Chapter fifteen

69 4 0
                                    

-Veronica-

მე და ზეინი დღეს ბოსტონში მივფრინავთ.

1 კვირის წინ მე და ზეინმა ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მკურნალობა უნდა დამეწყო.

ჩემთვის თვითმფრინავით მგზავრობა არ შეიძლება, ამიტომ ამერიკაში დავიწყეთ საუკეთესო კლინიკის ძიება და ბოლოს Massachusetts General Hospital-ზე შევჩერდით.

დილიდანვე ჩანთები ჩავალაგეთ და ზეინის მანქანით ორივე ბოსტონისკენ დავიძარით, იქ მხოლოდ რამდენიმე დღე გავჩერდებით. ანალიზებს ავიღებ, გამოკვლევებს ჩავიტარებ და შემდეგ ჩამოვალთ უკან, ნიუ იორკში.

ბოსტონში ჩასასვლელად 3 საათი დაგვჭირდა, იქ სასტუმროში დავბინავდით, ცოტა დასვენების შემდეგ კი საავადმყოფოში წავედით.

მთელი დღე გამოკვლევებს მიტარებდნენ, ზეინი კი სულ უკან დამსდევდა როგორც პატარა ბავშვს.

გვირჩიეს მეორე დღეს სამკურნალო მასაჟი გამეკეთებინა, ზეინი ყველაფერზე უსიტყვოდ თანხმდებოდა, ეტყობა, სერიოზულად უნდა ბავშვის ყოლა!

მესამე დღეს უკვე ანალიზების პასუხებიც მოვიდა და ექიმთან ერთად შევედით.

"გამარჯობა" მოგვესალმა წითური, შუახნის ქალი.

"გამარჯობა" ვთქვი და მე და ზეინი მაგიდასთან დავსხედით.

"ვერონიკა შენს ანალიზებს გადავხედე, გამოკვლევის პასუხებიც ვნახე" მითხრა ექიმმა და სათვალე მოიხსნა. "სამწუხაროდ ბავშვის ყოლის შანსი ძალიან ცოტა გაქვს" თქვა მან. "მაგრამ ამის გასაკურნებლად სხვადასხვა გზები არსებობს, ერთი მედიკამენტოზური მკურნალობაა რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ნაკლებად შედეგიანია." გვითხრა ქალმა.

"და სხვა გზა რა არის?" ვკითხე იმედგადაწურულმა.

"მეორე ვარიანტი ოპერაციის გაკეთებაა, მაგრამ ოპერაცია ძალიან სარისკოა შენს შემთხვევაში, რადგან უარყოფითი სისხლის ჯგუფი გაქვს, დიდი შანსია ორგანიზმმა ვერ გადაიტანოს" მე და ზეინმა ერთმანეთს შევხედეთ, იმედის ნაპერწკალი ორივეს თვალში ქრებოდა.

Him & IWhere stories live. Discover now