Chapter twenty three

53 3 0
                                    


eyes have a language of their own...

ბავშვობაში მონსტრების ყოველთვის მეშინოდა!

განსაკუთრებით დედას სიკვდილის შემდეგ.

ოველ ღამით მეღვიძებოდა, საწოლის ქვეშ ვიხედებოდი და ვეძებდი მონსტრებს.

შემდეგ მონსტრების ძებნა შევწყვიტე...

რადგან გავიაზრე, რომ მონსტრები ჩემში იყვნენ!

***

-Veronica-

უკვე ერთი თვეა რაც დერეკმა გამიტაცა.

ამ დროის განმავლობაში ჩემს სხეულს უამრავჯერ შეეხო დანით.

ალბათ უამრავი შრამი დამრჩება, მიკვირს საერთოდ როგორ გავძელი აქამდე.

თანაც ნორმალურად არც არაფერი მიჭამია, დღეში მხოლოდ თითო ჭიქა წყალს მასმევს და ისიც იმის გამო, რომ არ ჩავაკვდე.

"ვერონიკა ადექი" უეცრად ოთახში დერეკი შემოვიდა. "დღეს ზეინს ვნახავთ" სადისტურად ჩაიღიმა.

"რა?" მაშინვე წამოვენთე და ენერგიულად მივვარდი.

"ოჰ სულელო გოგო, იმედია არ ფიქრობ რომ მასთან გაბრუნებ" ირონიულად მითხრა.

"აბა როგორ ვნახავთ" ვკითხე იმედდაკარგულმა.

"მასკარადი პატარავ, მასკარადი" მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.

"მთელი ეს დროა მასკარადგს გაიძახი, მაგრამ მე კვლავ ვერაფერს ვხვდები" ვუთხარი მას.

"მასკარადის მთავარი აზრიც ესაა ვერონიკა, იდუმალება და მისტიურობა" მხატვრულად თქვა და ოთახის გასასვლელთან გაჩერდა. "ჩემი და დაგეხმარება გამზადებაში და აქედანვე გაფრთხილებ გაქცევაზე არც იფიქრო" მითხრა და ოთახიდან გავიდა.

დღეს ზეინს ვნახავ!

გონებაში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა, ვინაიდან ის ერთი თვეა არ მინახავს.

Him & IWhere stories live. Discover now