Chapter six

87 5 0
                                    

-Veronica-

*FLASHBACK*

"მამა, დედა მალე მოვა?" ვეკითხები მამას, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა წვერიც კი არ გაუპარსავს.

"საყვარელო, ვშიშობ დედა კიდევ დიდ ხანს არ დაბრუნდება" ცრემლიანი ხმით მითხრა მამამ.

"მაგრამ ის ხომ დამპირდა? მითხრა ბარბებს მოგიტან და ერთად ვითამაშოთო" ვთქვი მე მოწყენით.

"ვწუხვარ პატარავ, მაგრამ დედა აღარ არის" მითხრა მამამ და ჩემს წინ ჩაიმუხლა.

"რას ნიშნავს აღარ არის?" ვკითხე ბავშვურად, მას კი ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა. "მამა, დედიკო მოკვდა?" ვკითხე მე.

მას არაფერი უთქვამს, ისე შემომხვია ხელები და ჩემთან ერთად ატირდა, ამ მომენტში გავიაზრე, რომ დედა დავკარგე...

***

დღეს 15 წლის გავხდი!

დაბადების დღეზე ჩემი კლასელები დავპატიჟე, რა თქმა უნდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ოლივიაც მოვიდა და ასევე ჩემი ბიძაშვილი, ელეც.

მართალია მამამ აგვიკრძალა, მაგრამ ბავშვებმა მაინც დავლიეთ.

ბავშვების წასვლის შემდეგ ჩემს ოთახში ვიყავი და ვისვენებდი, როცა კარი ელემ შემოაღო, სერიოზული სახე ჰქონდა.

"რა ხდება?" ვკითხე და საწოლზე წამოვჯექი.

"ძალიან ვწუხვარ რონი" მითხრა მან და მომიახლოვდა.

"კი მაგრამ რა ჯანდაბა ხდება" ვკითხე მას შეშინებულმა.

"მამაშენი წავიდა, დაიბარა აღარ მომძებნოთო და დაიბარა რომ ყველაზე მეტად უყვარხარ, მაგრამ ასე იყო საჭირო" მითხრა მან.

მას მოვეხვიე და მის მხარზე ავქვითინდი, ორივე მშობელმა მიმატოვა!

ამ დღის შემდეგ ელესთან და ბიძაჩემთან ვცხოვრობდი.

*დღევანდელი დღე*

დღეს მოგონებების დღე მაქვს!

მთელი დღეა ოთახში ვზივარ და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ.

დიდი ხანია დედის გარეშე ვიზრდები, შემდეგ მთელი 5 წელი მამამაც დამტოვა, მომიწია ჩემი თავი თავად გამეზარდა!

სწორედ დედას წასვლის შემდეგ ჩამომიყალიბდა ჭექა ქუხილის შიში.

მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ხშირად მესიზმრებოდა დედა, შემდეგ ღამით ჭექა-ქუხილში მეღვიძებოდა და მას შემდეგ მეშინია!

"რონი, სადილი გავამზადე, თუ გშია წამოდი" ზეინმა კარი შემოაღო და მითხრა.

თმა კოსად შევიკარი და პირველ სართულზე ჩავედი.

ზეინი მაგიდასთან იჯდა და სადილს შეექცეოდა.

მაგიდას ჩუმად მივუჯექი და თავადაც ჭამა დავიწყე.

ზეინი ხმას არ იღებდა, უცნაური ადამიანია, ხან დანა პირს არ უხსნის და ძალიან უჟმურია, ხანაც ვითომ მხიარული.

ჭამას მოვრჩი და მაგიდიდან ავდექი, როცა ტელეფონზე უცხო ნომერმა დამირეკა.

"გისმენთ?" ვთქვი და კედელს მივეყუდე.

"რონი, როგორ ხარ?" ყურში 8 წლის მონატრებული და ამავ დროულად შეძულებული ხმა ჩამესმა.

"ოლივია?" ვთქვი დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ.

***

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი ყოფილი მეგობარი, ოლივია ჩამოვიდა ქალაქში და ჩემი ნახვა მოინდომა!

არ ვიცი ამ შეხვედრას რამდენად გადავიტან, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მას არ ვენდობი!

Him & IWhere stories live. Discover now