Chapter twenty one

52 4 0
                                    

-Veronica-

მე და ზეინი უკვე 2 კვირაა ცოლ-ქმარი ვართ.

ნიუ-იორკში დაძაბული სიტუაციაა, ამ ბოლო დროს რამდენიმე მკვლელობა მოხდა.

თავიდან ყველას ჩვეულებრივი მკვლელი გვეგონა, მაგრამ როდესაც მან შეტყობინებების დატოვება დაიწყო, მივხვდით რომ მაფიასთან გვქონდა საქმე.

თანაც, ვიღაც ისეთია, ვინც იცის რომ მკვლელობის ადგილას ჩვენ აუცილებლად მივალთ და შეტყობინებასაც გავშიფრავთ.

დღევანდელი მსხვერპლი 23 წლის ქერა გოგონაა, მაღალი, გამხდარი, ლურჯი თვალებით.

ვიცი სულელურად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან მგავს!

გარეგნულად მგავს, თანაც ჩემს მსგავსად ისიც ფსიქოლოგიაზე სწავლობს და ჯანდაბა, წონა და სიმაღლეც თითქმის ჩემნაირი აქვს.

"რონი შენი დახმარება გვჭირდება" უეცრად ზეინის ხმა გავიგე.

მთელი ეს დრო მე გარეთ ვიჯექი, ზეინი და დანარჩენები კი ოთახში, გვამთან.

ოთახში შევედით, ცხედარი სპეციალურ პარკში ჰყავდათ მოთავსებული და არ მიწევდა მისი ყურება.

"რაღაც წერილი იყო დატოვებული მკვლელობის ადგილას, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დავასკვენით რომ კოდია და კომპიუტერში უნდა გავშიფროთ, ლუი ერკვევა ასეთებში და ლონდონიდან მოდის დღესვე და მანამდე იქნებ შენ გვიშველო რამე, მგონი ერკვევი შენც" მითხრა ზეინმა.

"ზეინ მეც ვიცი რაღაცები, მაგრამ მეგობარი მყავს ჰაკერი და მას დავურეკავ" ვთქვი და ოთახიდან გამოვედი.

ტაილერმა თავიდან გამომლანძღა, ძლივს გაგახსენდიო, შემდეგ კი მოსვლაზე დამთანხმდა.

***

ტაილერი მოვიდა და თავის საქმეს შეუდგა, მე და ზეინი აივანზე ვისხედით, თავი მის მხარზე მედო.

"ზეინ მეშინია" გულწრფელად ვუთხარი.

"შენ არაფერი მოგივა პატარავ" მითხრა მან და თავზე მაკოცა.

Him & IWhere stories live. Discover now