Chapter eightteen

63 3 0
                                    

-Veronica-

დილით ყველა ჩემს პალატაში იყო!

თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდი, ყველა მოკალათებული იყო და მესაუბრებოდნენ, ზეინი ფანჯარასთან კედელს მიყუდებოდა და უბრალოდ ღიმილით მიყურებდა.

"ჯანდაბა რონი ყველა ძალიან გვანერვიულე" მითხრა ელემ. "აი ზეინი გიჟს ჰგავდა მთელი 4 დღე, არც ჭამდა, არც სვამდა და ნორმალურად არც ეძინა" მითხრა მან, მე კი ზეინს გავხედე.

"ხო, ვიღაცას ნამდვილად ძალიან უყვარხარ" ჩაილაპარაკა ლუიმ და ზეინს გახედა.

"კარგი ახლა წადით ყველანი აქედან, რონის დასვენება უნდა" თქვა ზეინმა და ყველა პალატიდან გაყარა. "რონი ვიღაც უნდა გაგაცნო" მითხრა მან.

"მართლა? ვინ?" ვკითხე ცნობისმოყვარედ.

"ჩემი პატარა მეგობარი" მითხრა ზეინმა.

შემდეგ პალატიდან გავიდა და რამდენიმე წუთში პალატაში პატარა ქერა, ცისფერთვალება და ძალიან საყვარელ ბავშვთან ერთად შემოვიდა.

"გაიცანი რონი, ეს მასწავლებელი მიაა" მითხრა ზეინმა და პატარა მიაზე მანიშნა. "მია გაიცანი, ეს ის გოგონაა ვისზეც გიყვებოდი" უთხრა და ჩემზე ანიშნა.

"იცი ზეინმა შენზე მითხრა, რომ შენ ერთადერთი ხარ" საყვარლად მითხრა გოგონამ და საწოლს მოუახლოვდა. "ერთადერთი რას ნიშნავს ზეინ?" შემდეგ მას გახედა.

"ერთადერთი ყველაზე ძვირფასს ნიშნავს მია, ისეთ ადამიანს რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებ და ყველაფერს დათმობ, თანაც ეს ადამიანი მხოლოდ შენია და მასსავით არავინ გიყვარს"აუხსნა ზეინმა, თან ახსნის დროს მე მიყურებდა.
"ვერონიკა ჩემი ერთადერთია" უთხრა მას.

"მია, ჩემთან მოდი, მინდა უკეთესად გაგიცნო" ვუთხარი მიას. ზეინმა ის საწოლზე დამისვა, საყვარლად მეტიტინებოდა, მომიყვა რომ მასწავლებლობა უნდა, გული დამეწვა როცა მითხრა რომ მელანომა აქვს!

Him & IWhere stories live. Discover now