20. ...

198 11 4
                                    

- აი შენი კვერცხი. - მაგიდაზე მოკლათებულ ალექსანდრეს წინ დაუდო სალომემ.
- დამიჯერე ჩემი ზედმეტად განსხვავდება ამისგან. - ყურში უჩურჩულა სალომეს.
- ფუ დებილო. - ხელი დაარტყა მხარზე. - ჭამე თორე წაგართმევ.
- ჩემ საჭმელს ვერავინ ვერ წაიღებს.
- ვცადოთ? - ნიშნისმოგებით კითხა სალომემ.
- ისევ ისეთი ვავშვები ხართ. - გაეცინა დეას.
- უი საყვარელო დაიკო, დაგვავიწყდა რომ აქ იყავი. - გაეკრიჭა ალექსანდრე დეას.
- ოხ, დამპალო. - ენა გამოუყო დეამ.
- აუ ჩემი პატარა კაცი სადაა? - კითხვა თავის დას და თან ილუკმებოდა.
- ბაღშია, დიდი ბიჭია უკვე. შეყვარებულიც კი ყავს. - გაეცინა დეას.
- ოჰ, ეგრე უნდა. ძაან ხოარ გავსო თავის ბიძასო. ბიძას პრინცი. - ჩაეცინა ალექსანდრეს.
- ბიძას რომ გავდეს მარტო ერთი ეყვარება სამუდამოდ. - გაუღიმა დეამ სალომეს.
- არაა აუცილებელი სამუდამო სიყვარულით გიყვარდეს, რომ შეყვარებული უწოდო, ეგ ხო უბრალოდ გართობაა. - თქვა სალომემ.
- რავი მე და ჩემი ქმარიც ვერთობოდით ალბათ. - ჩაეცინა დეას.
- ისე ჩემს სიძეს გადაეცი, რომ ბიძას პრინცესაც უნდა.
- ახლა შენი ჯერია, მამიდას არცერთი არაყავს.
- ხო იცი რომ ისე არავის ვუყურებ, მისგან ბავშვი მყავდეს.
- კაი ჰო. - თვალები აატრიალა დეამ. სალომეს კი ცოტა გული დაწყდა, მაგრამ არ შეიმჩნია. - სალი, ახლა ის დაგვავიწყდა რომ შენ ხარ აქ. - გაუღიმა. - მომიყევი რამე შენზე. სად სწავლობ, ან მომავალში რას აპირებ. ყველაფერი მაინტერესებს. ან კიდე აქამდე სად იყავი, აქ როგორ მოხვდი და რავი ერთი სიტყვით 10წლის მერე რაც მოხდა ყველაფრის ცოდნა მჭირდება.
- დაიკო ამოისუნთქე რა. - დაცინა ალექსანდრემ.
- მოკლედ გადასრევი არაფერი ყოფილა 10 წლის შემდეგ, უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესზე, მომავალში ალბათ მამაჩემის კომპანიიდან ჩემს წილს გავყიდი და ფულით სამხატვრო აკადემიას გავაკეთებ. თუ ჩემი ოცნება არ ახდა, დაე სხვებს დავეხმარო მის ასრულებაში. - გაიღიმა სალომე.
- მახსოვს სულ ერთად როგორ ხატავდით თქვენ ორი. - ცოტა დანაღვლიანებულმა გაიხსენა დეამ.
- აბა მნიშვნელობა არააქვსო? - იკითხა ალექსანდრემ.
- რაზე ამბობ? - გაიკვირვა დეამ.
- ჩემსას ნამდვილად აღარ აქვს.  - გაიღიმა სალომე.

დეას ტელეფონმა დაურეკა.
- კარგით ბავშვებო მე უნდა წავიდე.
- მიდი. არ დამივიწყო იცოდე. - მიაძახა ალექსანდრემ.
- კარგად. - გადაეხვია სალომე და კარები მიუხურა.
სალომე მაგიდის ალაგებას შეუდგა.
- საკე.
- ახლა არა გთხოვ.
- ხვალ უნივერსიტეტში მე წაგიყვან.
- კარგი, მაგრამ შენ არ გაქვს საქმე?
- შეიძლება უკვე მაგისტრატურაზე ვარ მარა უნივერსიტეტში მაინც უნდა შევირბინო ხოლმე. - გაიღიმა.
- კარგი, თუ არ შეგაწუხებ... - ყოყმანით თქვა სალომემ.
- სერიოზულად? - ხმადაბლა თქვა ალექსანდრემ. - ისევ მანდ დავბრუნდით? - სალომეს მიუახლოვდა და თვალებში ჩააჩერდა. - მე გითხარი, რომ შენს გამო ყველაფერს გადავდებ. - ხელი სახესთან მიუტანა. - ეგ სიტყვა აღარ გავიგო, თორე ძაან მეწყინება.
სალომე თავჩაღუნული იდგა დასჯილი ბავშვივით. ალექსანდრემ კი მისი სახე ორივე ხელში მოიქცია და მაღლა აუწია.
- გაიგე? - მშვიდად კითხა ალექსანდრემ.
- კი. - თავი დაუქნია და საქმე გააგრძელა.

მადლობა! ნახვამდის!💙🧡

ციდან დაგათვალიერებ/ I will look at you from the sky      (დასრულებული)Where stories live. Discover now