Chapter seventeen

64 4 0
                                    

-Zayn-

ვერონიკა უკვე ოთხი დღეა საავადმყოფოშია!

ეს ოთხი დღე საავადმყოფოდან არ გამოვსულვარ, მის პალატაში ვიჯექი მთელი დღეები და ვუყურებდი უამრავ აპარატზე შეერთებულს როგორ ეძინა.

დღეს ბავშვებმა რასაც ჰქვია ძალით გამომიყვანეს პალატიდან რომ მებანავა და გამომეძინა, თან ეს დღეები ნორმალურად არც მიჭამია.

მე სახლში წავედი, დანარჩენები საავადმყოფოში ანალიზების გასაკეთებლად მივიდნენ, მიას დახმარებას დავპირდი და პირობას შევასრულებ კიდეც!

შხაპის მიღების შემდეგ გამოვიცვალე, ტანსაცმელი ვერონიკასთვისაც გავამზადე და საავადმყოფოში მივდიოდი, როცა ტელეფონზე ლიამმა დამირეკა.

"ლიამ, ვერონიკამ გაიღვიძა?" მაშინვე ვკითხე და დივანზე დავჯექი.

"სულელო ლიამი არ ვარ" უეცრად პატარა მიას ხმა მომესმა. "ზეინ აქ ძალიან ბევრი ხალხია, დედიკო ტირის, ასე თქვა მიხარიაო! მადლობა ზეინ" საყვარლად მითხრა მან.

"მია, მეც მალე მოვალ და ბევრ გემრიელობას მოგიტან" ვუთხარი მას, შემდეგ გავთიშე და საავადმყოფოში წავედი, გზად მიასთვის უამრავი ტკბილეული და სათამაშო ვიყიდე და მასთან მივედი.

***

მიას საჩუქრების ნახვა ძალიან გაუხარდა!

შემდეგ დედამისთან ერთად ქიმიოთერაპიის გასაკეთებლად წავიდა, ექიმმა თქვა რომ იმედი კიდევ არსებობს.

მე ვერონიკას პალატაში შევედი, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 4 დღის წინ იყო.

ვერონიკა უგონოდ წევს და უამრავ აპარატზეა შეერთებული, მხოლოდ გულის აპარატი მამშვიდებს, რომელიც მის გულის ცემას იწერს.

რონის ექიმმა თქვა, რომ მაქსიმუმ 3 დღეში უნდა გაიღვიძოს, ვნახოთ რა მოხდება!

სავარძელი რონის საწოლთან მივწიე და დავჯექი, ცივ ხელზე შევეხე და მის სახეს დავაკვირდი.

Him & IWhere stories live. Discover now