chapter nine

86 4 0
                                    

-Veronica-

იმაზე საუბარს არ დავიწყებ რომ დილით თვალებ ჩაშავებული ავდექი!

მთელი ღამე ტირილის შემდეგ სხვას არც არაფერს ველოდი!

ხელ-პირი დავიბანე და მხოლოდ ზეინის მაისურის ამარა ჩავედი პირველ სართულზე, სადაც ზეინი საუზმეს ამზადებდა.

"დილამშვიდობისა" ვთქვი, მაგრამ ჩემი ხმის შემეშინდა, ჩახლეჩილი ხმა მქონდა, ძლივს ვსაუბრობდი.

"გამარჯობა" მითხრა ზეინმა და წინსაფარი მოიხსნა.

"რას აკეთებ?" ვკითხე და ბარს მივუჯექი.

"საუზმე გავამზადე ორივესთვის, ომლეტი და სახლში დაწურული ახალი ფორთოხლის წვენი" მითხრა მან.

"მადლობა, მაგრამ ფორთოხალზე ალერგიული ვარ" ვთქვი მე და ცხელ-ცხელ ომლეტს დავხედე.

"მაშინ მოგიწევს ალუბლის წვენი დალიო" მითხრა მან.

"ეგ ბევრად უკეთესია" ვთქვი ღიმილით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის არაფერი ხდება, ჩემი წარსული მაინც გადავლახე და ზეინთან ერთად საუზმობა ნამდვილად სახალისო გახდა!

ომლეტი უგემრიელესი აღმოჩნდა, მალევე მივირთვი.

"დღეს მალდივებზე მივდივართ ყველა" მითხრა ზეინმა, მე კი გაოცებისგან ალუბლის წვენი გადამცდა და ხველება ამიტყდა.

"რა? რატომ?" ვთქვი გაკვირვებით.

"რავი ისე, გასართობად" თქვა ზეინმა.

***

ბარგი ჩავალაგე და მალდივებზე მივდივართ!

მთელი ბიზნეს კლასი ჩვენ დავიკავეთ, რა თქმა უნდა, მე ზეინის გვერდით მოვხვდი!

უკვე მეორედ დავდექი ჩემი უდიდესი შიშის წინაშე ზეინთან ერთად, ჭექა ქუხილის გარდა ფრენისაც ძალიან მეშინია, ბავშვობიდან.

თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოყვა და მეც კნუტივით მივეკარი ზეინს, მისი გაშვება აღარ მინდოდა!

Him & IWhere stories live. Discover now