Chapter two

107 6 0
                                    

-Veronica-

დილით ელეს ყვირილი მაღვიძებს.

ერთხელაც, მართლა შემომაკვდება!

"მამაშენს საქმე აქვს შენთან და კაბინეტში გელოდება" მითხრა ელემ.

"რა ჯანდაბა უნდა ამ დილაუთენია" ვიკითხე და საწოლიდან ავდექი.

"ჯერ ერთი, დილა არა, პირველი საათი დაიწყო და მერე მეორე, მე რა ვიცი რა უნდა, რაღაც სერიოზულია" თქვა ელემ და სავარძელში მოკალათდა.

"ჯანდაბა, ძილს არ შეგარგებენ" ამოვიოხრე მე.

შემდეგ თმა დავივარცხნე, ხელ-პირი დავიბანე, შორტები და ტოპი ჩავიცვი და მამაჩემთან გავედი.

კარზე დავაკაკუნე და შემდეგ შევედი.

"დილამშვიდობისა" ვუთხარი მას.

"შუადღე მშვიდობისა ვერონიკა" სიცილით მითხრა მან.

"რა ხდება, რაზე დამიბარე?" ვკითხე და სავარძელში დავჯექი.

"სერიოზული რაღაც უნდა გითხრა, ისეთი, შენს გარდა რომ ვერავის ვანდობ" მითხრა მან და თვალებში ჩამხედა.

"ვინმე უნდა მოვკლა?" ხუმრობით ვუთხარი.

"დაახლოებით" მითხრა მან. "გუშინ რომ ბიჭი გაგაცანი, ზეინი, ხომ გახსოვს?" მე თავი დავუქნიე. "მას თავი უნდა მოაწონო, შეაყვარო, ერთი სიტყვით უნდა დაუახლოვდე, შემდეგ კი მნიშვნელოვანი საბუთები უნდა მოიპარო და მოკლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაგიჩნდეს მის მიმართ გრძნობები" მითხრა მამამ.

"ასე მიცნობ? ხომ იცი, რომ არ შემიყვარდება" ვთქვი მე.

"ვიცი ჩემო გოგო, სწორედ ამიტომ განდობ ამ საქმეს შენ" მითხრა მან.

"ჩემი იმედი გქონდეს" ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი.

ჯანდაბა!

რა შარში ხარ, ვერონიკა!

-Zayn-

"ლუის, შემეშვი, რას გადამეკიდე" ვუთხარი ჩემს ძმაკაცს უკვე მეასედ.

"გეუბნები ის გოგო ელეს ნათესავია, გაგაცნობ თქო და არ გინდა" მითხრა მან.

"რად უნდა მინდოდეს, თან შეყვარებულიც ჰყავს" ამოვიოხრე მე.

"და ეგ შენთვის პრობლემა როდიდან გახდა?" მკითხა ოთახში ახლად შემოსულმა ნაილმა.

"მართალია, ზეინ მალიკი ყოველთვის იღებს იმას, რაც უნდა" ამ ჯერად ჰარიმ თქვა და ორივე დივანზე დასხდნენ.

"ზეინ" დედას ყვირილი გავიგე.

"რა ხდება?" ვკითხე და ოთახში ავედი.

"კენდალი გაიტაცეს" მითხრა დედამ ტირილით.

"რა?" ვკითხე მკაცრად.

"დამირეკეს, კენდალი ჰყავთ, ითხოვენ დღეს 18:00 საათზე მიხვიდე და ფული მიუტანო, თორემ მოკლავენ" მითხრა მან კანკალით.

"დამშვიდდი, კენის დავაბრუნებ" ვთქვი მე.

***

ბიჭები გავემზადეთ, იარაღებით და კიდევ სხვა მებრძოლებით დანიშნულების ადგილისკენ დავიძარით.

"მალიკ, ზუსტ დროს მოხვედი" მისვლისას მითხრა ბრიუსმა, სწორედ იმ ვერონიკას მამამ.

"ბრიუს ჩემი დის დაბრუნება მინდა" ვთქვი მკაცრად.

"მართლა? აი მე კი ახლა იახტაზე წამოწოლა და კოქტეილის დალევა მინდა" მითხრა მან.

"კენდალს რომ რამე სჭირდეს, პასუხს აგებ, თანაც სწორედ შენი ერთადერთი ქალიშვილით" ვუთხარი მე.

"ჩემი ქალიშვილით არა?" თქვა მან და გაიცინა.

"ბრიუს, დაიმახსოვრე, გაზღვევინებ, თანაც საკმაოდ მწარედ" ვუთხარი მას, შემდეგ კი შენობაში შევედი.

შენობა ცეცხლის ალში გაეხვა, კენდალი არსად ჩანდა...

ბოლოს ის უგონოდ ვიპოვე, ხელში ავიყვანე და ცეცხლიდან გამოვაღწიე.

მანქანაში ჩავსხედით, კენდალი სახლში მიმყავდა და ვფიქრობდი, ახლა ცივი ომი იწყება!

ბრიუსისთვის ყველაზე ძვირფასი მისი ერთადერთი ქალიშვილია და მე მას აუცილებლად ჩავიგდებ ხელში.

"ზეინ მალიკი ყოველთვის იღებს იმას, რაც უნდა" ჩავილაპარაკე მწარედ და სარკეში უკან სავარძელზე მძინარე კენდალს გავხედე, რომელსაც სახე ჩალურჯებოდა.

Him & IWhere stories live. Discover now