Chapter ten

72 4 0
                                    

-Veronica-

Zayn Malik never misses...

და მაინც, რამდენ საიდუმლოს, რამდენ ცრემლსა და ტკივილს შეიძლება მალავდეს ადამიანი ბედნიერი ნიღბის უკან, არა?

მე თუ მკითხავთ, ყოველ ადამიანში საოცარი სამსახიობო ნიჭი დევს, ისინი მთელი დღე მუშაობენ, მეგობრებთან არიან, ერთობიან, იღიმიან, მაგრამ დამღლელი დღის შემდეგ როდესაც სახლში მოვლენ და საკუთარ თავთან მარტო რჩებიან, იქ ჩნდება მათი ნამდვილი სახე! მათი ტკივილი, ცრემლები, რთული ცხოვრება...

მალდივებზე მოგზაურობისა და განტვირთვის შემდეგ სახლში დავბრუნდით და დიახ, ისევ ზეინთან ვცხოვრობ.

ფრენის შემდეგ დასაძინებლად წავედი და რამდენიმე საათში სროლის ხმამ გამაღვიძა, რა ჯანდაბა ხდება?

საწოლიდან ავდექი და ფანჯრიდან ეზოში გავიხედე, იქ ზეინი იდგა და პისტოლეტით სროლაში ვარჯიშობდა.

სულელი, ჩავალ და ვანახებ, როგორ უნდა სროლა!

შორტები და ტოპი ჩავიცვი, თმა კოსად შევიკარი და ეზოში ჩავედი.

"დილამშვიდობისა" ვუთხარი ზეინს ხელებგადაჯვარედინებულმა.

"გამარჯობა" ისე მითხრა, არც შემოუხედავს და კვლავ განაგრძო სამიზნეებისთვის სროლა.

"მეც მინდა სროლა" ვუთხარი და მივუახლოვდი.

"დარწმუნებული ვარ, იარაღის სროლაც არ იცი" მითხრა დამცინავად და იარაღი გამომიწოდა.

"მალიკ შეგეჯიბრები" ვთქვი მე. "ათიდან ათს თუ გავარტყამ, შენს მანქანას მაჩუქებ" ვთქვი მე, რაზეც მან თვალები აატრიალა.

"მინდა გითხრა, რომ მაგის გარდა კიდევ 14 მანქანა მყავს და თანაც ჩემთან შეჯიბრს არ გირჩევ რონი, პროფესიონალი სნაიპერი ვარ, ზეინ მალიკი არასდროს აცილებს!" თქვა მან.

ზეინის პისტოლეტი აღვმართე და სამიზნეებს დავუმიზნე, 10 სამიზნეა, ათივეს უნდა გავარტყა!

Him & IWhere stories live. Discover now