32.ნამდვილად დასასრულია!

325 14 4
                                    

- და მაინც, რომელი გირჩევნია?
- აქ, რათქმაუნდა...
- დაე იყოს სიტყვა შენი და ნება ჩემი! - საზარელი დაბალი ხმით თქვა კაცმა.

ამ სიტყვების შემდეგ თითქოს დრო გაჩერდა. თითქოს სწორედ ამ გაყინულ დროს შემოგლიჯა მანქანამ საცავის კარი და მამაკაცსაც თითქოს შიშმა დაუარა. დროის გაყინვიდან რამდენიმე წამის შემდეგ სალომეც გამოერკვა გონებიდან და დაინახა ადამიანი, ვისი დანახვაც ახლა, ამ ადგილას, ამ სიტუაციაში სულაც არ ჭირდებოდა.
- აბა, აბა, აბა... - მამაკაცსაც გაუარა წამიერმა თავზარდაცემამ. - ასე არ თქვი პატარა გოგონავ, რომ ქმარს არ ელოდი?
- ალექსანდრე... - აკანკალებული ხელით შეეხო მანქანიდან გიჟივით გადმოსულ ბიჭს. - რატომ მოხვედი?
- შენ სულ გადაირიე? აქ მარტო რამ წამოგიყვანა? უნდა გეთქვა გესმის? ამ წყეულ ადგილას, ამ წყეულ ადამიანთან! მარტო რა გინდოდა?
- გთხოვ ნუ ყვირი.
- იქნებ საკმარისია ოჯახური დრამები!- საზარელი ხმით თქვა კაცმა.- ცოტაც და გრძნობები გაიღვიძებდა ჩემში.
- რაგინდა? ფული? ან რაიმე ძვირფასი ნივთი? - თვალებჩაშავებულმა კითხა ალექსანდრემ.
- მინდა, ყველაზე ძვირფასი რამ მსოფლიოში!
- რა გინდა?
- მაკა! მე ის მჭირდება!
- ის მეც მჭირდება! - ბოლო ხმაზე იყვირა სალომემ. - შენზე მეტად ის მე დამაკლდა. მთელი ბავშვობა შენს გამო დანგრეული მქონდა, ახლა კი მოდიხარ და ჩემგან ითხოვ პასუხს! შეგრცხვეს! შენი საყვარელი ადამიანი შენვე მოკალი. ის შენს გამო მოკვდა!
- მოკეტე! - ექოდ გაისმა კაცის ღრიალი. - მინდა, რომ ზუსტად ის ტკივილი განიცადო რასაც მე განვიცდი! მთელი თორმეტი წელია განვიცდი!
- საკუთარი იდიოტური ქცევის გამო! - ყვირილი არც სალომემ დააკლო.
- დაე იყოს სიტყვა შენი და ნებაც შენი!
- ახლა რის არჩევას მთხოვ?
- შენ თუ შენი ქმარი? - ალექსანდრეს და სალომეს ერთად დაუარათ ჟრუანტელმა.
ალექსანდრე ჩაშავებული თვალებით უყურებდა სალომეს. სალომემ კი ოდნავ გაუღიმა.
- ჩემი ქმარი! - მკაცრად განაცხადა სალომემ. ძლიერ მოეხვია ალექსანდრეს, რომელიც ზურგით მამაკაცისკენ იდგა.
მამაკაცმა საზარლად ჩაიღიმა, სასხლეტს თითი გამოჰკრა...
კიდევ ერთხელ გაიყინა დრო, ტყვიის მისვლა "დანიშნულების ადგილამდე" გაიწელა. შეჩერებულ დროში სალომემ თავისი ქმრის შემობრუნება მოასწრო და თავად დაუდგა ტყვიას ზურგით.
- მაპატიე, შენს დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი...
ამ სიტყვების შემდეგ სალომეს სხეულმა ტყვია "მოიგერია".
- მიწაზე თუ ვეღარ გნახავ... - გაჭირვებით წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა სალომემ.
ალექსანდრეს მისი სხეული ძლიერ ეკავა ხელში, არ უნდოდა გააზრება რაც ამ წამს მოხდა, ვერც იაზრებდა.
- სალომე... სალომე...
- სანე, ციდან... - ბოლოჯერ ჩახედა ქმარს თვალებში, ახლა სწორედ ის დრო იყო ალექსანდრეს რომ მოწითალო თვალები ქონდა... სწორედ ასეთ სიკვდილს ნატრობდა სალომე. ალექსანდრეს თვალებში ჩაძირვით სიკვდილს. ასეც მოხდა...
- სალომე... საკე!... - პანიკამდე მივიდა ალექსანდრე. - გთხოვ არ დახუჭო თვალები! კიდევ დიდხანს მიყურე. გევედრები საკე! ნუ გამწირავ ამ ტკივილისთვის!... - ცრემლები შეუჩერებლად მოდიოდა ალექსანდრეს თვალებიდან. მეტად ჩაუშავდა, თითქოს გრძნობდა გულის გაყინვასაც. ბევრი ხმა უტრიალებდა გონებაში... ყველა მოგონება ერთად მოაწვა. ახლაღა გაიაზრა სალომეს ბოლო სიტყვები... მისი ბოლოჯერ დაძახებული "სანე", დაუსრულებელი სიმღერა...
- სალომე!... მე სად გნახო!? შენ რომ ციდან დამათვალიერებ... მე სად გიპოვო?... - განწირული ხმით დასტიროდა თავის საყვარელ ადამიანს...

გასროლის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, რაც ალექსანდრემდე ვერ აღწევდა. მას მხოლოდ სალომეს სხეული აინტერესებდა, თითქოს მასთან ერთად გაცივდა. მაგრამ თან თბილია და იმედს ვერ იკლავს, მაინც ცოცხლობს, სალომეს სულის მსგავსად. რთულია გაანალიზო საყვარელი ადამიანის კვდომა...

P.S." მეორე ნახევარს რომ უწოდებენ,
რა სისულელეა, ის მთელი შენი
ცხოვრებაა, შენი ერთადერთი
მიუღწეველი ოცნებაა. ნახევარი? არა, ის მთელი შენი გულია, მთლიანაი შენ ხარ და არა მხოლოდ ნახევარი. წავიდა და დამტოვა, მხოლოდ ხორცით, სული და გული მან გაიყოლა. "

P.P.S. ყველაფრის და მიუხედავად ყველა დასასრული ახალი გზის დასაწყისია...



ბოდიში! მადლობა! ნახვამდის!💙🧡

მორჩა კინო წადით სახლში...
კი იფიქრებთ ამ 500 სიტყვისთვის იცოდვილა ამდენიო, მაგრამ რა ვქნა ვერ მოვიდა ჩემი თითები და გონება წერის ხასიათზე. 💜

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now