიდად არც ინტერესდებოდა სად დადიოდა, თუმცა ხანდახან მასზე ეფიქრებოდა. უფრო სწორად მის თვალებზე... თითქოს ძველი დრო ახსენდებოდა, როცა მხოლოდ სიზმრებში ხედავდა მის ოთხი ფერის თვალებს. ალექსანდრე მხოლოდ ღამით მოდიოდა სახლში, შეიპარებოდა სალომეს ოთახში და ცოტახნით მძინარს დაჰყურებდა. ლამაზი იყო, თან როგორი ლამაზი. რამდენი ხანია ასე ახლოს მის სახესთან არ ყოფილა. როგორ ძლებდა უიმისოდ? ვერ ძლებდა, ვერ სუნთქავდა მისი სახის გარეშე, მისი სუნთქვის გარეშე, ვერ არსებობდა მასთან შეხების გარეშე, მისი ნახვის გარეშე ....
1აპრილი.... გიჟური დღე.... სალომეს საყვარელი "დღესასწაული", დღე როცა ყველა ერთობა.
გაემზადა და მისაღებში გამოვიდა. შაბათია ასე რომ ისვენებს, სახლშია.
- დილამშვიდობის.
- რადროს დილაა მძინარე მზეთუნახავო, უკვე 11ია.
- 11საათი ჩემთვის ზედმეტად ადრეა, გადასახლებულო. - გამოკვეთა ბოლო სიტყვა და ჩაიცინა.
- დილამშვიდობისა ჩემო ლამაზო - გაუღიმა თბილად სოფომ.
- დილამშვიდობისა. - ასევე გაიღიმა სალომე.
- იცი აქედან უნდა წახვიდე. - თქვა ალექსანდრემ.
- რა? - შეკრთა სალომე.
- ხო უნდა წახვიდე, უკვე დიდი ხარ და შენთვითონ უნდა შეგეძლოს თავის გატანა. ხო ხვდები რა?
სალომეს ცრემლები წამოსცვივდა და ოთახისკენ წავიდა, როცა ხმა მოესმა.
- დღეს პირველი აპრილია ლამაზო... - დაუყვირა ალექსანდრემ.
- კაი რა შვილო ეწყინა გოგოს, არ შეიძლებოდა რამე სხვით გახუმრებოდი? - დატუქსვა დაუწყო სოფომ ალექსანდრეს.
- კაი რა დე, რა მეგონა ასე თუ იმოქმედებდა.
- დროზე ბოდიში მოუხადე.
- ღადაობ დე?? კაი რაა... - აწუწუნდა ალექსანდრე.
- სანდრო! - თვალები დაუბრიალა სოფომ.
- ოოო კაი ხო, დაგეწვა მგონი რაღაცა...
სოფო უცებ შეტრიალდა და რომ მიხვდა ეს პირველი აპრილის ხუმრობა იყო თავში ნიორი ესროლა ალექსანდრეს. ალექსანდრემ კი უკან გადაუგდო და თავზე ხელი მოისვა.
- სალომე, საკე... - აკაკუნებდა ოთახზე.
- შემოდი. - თვალზე ცრემლის მოიწმინდა, თუმცა იატაკიდან არ ამდგარა.
- ბოდიში, არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა - მუხლებზე დაიჩოქა სალომეს გვერდით და თან სახეზე ხელი გაუსვა.
- არაუშავს. - ცრემლნარევი ხმით უთხრა.
- ჩემს გამო არ უნდა ტიროდე.
- განა ჩემს გამო არ გიტირია?
- ახლა ამაზე უნდა მესაუბრო?
- იცი რა?
- რა?
- გაურკვევლობაში ვარ, ტვინი ამიდუღდა იმის ფიქრში, რა ხდებოდა ჩვენს შორის... რას გეძახდი, რას ვაკეთებდით ერთად. მთელი ჩემი წარსული იცი, იცი რა მიყვარს, რა მაბედნიერებს, რა მომწონს, ვინ არიან ჩემი საყვარელი ადამიანები, მე კი შენზე არაფერი არ ვიცი. მეტირება იმიტომ კიარა რო არ ვიცი, იმიტომ რომ არ მახსოვს.
- არაუშავს, თავიდან გამიცნობ... თუ ეს მოგინდება რათქმაუნდა.
- ნეტავ იცოდე შენს თვალებში როგორ ვიძირები, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარს შენი წელიწადის თვალები, შენი ოთხი დრო....
-იცი? ზუსტად ასე ეძახდა ჩემს თვალებს საკე. მე კი იცი რას მეძახდა?
- რას გეძახდა შენი საკე?
- ჩემი... - ჩაეცინა. - ჩემი საკე სანეს მეძახდა. - გაუღიმეს ერთმანეთს და ალექსანდრემ მისი ხელით სალომეს თმაზე თამაში დაიწყო. - გეცინება არა? იცი მერე რა ვქენით? - ინტერესიანი თვალებით შეჰყურებდა - სიმღერა აღმოვაჩინეთ "სანე", ჩემი საკე სულ ბრაზდებოდა მარტო შენი სახელიაო, და მერე "გავუყავი" სიმღერა.
- გავუყავი? - გადაიხარხარა. - სიმღერა როგორ გაუყავი?
- ზოგგან სანეს ვამბობდით, ზოგგან საკეს. სიგიჟეა არა? ჩემი საკე გიჟი იყო...
- მოიცა სანეს გეძახდი?
- ჰო, რაიყო?
- იცი რომ ნარკოზიდან გამოსვლამდე შენს სახელს ვიძახდი?
- რა?
- ჰო, გამახსენდა ექიმმა როგორ მკითხა, პატარა გოგონავ სიზმარში მღეროდიო, სანესო....
- ისევ ტირი საკე...
- ვიცი.
- როგორ დაგამშვიდო?
- მაკოცე...
ამ სიტყვის მერე სალომემ ალექსანდრეს ტუჩებს თავისი შეახო. ალექსანდრე ამისგან გაკვირვებული იყო, თუმცა ამ გაკვირვებას ის ვნება უფარავდა, რომელსაც სალომეს მიამრთ განიცდიდა. ტუჩები ერთამენთს დაშორდნენ, ახლა შუბლები მიედოთ ერთმანეთისთვის, ალექსანდრე კი თმაზე ეფერებოდა.
- რატომ გიყვარს ჩემი თმა ასე? - ამოიჩურჩულა სალომემ.
- თუ აქ რჩებოდი ყოველთვის ერთად გვაწვენდნენ, შენ მშობლების გარეშე ვერ იძინებდი, მე კი დასამშვიდებლად თმაზე გეფერებოდი, შევეჩვიე, ხანდახან შენს გარეშე ვერ ვიძინებდი... - ჩურჩულითვე უპასუხა ალექსანდრემ.
- ის ვისი ნახატია? -იკითხა სალომემ.
- აქ არანაირი ნახატი არაა. - გვერდზე მიუჯდა სალომეს და თავი ლოგინზე დადო.
- სამაგიეროდ შენს ოთახშია.
- ჰაჰ, ის ჩვენ დავხატეთ.
- არააა... არ მჯერა - გაოცებული გახედა სალომემ ალექსანდრეს.
- ნუ ხო ძირითადად მე დავხატე, თუმცა მეხმარებოდი, მაშინ არც ისე ცუდად ვხატავდი..
- ახლა?
- ო ახლა ძალიან კარგად ვხატავ. - ჩაიცინა ალექსანდრემ.
- რაზე სწავლობ?
- შენი აზრით?
- ბიზნესზე, ალბათ.
- ჰო.
- მაგრამ ეს შენი სფერო არაა ხო?
- ჰაჰ - ჩაიცინა და თმაზე ხელი გადაუსვა. - არაა, მაგრამ ვალდებული ვარ .
- ვინ გავალდებულებს?
- საკუთარი თავი. - სევდანარევი ღიმილით შეხედა სალომეს.
- ცუდია როცა იმას ვერ აკეთებ რაც გინდა.
- შეიძლება თავი მუხლებზე დაგადო?
- კი.. - ყოყმანით უპასუხა სალომემ.
ალექსანდრემ სალომეს მუხლებში თავი მოაქცია, სალომემ კი თავისდა უნებურად ხელებით ფერება დაუწყო თმაზე და თან მის თვალებში ჩაიძირა.
- ასე ყოველთვის ვმშვიდდებოდი.
- რა? - გამოერკვა სალომე ფიქრებიდან.
- როცა ამას აკეთებდი, ყოველთვის მამშვიდებდა. - თმაზე თამაში დაუწყო სალომეს.
- მართლა? - თბილად გაუღიმა და შუბლზე ნაზად აკოცა ალექსანდრეს.
- მართლა - ალექსანდრეც გაეკრიჭა სალომეს.
- ნეტავ მახსოვდეს... - მოიწყინა სალომემ.
- ააა- სალომეს მუცლში თავი ჩარგო და ხელები ძლიერ მოხვია. -  არ მჭირდება წარსულის მოგონებები, გეფიცები არ მჭირდება გახსოვდეს წარსული... მთავარია ახლა გხედავ, ახლა მხედავ, ახლა მამშვიდებ... გეფიცები ეს 12წელი აღარ მახსოვს, მას შემდეგ რაც შენ აქ გადმოხვედი, მას შემდეგ რაც ყოველ დღე გხედავ და გეხები.
- ყოველ დღე? - გაკვირვებული შეხედა სალომემ, თავი ამოყო მისი მუცლიდან ალექსანდრემ.
- ჰოო...
- მაგრამ ერთი კვირა ხო სახლში არ იყავი?
- დილით არა. - ჩაეცინა და ისევ მუცლისკენ შეაბრუნა თავი.



მადლობა! ნახვამდის!🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now