5.წყეული ავარია

301 15 3
                                    

მჭედლიძეების სახლთან მანქანა გაჩერდა და ალექსანდრემ სალომე შეანჯღრია.
- სალომე - ჩაიჩურთულა და თან ხელი თმაზე გადაუსვა.
- მმმ რახდება? - ჩუმად უპასუხა სალომემაც.
- სალომე გაიღვიძე მოვედით.
- დედა, ჩემო საყვარელო დედა, ცოტახნით კიდევ მეძინება რა... დედა სად მიდიხარ? დეეე!
ალექსანდრე მიხვდა რომ სალომეს დედამისი ესიზმრებოდა და გაღვიძება სცადა:
- სალომე გაიღვიძე - უფრო ხმამაღლა დაუძახა სალომეს, მანქანიდან გადავიდა და მეორე მხრიდან მოუარა.
- დედა, ავდგები, ოღონდ არ წახვიდე, დეე! გთხოვ არ წახვიდე...  - თან ცრემლები წამოუვიდა.
- სალომე გაიღვიძე, სალი! საკე! - იძახდა და თან სახეზე ხელს ნაზად ურტყავდა. სალომეს უცებ გაეღვიძა ცრემლიანი თვალებით, თავი ვეღარ შეიკავა და ალექსანდრეს გადაეხვია.
-დაწყნარდი საკე, დაწყნარდი, უბრალო სიზმარი იყო, კარგი? - ამშვიდებდა ალექსანდრე და თან თმებზე ეფერებოდა.
- სწორედ რომ მაგის გამო ვტირი. - სლუკუნით წარმოსთქვა სალომემ და ალექსანდრე მოიშორა
- რას გულისხმობ?
- სიზმარი იყო, გესმის? სიზმარი... ნეტავ რეალური ყოფილიყო, ნეტავ შემძლებოდა მისი ხმის ისევ გაგონება, მისი სახეც კი ვერ დავინახე, მხოლოდ ხმა და ისიც შორიდან... ნეტავ მეც მოვმკვდარიყავი იმ წყეულ ავარიაში, ნეტავ მას შევეწირე, ნეტავ ახლა დედასთან ვიყო...
- სალომე, რას ამბობ? - ცრემლებს თითებით წმენდდა, თითქოს მარგალიტის მძივი გამწყდარიყო და ყველა მარგალიტის გაფანტვამდე თითოეულს აგროვებდა და ინახავდა. - შემომხედე, შენ აქ უნდა დარჩენილიყავი ვიღაცის ან რაღაცის გამო, ასე რომ შენ აქ ხარ ისევ. დედაშენთან ვერ წახვალ მაგრამ მოგონებები იმისთვის არსებობს რომ ის შენთან მოვიდეს ხოლმე. მართალია სულიერად, მაგრამ მთავარია რომ შენთან მოვა...
- შენი თვალები.... - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო და გული წაუვიდა, თავი კი ალექსანდრეს კისერში ჩაუვარდა.
ალექსანდრემ ისევ ხელში აიყვანა და სახლში შეიყვანა, უცებ სოფო შეეგება, მაგრამ ადგილზე გაშეშდა როცა ასეთ სურათს შეეჩეხა.
- რა მოხდა? - ჩაიჩურჩულა სოფომ.
- დედამისი ესიზმრა და ცუდად გახდა მანქანაში. - ასევე ჩურჩულით უპასუხა ალექსანდრემ - ავიყვან ოთახში.
- ხო მარა სასტუმრო ოთახი არ გამიშლია ჯერ.
- ჩემთან ავიყვან.
-კარგი.

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now