chapter twenty five

49 3 0
                                    

-Veronica-

დილა ისევ ისე, გულის რევით დაიწყო, ახლა კი უკვე საღამოობით ფეხების ტკივილი და დაღლილობა დაემატა.

ორი დღეა დერეკს ჩემთვის თითიც არ დაუკარებია, ვფიქრობ ჩემი ორსულობის შესახებ იცის, მაგრამ საიდან?

ახლა სახლში მარტო ვარ, დერეკი დილიდანვე სადღაც წავიდა, ოლივია კი წეღან გავიდა და თქვა რომ მალე დაბრუნდებოდა, სახლში მარტოობის მიუხედავად გარეთ უამრავი დაცვაა.

დროის უმეტესობას ოთახში ვატარებ, მაგრამ ორსულობა და შიმშილი მაინც თავისას შვრება.

ახლაც შიმშილმა შემაწუხა და სამზარეულოში გავედი, საღამოა და არც ოლივია დაბრუნებულა, არც დერეკი.

მაცივარი გამოვაღე და წვენი ავიღე, ასევე გუშინდელი კერძი და მარტომ ვივახშმე.

ნუ, თეორიულად მარტო არ ვარ, ჩემს მუცელში ხომ ახალი სიცოცხლეა!

რთულია ასეთ სიტუაციაში ბედნიერი იყო, მაგრამ მე მაინც უსაზღვროდ გახარებული ვარ, რომ ჩემი ოცნება ახდა და დედა გავხდები.

მისაღებში ვიყავი, როდესაც შემოსასვლელიდან რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგე.

შეშინებული და აკანკალებული ფრთხილი ნაბიჯებით გავედი, თან ხელში ლარნაკი მეჭირა, ეს რამდენიმე წუთს მომცემს რომ თუ საჭირო გახდა, გავიქცე.

შავებში გამოწყობილი ადამიანი ჩემსგან ზურგით იდგა, უეცრად შემოტრიალდა, სახეზე დავაკვირდი-ზეინი!

უეცრად თავში დერეკის გაფრთხილება ამომიტივტივდა.

"თუ რამენაირად ზეინ მალიკი მოახერხებს შენს პოვნას, თავს მოაჩვენებ ისე, თითქოს არ გახსოვს, თორემ ამ ჯერად თოფში ნამდვილი ტყვიები იდება და თოფი ჩემს ხელში მოხვდება"

"ვერონიკა?" ჩახლეჩილი ხმით მომმართა ზეინმა და მომიახლოვდა, მე ხმას არ ვცემდი და ცარიელი მზერით ვუყურებდი.

Him & IWhere stories live. Discover now