12.სინაზე...

193 15 2
                                    

სალომეს შუა გზაში ჩაეძინა.
- საკე. - ჩუმად დაუძახა სალომეს.
- მმმ... - წაიზმუვლა.
- გაიღვიძე, სახლში ვართ.
- მაცა რა, სახლში თუ ვართ სად წავიდე.
- კარგი დაიძინე მიდი.
ხელი გადაუსვა თმაზე. სალომე საყვარლად შეიშმუშნა. ალექსანდრემ სალომე ხელში აიყვანა და კარებამდე მიიყვანა შემდეგ დაბლა დასვა და სხეულზე "აიყუდა".  რამდენჯერმე ჩაიკეცა სალომე, სანამ ალექსანდრე კარებს გააღებდა. საბოლოოდ სახლში შევიდნენ, უფროსწორად ალექსანდრემ სალომე "შეიტანა".
საძინებელში აიყვანა და საწოლში ჩაწვენისას კისერზე სალომეს ხელები ვერ მოიშორა.
-საკე. - ჩასჩურჩილა ყურში.
- მმმ... - ამოიბუზღუნა.
- გამიშვი და დაწექი.
- არ წახვიდე, ჩემთან დარჩი. რა ისევ უნდა დამტოვო? - ოდნავ გაახილა თვალები სალომემ.
- აქ ვიყო აბა?
- აჰაა. აქ იყავი, არ წახვიდე... - ხელის მტევანი შეახო ალექსანდრეს სახეზე.
- არ წავალ საკე, არა .
- დარჩი, როგორც სანე. აღარ მინდა ალექნასდრე გახდე, სანე იყავი დღეს მაინც... - ჩურჩულით თქვა და მის მხარზე მოკალათდა.
ალექსანდრემ ლოგინიდან საბანი გადაწია და ასე მიხუტებულები ჩაწვნენ საწოლში.
- მომეფერე. - ამოიკრუსუნა სალომემ.
- კიდე არ გძინავს? - გაკვირვებულმა დახედა ალექსანდრემ.
- ისეთი მთვრალი არ ვარ რომ ძილი მომერიოს და შენს მკლავებში ყოფნა ვერ დავიმახსოვრო.
- დაიძინე. - თბილი ბოხი ხმით უთხრა ალექსანდრემ და თმაზე ფერება დაუწყო სალომეს.
- იცი რაა? - ახედა საყვარელი წყლიანი თვალებით სალომემ.
- რა?
- ისევ... თავიდან... მეორედ შემიყვარდი. - აიწია და ყელში აკოცა, თავი იქვე დაადო.
- არც არასდროს გადამყვარებიხარ. - ალექსანდრემ თავზე აკოცა და თმაზე ფერება განაგრძო. ჩაეძინათ...
ახალი ისტორია... გუშინდელზე უკეთესი დღე... კიდევ ერთი სიყვარულის ამბავი... თუმცა ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა...

***
გათენდა. დღე საშინელი თავის ტკივილით დაიწყო.
- აა...- ამოიკრუსუნა სალომემ. - აუ აუ აუ....
- რაიყო თავი გტკივა სიცოცხლე? - მწვანე თვალები შეანათა ალექსანდრემ.
- აღარ ... - სანახაობით ტკბობა დაიწყო სალომემ.
- ავდგეთ და მოგხედავ.
- არა, არა. არ ავდგეთ. თავბრუ დამეხვევა. - მაგრად მოხვია ხელები წელზე.
- ასე ცუდად თუ გხდის რაღას სვავ.
- თუ არ დავლიე ვერ ვდუნდები და მითუმეტეს კლუბურ მუსიკაზე ვერ ვცეკვავ.
- ხოდა არ იცეკვო. ისე ცეკვავდი მეც კი შემრცხვა.
- შენ სად ნახე ჩემი ცეკვა? - გაკვირვებული თვალებით შეხედა ალექსანდრეს.
- გუშინ აბა ვინ მოგიყვანა კლუბიდან?
- ვიცი რო შენ მომიყვანე, მარა ცეკვა? მიყურებდი? თავიდანვე? რო ვსვავდი მაშინაც?
- შენმა დაქალმა და მისმა შეყვარებულმა რო წაგიყვანეს მაშინაც.
- ანუ მითვალთვალებდი.
- შეიძლება ეგრეც ითქვას.
ორივეს ჩაეცინათ.
- გახსოვს გუშინ რა მითხარი? - იკითხა ალექსანდრემ.
- რაზე ამბობ? დარჩენა რო გთხოვე? თუ არც ისეთი მთვრალი არ ვარ შენს მკლავებში ძილი რო არ დამამახსოვრდესთქო?
- იმენა იმის გარდა ყველაფერი ახსოვს... - დაიბღვირა ალექსანდრე.
- მახსოვს...- დაიჩურჩულა სალომემ. - მახსოვს რომ გითხარი. - სიტყვა გაწყვიტა ისევ სალომემ.
- რა გახსოვს? - აფორიაქდა ალექსანდრე.
- ისევ.... თავიდან .... მეორედ შემიყვარდი. - უჩურჩულა და ყელზე აკოცა.
- არც არასდროს გადამყვარებიხარ. - ჩურჩულითვე უპასუხა ალექსანდრემ და როგორც გუშინ, დღესაც თავზე აკოცა.
- დამავიწყდა რომ გაგიბრაზდი. - ამოიბურტყუნა სალომემ.
- რაზე გამიბრაზდი ის თუ მაინც გახსოვს?
- კი მახსოვს. - ჩუმად საუბრობდა სალომე.
- იმაზე გამიბრაზდი რომ გითხარი პატივს გცემ მეთქი.
- არა...
- არა?? - გაოცდა ალექსანდრე. - აბა რაზე გაბრაზდი??
- რომ მითხარი არასოდეს გეტყვიო... - ხმა ჩაუწყდა.
- რაზე ამბობ?
- გახსოვს რომ მითხარი არასოდეს გეტყვი მიყვარხარო ან მომწონხარო.
- ეგ არ მითქვამს.
- თქვი! - წარბშეკრული ახედა ალექსანდრეს.
- არ მითქვამს, ან შეიძლება გაუაზრებლად ვთქვი, რახან არ მახსოვს.
- ასეთი მარტივია? - თითებს გულზე უსვამდა სალომე.
- გთხოვ... - ხელებში მოიქცია სალომეს სახე. - სისულელეზე ნუ გამიბრაზდები. - თვალებში ჩააჩერდა ალექსანდრე.
- და წარსულზე რაც მითხარი?
- არ მჭირდება გაიხსენო. ეგ იმიტომ ვთქვი რო გაგეცანი უკეთ.
- და რომ ვერ მაღიარებ?
- გთხოვ დაივიწყე რაც გითხარი. გთხოვ...
- კიდევ რომ მითხრა?
- თუ ამას კიდევ გეტყვი, შეგიძლია დამარტყა.
- მე არ მინდა დაგარტყა. - გაუღიმა სალომემ. - მე ამას ვიზავ... - აიწია, კისერზე ხელი მოხვია და ტუჩებზე ეამბორა.
- ამისთვის შემიძლია ყოველ წუთს გაგაბრაზო. - ჩასჩურჩულა ყურში სალომეს.
- არც გაბედო. - და ტუჩები ისევ ტუჩებზე დაადო.




მადლობა! ნახვამდის! 🧡💙

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now