Chapter five

96 6 0
                                    

-Veronica-

დილით ზეინზე ჩახუტებულს მეღვიძება.

"აბა, ჩახუტებები არაო? თავად ჩამეხუტე" ვუთხარი ზეინს გაღვიძებისას.

"ხუმრობ? მთელი ღამე ვერ მოგიშორე" მითხრა მან.

"ნუ მაბრალებ" ვუთხარი და წამოვდექი.

"მადლობა თქვი ჩემთან რომ დაგაძინე" მითხრა ზეინმა.

"მადლობა" ვუთხარი მას. "რომ დებილი ხარ" დავამატე ბოლოს და ოთახიდან გამოვიქეცი.

ღმერთო რონი, ხანდახან რა ბავშვი ხარ!

ამ დღეს დიდად არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ ზეინს რამდენჯერმე წავკბინე და ჩემი ტანსაცმელები მომიტანეს.

***

გუშინ ნაკერები მომხსნეს, ჭრილობა საბოლოოდ შემიხორცდა, ახლა კი ვაპირებთ კლუბში წავიდეთ.

ჩემს ოთახში მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, შემდეგ კი გავემზადე :

შავი ქუსლიანები ჩავიცვი, წითელი თმა შევიკარი და ქვემოთ ჩავედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

შავი ქუსლიანები ჩავიცვი, წითელი თმა შევიკარი და ქვემოთ ჩავედი.

"წავედით?" მეკითხება ზეინი.

"კი" ვუთხარი და გარეთ გავედით.

მანქანასთან ნელა მივედი, ვიფიქრე ზეინი კარს გამიღებდა, მაგრამ ის პირდაპირ ჩაჯდა და მანქანა დაქოქა.

"რა ჯენლტმენია" ჩავილაპარაკე და მეორე მხარეს დავჯექი.

კლუბში მალევე მივედით, ყველა იქ იყო!

"ელე, არ გაპატიებ ჩემი ტუჩსაცხი რომ გისვია" ვუთხარი ელეს ჩუმად.

"საიდან მიხვდი?" მკითხა მან.

"ხუმრობ? მაგ ტუჩსაცხში 200 დოლარი გადავიხადე, ყველგან ვიცნობ" სიცილით ვუთხარი.

Him & IWhere stories live. Discover now