Chapter twelve

64 3 0
                                    

-Zayn-

*3 დღის უკან*

უკვე სამი კვირაა ციხეში ვზივარ!

სამი კვირაა, ვერონიკა არ მინახავს. ზუსტად სამი კვირის უკან ვუთხარი, რომ მიყვარს. სამი კვირისწინ ვაღიარე მასთან და ჩემს თავთან, რომ მე, ზეინ მალიკს შემიყვარდა ქალი, თანაც თავდავიწყებით, მან კი იგივეთი არ მიპასუხა...

შუადღისით სხვა პატიმრებთან ერთად ვსადილობდი, სადილის შემდეგ კი დაცვა ჩემთან მოვიდა და გამიყვანა, მითხრა, რომ მნახველი მყავს.

გამიხარდა, მეგონა ვერონიკა ქნებოდა, რაც ციხეში ჩამსვეს, ჩემს სანახავად არ მოსულა. როდესაც გავედით იქ რონის მაგივრად დეტექტივი დაგვხვდა.

"თავისუფალი ხარ" მითხრა მან და ბორკილები მომხსნა.

"ვისი დახმარებით?" ვიკითხე მე.

"ჩემი" უეცრად ბიძაჩემის ხმა გავიგე.

"ბიძია" ვთქვი და მას მოვეხვიე. ბიძია ჩემზე ტანად დაბალი, ასაკ შეპარული კაცი იყო, მაგრამ ძალაუფლება ასაკის მიუხედავად არასდროს დაუკარგავს.

"გირაო გადახდილი იყო, მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვთქვი და გამოგიშვეს" თქვა მან და ხელჯოხს დაეყრდნო.

გირაო? დიდი ალბათობით რონი გადამიხდიდა, რადგან როდესაც ბიჭები მოდიოდნენ არც ერთს უხსენებია გირაო.

"ბიძია სასწრაფოდ უნდა წავიდე, ერთი ადამიანი უნდა ვნახო" ვთქვი და განყოფილებიდან გამოვედი.

ჩემი ტელეფონით ლიამს დავურეკე, მან მომაკითხა, გადამკოცნა და სახლისკენ წავედით.

"რონი რას შვრება?" ვკითხე ბედნიერმა, მიხარია, რომ მალე ვერონიკას ვნახავ!

რა თქმა უნდა, წამითაც არ ვნანობ მისთვის იმის თქმას რომ მიყვარს და ამ სიტყვებში 100%-ით ვარ დარწმუნებული.

"ზეინ" ლიამმა წყნარად თქვა და გზიდან მანქანა გადააყენა. "ვერონიკა აქ არ არის" თქვა მან და შემომხედა.

Him & IWhere stories live. Discover now