14. წვრილმანი ბედნიერება✨

194 13 2
                                    

- ვსო ავდგეთ. - თქვა სალომემ
- როგორც იქნა. - გახარებული თქვა ალექსანდრემ.
ორივე ადგა და სალომე კარადასთან მივიდა.
- გადი!
- ჰა?
- გადითქო.
- რატო? კიდე რამე გეწყინა?
- რა უნდა მწყენოდა? უბრალოდ უნდა გამოვიცვალო.
- მერე?
- რა მერე? გადი.
- კაი ხო, გუშინ ისედაც მეყო შენი თვალიერება. - სიცილით გავიდა ოთახიდან. სალომეს კი ჩაეღიმა.
მოწესრიგდა, გამოფხიზლდა და დაბლა ჩავიდა.
- სიცოცხლეებო როგორახართ? - ღიმილიანმა კითხა სოფომ ორივეს.
- კაი რა დე, გუშინ როგორც ვიყავით ისე. რა საჭიროა ყოველ დღე მაგის კითხვა. - თვალები აატრიალა და ბუზღუნი დაიწყო ალექსანდრემ.
- კარგად სოფო დეიდა თქვენ?
- პირველი სოფი და მეორე რა თქვენ, ეგრე ბავშვობაშიდაც არ მომმართავდი.
- რას ამბობთ სახელით როგორ მოგმართოთ?
- თორე თქვენობითი ფორმა ხო ეგრევე მოიშორე რა... - ჩაიცინა სოფომ. - როგორც უფროსი მეგობარი ისე შემომხედე, არაა აუცილებელი დეიდა დამიძახო და მითუმეტეს თქვენობით მომმართო. მაგაზე ზოგადად ვჭედავ, ხოდა სოფი. გაიგე?
- კაი კაი.
- აბა ქალბატონო სოფი რა გვაქ საჭმელი? - ღიმილით იკითხა ალექსანდრემ.
- კუჭის მონა რაა.... - გაეცინა სოფოს.
- ჰე რაგვაქ ახლა თქვი.
- რა და...
- აუ შოკოლადი გვაქ? - მორცხვად იკითხა სალომემ.
- რა შოკოლადი საჭმელი მაჭამეთ.
- კარტოფილია ნუ შეგვჭამე ალექსანდრე.
- ისე მშია დაუფიქრებლად შეგჭამდით.
- მოდი დაგიყარე საინზე. - სიცილით უთხრა სოფომ.
- მადლობა ქალბატონო სოფი. - გაეკრიჭა დედას. - მძინარე მზეთუნახავო შენ არ გინდა?
- არა, ასე ადრე ვერ ვჭამ.
- რა ადრე გოგო 1საათია.
- ხო საკო ჭამე რამე. - მხარზე ხელი დაუსვა სოფომ.
- შოკოლადი მინდა, სხვა არაფერი.
- შოკოლადი არაგვაქ, მარა გავქანდები და უცებ გიყიდი. - თქვა სოფომ.
- არა რასამბობ, შენ როგორ შეგაწუხო. აი სანდრო ადგება და მომირბენიებს.
- ე რა მე ? გიჟი ხოარახარ?
- ალექსანდრე! - თვალები დაუბრიალა შვილს.
- კაი ჰო შევჭამ და გავალ.
- აუ ახლა რო მინდა... - თითქოს იმედგაცრუებულად თქვა სალომემ.
- აუ კაი ჰო, თქვენ ხო ადამიანს ჭამას არ დააცდით რა.
- ყველაფერზე ნუ წუწუნებ .
- წავე, დაკეტეთ კარები!
- ჰო დაგიკეტავ, მოვალ. - სწრაფად მიცუნცულდა კარებთან სალომე. უცებ ალექსანდრე შემოტრიალდა, ხელი წელზე მოხვია და მისი სხეული თავისაზე ააკრო.
- მომისმინე პატარა ცუღლუტო, შენ ეს არ შეგრჩება. მითუმეტეს იცი რომ მიყვარს ჭამა.
- იცი რა? - ყელზე აკოცა და გააგრძელა. - ამით ვერაფერს შევცვლი?
- საერთოდ არაფერი არ შეცვლილა. - ჩუმი ხრიწიანი ხმით თქვა გაღიმებულმა.
სალომე ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებზე აკოცა .
- ვერც ახლა?
- ოდნავ, შეიძლება.
- წადი ახლა, შოკოლადი მინდა შენ კიარა.
- ეგრე ხო? კარგი .... - აათვალიერა სალომე და ისე წავიდა. ცოტახნით კარებში იდგა, შემდეგ სოფომ დაუძახა და შიგნით შევიდა. შოკოლადი მალევე მოუტანა ალექსანდრემ. ორივე დაჯდა მაგიდასთან. ალექსანდრე კარტოფილს ჭამდა, სალომე კი შოკოლადს. მას შემდეგ რაც ალექსანდრემ ჭამა დაამთავრა და სალომეს შოკოლადი მოკბიჩა.
- აააა რასაკეთეებ. - ხელი თავში დაარტყა.
- ე გოგო ნორმალურად. - გამოტენილი პირით დაიბუზღუნა ალექსანდრემ.
- სასაცილო ხარ რაა. - გადაიკისკისა სალომემ.
ალექსანდრემ ხელში აიტაცა, მდივანზე დააგდო და ღუტუნი დაუწყო.
- გაჩერდი! გაჩე! - ბოლო ხმაზე იცინოდა სალომე. - სოფო მიშველე სოფოო!!
- ბიჭო დაანებე თავი. - სოფო სიცილით გამოვიდა და ხის კოვზი თავში უთავაზა ალექსანდრეს.
- დედა! დედიკო! - დრამატული ხმით თქვა ალექსანდრემ.
- არც გაბედო... - უკან უკან იხეოდა სოფო.
- მოდი ქალბატონო დედა. - გაეკიდა და იმასაც ღუტუნი დაუწყო.
სალომეს დედა გაახსენდა და თვალები აუწყლიანდა, თუმცა ბედნიერი იყო, რომ ასეთ ტკბილ ოჯახში მოხვდა.
სიცილით დაიღალნენ და დივანზე დაესვენა სამივე.
- შე მაიმუნო, დედაშენს ეგრე უნდა მოექცე? - სიცილით უწყრება სოფო ალექსანდრეს.
- არც შენ უნდა უქნა შენ შვილს ეგრე. - დაემანჭა ალექსანდრე.
- ეგრე დარჩები. - ენა გამოუყო სოფომ.
- გიჟები ხართ. - კისკისებდა სალომე.
- მადლობა... მადლობა... - წამოხტა ალექსანდრე და თავი დაუკრა ორივეს. - წავედი მე...
- სად? - კითხა სოფომ. სალომე დასერიოზულდა.
- საქმეზე ჩემო ტკბილო დედიკო. - ლოყაზე აკოცა სოფოს.
- ხო მეც მივდიოდი და საკო სახლში მარტო უნდა დარჩეს? - იკითხა სოფომ.
- არა წადი შენ საქმეზე, რას ამბობ. მე მარტო რამეს ვიზავ. - გაიღიმა სალომემ.
- შეგიძლია შენი მეგობრები მოიყვანო, ნუ რავი რაცგინდა რა. - უთხრა ალექსანდრემ სალომეს.
- ვიზავ რამეს რა, არ მინერვიულოთ. - გაიკრიჭა სალომე.
- ხო კაი წავე ჩემ ოთახში და სამ საათში დავიწყებ მზადებას ალბათ. - თქვა ალექსანდრემ და თავისი ოთახისკენ გავიდა.
- ტელეფონს გამოვიტან ოთახიდან. - თქვა სალომემ და გაეკიდა ალექსანდრეს.

მადლობა! ნახვამდის!🧡💙

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now