Chapter thirteen

75 4 0
                                    

-Veronica-

დილით საწოლში შიშველმა გავიღვიძე, ჩემს გვერდით ზეინს ველოდი, მაგრამ ის აქ არ იყო.

მისი პერანგი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი სადაც ზეინი საუზმეს ამზადებდა.

"დილამშვიდობისა" ვთქვი და მივუახლოვდი.

"გამარჯობა" თქვა და მობრუნდა, შემდეგ ტუჩებზე მაკოცა.

"რას აკეთებ?" ვკითხე მას.

"ფანქეიქები მოვამზადე, ვისაუზმოთ და ნიუ იორკში დავბრუნდეთ" თქვა მან.

"კარგი" ვთქვი და მაგიდას მივუჯექი.

ზეინის მომზადებული ფანქეიქები ზედმეტად გემრიელი აღმოჩნდა.

საუზმის შემდეგ ბარგი ჩავალაგე და აეროპორტში წავედით. ზეინმა ორი ბიზნეს კლასის ბილეთი აეროპორტშივე იყიდა, შემდეგ კი რამდენიმე საათში უკვე ნიუ იორკში ვიყავით.

ზეინის მანქანით მის სახლში წავედით, ახლა ღამის 2 საათია, ბავშვებს ხვალ ვნახავთ.

ზეინმა ორი ჩანთა შემოიტანა და შემოსასვლელში დაყარა, სახლში შუქი არ ენთო, მხოლოდ ოდნავ ანათებდა მთვარის სინათლე, მაგრამ საკმარისი იყო ერთმანეთი დაგვენახა.

"სხვათაშორის, ის წაგებული ერთი ღამე კიდევ ასანაზღაურებელია" მითხრა ზეინმა და კედელთან მიმიმწყვდია.

"აბა გუშინდელი რა იყო?" სიცილით ვუთხარი მას.

"ოუ არა პატარავ, აქ წააგე და აქ შეასრულებ, ეგ არ ითვლებოდა" თქვა ზეინმა და თმა გადამიწია, შემდეგ კი დაიხარა და ტუჩებზე უნდა ეკოცნა, როცა რაღაცის ხმა გავიგეთ.

"ზეინ, შენც გაიგე?" ვკითხე შეშინებულმა.

"ჩემს უკან დადექი" თქვა და უკან დამიყენა, თან ხელი ჩამკიდა და მისაღებში შევედით.

იქ კი ბავშვები დაგხვდნენ, რომლებიც ერთმანეთს აჩუმებდნენ.

"აქ რა ხდება?" ზეინმა იკითხა და ბავშვებმაც ერთად გამოხედეს.

Him & IWhere stories live. Discover now