Chapter thirty

88 3 3
                                    

-Veronica-

და მაინც, მიუხედავად ჩადენილი უამრავი ცუდი საქციელისა, ბედნიერ დასასრულს ყველა იმსახურებს, არა?

ბედნიერება ფართო მცნებაა და მას ყველა თავისებურად განმარტავს.

ზოგისთვის ბედნიერება მეგობრებია, ზოგისთვისაც-ფული.

ჩემთვის ბედნიერება ჩემი პატარა ოჯახია!

მე და ზეინმა უამრავი რამ გადავიტანეთ, ბევრი ცუდი, ბევრიც კარგი, მაგრამ შევძელით და მტრობით დაწყებული ურთიერთობა ბედნიერებით გავაგრძელეთ და მარადიულად ასე იქნება, ახლა უკვე მიასთან ერთად!

ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა.

ნაადრევი მშობიარობა რისკის შემცველი აღმოჩნდა და მიას დაბადების შემდეგ წნევა დამივარდა, ჟანგბადი აღარ მყოფნიდა.

მაგრამ ვერ დავუშვებდი მიას უდედოდ გაზრდის სევდა ეტარებინა.

ვერ დავუშვებდი ზეინი მარტო დარჩენილიყო!

სასწაულებრივად გადავრჩი და რამდენიმე დღეში გამწერეს კიდეც, ოღონდ მკაცრი წოლითი რეჟიმით.

რთული ღამეები იყო ახალშობილთან ერთად, მაგრამ მე და ზეინმა შევძელით ყველაფრის ერთად გადატანა.

ბევრჯერ გამღვიძებია ღამით და დამინახავს როგორ ეძინა ზეინს სავარძელში და როგორ ეწვა შიშველ მკერდზე პატარა მია.

მია სულაც აღარ არის ისეთი პატარა, ის უკვე 3 წლისაა და ძალიან, ძალიან ბევრს ლაპარაკობს!

"ბევრ ლაპარაკში ნამდვილად დედას ჰგავს" უეცრად მითხრა ზეინმა და უკნიდან მომეხვია.

"მალიკ ფრთხილად, თორემ ყველაფერს დაწვავ.

ხო, დღეს ჩვენს სახლში ბარბექიუს წვეულებას ვაწყობთ, აბა, წვეულების გარეშე როგორ გავამხელთ ჩვენს საოცარ ამბავს?

ზეინი ხორცს წვავდა, ბეარი და მია საყვარლად თამაშობდნენ, ბიჭები შეშას აგროვებდნენ, გოგოები კი გაბერილი კენდალის წინ ვიდექით.

"მაინც ვერ ვხვდები რონი დღევანდელი ვახშმის არსს, მითხარი რა სიურპრიზი გაქვს" მითხრა კენდალმა, რომელიც უკვე მეხუთე თვეშია, ის და ჰარი ტყუპებს ელოდებიან.

"მოთმინება კენდალ, მოთმინება" სიცილით ვუთხარი.

მალევე ყველანი სუფრას შემოვუსხედით, ზეინი ფეხზე წამოდგა და შუშის ჭიქას ჩანგალი მიარტყა.

"ახლა კი დღევანდელი შეკრების მიზეზი" თქვა ზეინმა ღიმილით და მე შემომხედა.

"მე და ზეინი მეორე შვილს ველოდებით" ვთქვი ბედნიერმა.

რა თქმა უნდა, ამ ამბავს ყველა ოვაციებით შეხვდა, განსაკუთრებით კი კენდალი, რომელმაც ტირილიც კი დაიწყო.

"ანუ მალე ძამიკო ან დაიკო მეყოლება?" საყვარლად იკითხა მიამ.

"კი მა" უთხრა ზეინმა და ხელში აიყვანა.

"ჰეეი ჩემი გესმის?" მიამ ჩემს მუცელზე დაიწყო კაკუნი, რაზეც ყველას გაგვეცინა.

ვიყურებოდი და ვხედავდი რეალურ ბედნიერებას, ჩემი ბედნიერებაა როდესაც ვუყურებ ამდენ მომღიმარ, ბედნიერ სახეს!

ზეინზე მიხუტებული ვიყავი, მას ხელში მია ეჭირა და ჩემ მუცელში კიდევ ერთი პატარა ელოდა გარეთ გამოსვლას, ახლა, ამ მომენტში ვარ ყველაზე ბედნიერი!

The end...

Him & IWhere stories live. Discover now