Chapter twenty nine

47 3 0
                                    

-Veronica-

დღეს 37 კვირა შემისრულდა!

განვლილ 5 თვეს მოკლედ მოგიყვებით.

ტოქსიკოზს მესამე თვის შემდეგ აღარ შევუწუხებივარ.

სამაგიეროდ, მე ვაწუხებდი ყველა სულიერს!

განსაკუთრებით ჩემს შავ სიაში ზეინი მოხვდა.

ძალიან ხშირად შუაღამეს ვაღვიძებდი როცა ხან მჟავე კიტრი მინდოდა, ხან კენკრა, ხანაც ნაყინი ან ნამცხვარი.

ასევე უამრავი ტანსაცმელი და სათამაშო ვაყიდინე ჩვენი გოგონასთვის, 1 თვის წინ მისი კაბინეტიც კი დავაცლევინე რომ ბავშვის ოთახად გადაგვეკეთებინა.

მაგრამ მარტო ზეინის შეწუხება რაში მეყოფოდა?

ვაწუხებდი ყველა მეგობარს, განსაკუთრებით კი ნათლიებსა და მამიდას.

ნათლიები ჰარი და ელე არიან, მამიდა კი ერთადერთი და განუმეორებელი კენდალი!

ამ სამეულს განსაკუთრებით ბოლო დროს ვაწუხებდი, ისინი ამ კვირაში ზუსტად 5-ჯერ მოვატყუე რომ მშობიარობა დამეწყო და თანაც ხუთივეჯერ შუაღამით.

მართალია ამის გამო გამინაწყენდნენ, მაგრამ ჩემი შვილი რამდენჯერმე ბოროტად გამოვიყენე და მალევე ყველა შემოვირიგე.

მუცელი საგრძნობლად გამეზარდა, ტანსაცმელები აღარ მეტევა, ეს კი არა, საწოლში ზეინი ძლივს ეტევა ჩემთან ერთად.

ამაზე ხშირად დამცინის, რაზეც ჩემგან პასუხად მკვლელ მზერას იღებს, მაგრამ დღის ბოლოს ზეინი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ყოყმანის გარეშე მომიტანოს საზამთრო, შუა იანვარში!

დღეს დილიდანვე ზეინი და ჰარი ავაწიოკე და ბავშვისთვის ოთახის კედლებს ვაღებვინებ.

2-3 კვირაში ბავშვი დაიბადება და ოთახი აუცილებლად მზად უნდა იყოს!

ზეინი და ჰარი დაუღალავად შრომობენ და ოთახს რთავენ, მე კი მათ თავზე ვადგავარ და ყველა პატარა დეტალს ვუსწორებ.

Him & IWhere stories live. Discover now