25. სინათლე სიბნელეში...

186 13 0
                                    

-რატომ ტირი?
- წავიკითხე სანდრო, წავიკითხე.
- არ იტირო გთხოვ.
- არ ვიტირებ.
- დღეს ნიკუშა ჩამოდის. - ჩაეხუტა, ზურგზე ხელს უსვამდა.
- ჰო ვიცი, - ცრემლიანი თვალებით ახედა ალექსანდრეს. - აეროპორტში ხომ წამიყვან? - გაუღიმა.
- რათქმაუნდა სიცოცხლე. - შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
- მადლობა... ტკბილო შაქარო - ჩაიჩურჩულა.
- რა თქვი? - თითქოს ძველი დროიდან გადმონაშთი იპოვა.
- ტკბილო შაქარო. - აიწია და ტუჩებზე აკოცა.
- სიცოცხლე, ჩემო უტკბესო, უძვირფასესო საკე, შენამდე მე ბავშვი ვიყავი, შენს შემდეგ კი დრო გაჩერდა, სადღაც გავიყინე. ახლა კი... ახლა შენ ისევ ჩემთან ხარ და ვერ დავუშვებ უშენობას.
- ამას რატომ მეუბნები?
- თუ ოდესმე მე აღარ გეყოლები
- გაჩუმდი. - დაიყვირა სალომემ და ყურებზე ხელები აიფარა. - ამის მოსმენა არ მინდა.
- თუ ოდესმე აღარ გეყოლები... - ყურებიდან ხელები ჩამოაღებინა და დაუკოცნა. - თუ ასე მოხდება დამივიწყე.
- ამას როგორ მთხოვ?
- მე გთხოვ არ გაიყინო და ცხოვრება გააგრძელო.
- მაშინ მეც გთხოვ.
- რაც გინდა მთხოვე.
- თუ ოდესმე მოვკვდები...
- არა!
- თუ ოდესმე უკვალოდ გავქრები.
- ვერასდროს დავუშვებ შენსგაქრობას...
- არ ინერვიულო... - ხელი ტუჩებზე გადაუსვა. - უბრალოდ თქვი მიყვარხარ და სადაც არ უნდა ვიყო, მე ამ სიტყვას მაინც გავიგებ...

*აეროპორტი*
- ვნერვიულობ.
- დაწყნარდი საკე.
- რომ არ მოვეწონო? მგონი 10 წელია რაც არ მინახავს, იქნებ ახლაც უარი თქვას ჩემზე.
- დაწყნარდი, ის აქ შენთვის უარის სათქმელად არ ჩამოვიდოდა.

- მაა. მამიდას შევუყვალდები?
- კი ჩემო საყვარელო ბიჭო, მამიდას დიდი გული აქვს, მასში ყველას ადგილია.
- აქამდე  ლატო ალ ვნახეთ?
- იმიტომ რომ არ ეცალა.
- დედა ხო ამბობს ლო ვინც გვიყვარს მისთვის დრო გვაქო.
- მოდი გაგაცნობ შენს მამიდას და თუ არ მოგეწონება მაგდენი შეკითხვა მერე დამისვი კარგი?
- კაგი.
- ნერვიულობ? - კითხა ცოლმა.
- ხომ იცი რომ კი. ათი წლის შემდეგ ისეთი გაზრდილი დამხვდება.
- გამაგრდი, შენთან ვართ, ხომ იცი? - ხელი მაგრად ჩაკიდა და გაუღიმა. ნიკამ თავი დაუქნია. შემოსასვლელთან გამოვიდნენ. ნიკამ თავისი და დაინახა, უფრო გაზრდილი, უფრო გალამაზებული, უფრო დახვეწილი.

- სალომე. - დაიძახა.
სალომე უცებ შეტრიალდა თავისი ძმისკენ, თითქოს არც კი შეცვლილა, ისევ ის 19 წლის ბიჭი იყო რომელიც სახლიდან წავიდა და საკუთარი და დატოვა მარტოდ მარტო. თუმცა სალომე ამას ყურადღებას აღარ აქცევდა, მთავარია რომ მის გვერდით იყო, დღეს, ახლა, ასეთ დროს მის გვერდით იყო.
ნიკამ შვილი დასვა და მისი მიმართულებით გამოქცეული სალომე ხელში აიტაცა. თურმე მონატრებიათ და-ძმას ერთმანეთი.
- ნიკო! - ცრემლები მოერია სალომეს.
- ჩემო სალო. ჩემო დაიკუნა. - უზომოდ ბევრს კოცნიდა მონატრებულ დას. ძლიერ ქონდა შემოხვეული სალომეს ხელები ნიკოზე. ბედნიერი იყო, მიუხედავად დიდი ტკივილისა.
- კარგი ნუღარ ტირი, ჩემს ოჯახს გაგაცნობ. - თქვა ნიკამ.
- ხო, ხო, ბოდიშით.
- ეს მარია, ჩემი ცოლი.
- ძალიან მიხარია. - გადაეხვია მარის. - მე სალომე.
- გიცნობ. - გაუღიმა მარიმ.
- მიხარია თუ ოდესმე გავახსენდი მას შენთან. - ნიკას გახედა.
- სულ შენ გახსენებდა.
- მე? - პატარა ბიჭის ხმა გაისმა, რომელიც აშკარად წყენით იყო გაჯერებული.
- ეს კი ჩვენი პრინცია. - ხელში აიყვანა ნიკამ. - სალომე გაიცანი, ეს შენი ძმიშვილი ვახტანგია.
- ვატატო სეგიძლია დამიძახო!
- საყვარელოოო... მოხვალ ჩემთან? - ხელები გაუწოდა სალომემ, პატარა მამას მოშორდა და ახლა მამიდას ჩაეხუტა. ისეთი სითბო იგრძნობოდა ბავშვისგან. სალომე თვლიდა, რომ ბავშვები ყოველთვის გულწრფელები არიან და მათი სიყვარული ნამდვილია.
- მამიდა შეყვარებული გყავს?
- დიახ ყავს. - მოისმა ალექსანდრეს ხმა.
- შენ ხარ? - საჩვენებელი თითი გაიშვირა ალექსანდრესკენ.
- ვახო! - დედამისმა თვალები დაუბრიალა.
- ბოდისი, დედა ამბობს რო თითის გასვერა უზდელობაა.
- არის, მაგრამ შენ გეპატიება. - უთხრა სალომემ, ხელზე ხელი მოკიდა და დაუკოცნა.
- მამიდა სენ მალთლა ძალიან კაგი ხალ.
- მადლობა ჩემო პატარა. - გულაჩუყებული ჩაეხუტა და კოცნა დაუწყო საყვარელ ლოყებზე.
- არ გამაცნობ შეყვარებულს? - წარბაწევით იკითხა ნიკამ.
- ალექსანდრე მჭედლიძე. - ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- არჩილის შვილი? - ხელი მანაც გაუწოდა.
- დიახ.
- სახლამდე მიგაცილებთ. - ალექსანდრე წინ გაუძღვა ახალჩამოსულებს და სახლში მიიყვანა.
იმის გამო რომ არ უნდოდათ პატარას ენერვიულა ალექსანდრემ და სალომემ დეასთან წაიყვანეს, "პატარა პრინცთან".

მადლობა! ნახვამდის! 🧡💛

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now