Chapter fourteen

76 3 0
                                    

-Veronica-

მე და ზეინი ერთმანეთს უკვე ორი თვეა ვხვდებით!

რამდენჯერმე უკვე მოვასწარით კამათი, უმეტესად იმაზე, რომ ზეინი უყურადღებოა, ხანდახან ჩემთვის საერთოდ არ სცალია!

თან ყურადღებასაც არ მაქცევს ხოლმე, ხანდახან ისე იქცევა, თითქოს არც ვარსებობდე.

დილით რომ ავდექი საწოლში ზეინი არ დამხვდა, ამას უკვე შევეჩვიე.

პირველ სართულზე ჩავედი და სამზარეულოში შევედი, ბარზე თაიგული და წერილი დამხვდა.

თაიგულს ვუსუნე, ტიტებზე ვგიჟდები!

შემდეგ წერილი წავიკითხე.

"პატარავ, დღეს 6-ზე მზად იყავი, გამოგივლი, ჩვენი პირველი პაემანია<3"

წერილზე ჩამეღიმა, თან ცოტათი ავღელდი, ზეინთან პირველი პაემანი მაქვს!

აუზმის შემდეგ შხაპი მივიღე, თმა გავიშრე, ლამაზი, მოკლე წითელი კაბა და შავი ქუსლიანები ჩავიცვი, შემდეგ მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მალე 6 საათიც მოვიდა.

ზეინმა მომაკითხა, გადამკოცნა და კვლავ ტიტები გამომიწოდა.

მანქანით დიდი ხანი დავდიოდით, შემდეგ კი ზეინმა მანქანა პენსილვანიის ერთ-ერთ რესტორანში, "Orchids"-ში გააჩერა.

რესტორანში ორივე ერთად შევედით და კუთხეში, ლამაზად გაწყობილ მაგიდას მივუსხედით.

"რონი ეს ჩემი საყვარელი რესტორანია, აქ ყოველთვის მარტო დავდივარ ხოლმე, შენ პირველი ხარ ვინ აქ ოვიყვანე" მითხრა მან.

"ვაუ, თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ" ვთქვი ღიმილით.

"ხარ კიდევაც" მითხრა ზეინმა.

შემდეგ ორივემ კერძები შევუკვეთეთ, ზეინმა წითელი ღვინო შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. ბოლო დღეებია თავს ცუდად ვგრძნობ და თავის ტკივილისთვის წამლებს ვსვამ.

Him & IWhere stories live. Discover now