Chapter twenty-eight

56 3 0
                                    

-Veronica-

დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე გათენდა!

დღეს ჩემი შვილის სქესს გავიგებ!

ზეინი სახლში დიდ დროს არ ატარებს და დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ხან ვითომ არაფერი, მაგრამ უმეტესად მაინც ვჩხუბობთ.

დილიდანვე ზედმეტად აჟიტირებული ვიყავი, შხაპი მივიღე, ვისაუზმე და შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი.

სწორედ ამ დროს ტელეფობზე კენდალმა დამირეკა.

"აბა დედიკო რას შვრები, სად ხარ? შენთან მოვედი და არ დამხვდი" მხიარული ხმით მითხრა კენდალმა.

"კენ, ექოსკოპიაზე მივდივარ. დღეს ბავშვის სქესს გავიგებ" ვუთხარი აჟიტირებული ხმით.

"მარტო?" მკითხა მან.

"ხო" ვუთხარი სევდიანი ხმით.

"ვერონიკა ასე არ-" რაღაცას ამბობდა, მაგრამ შევაწყვეტინე.

"კენდალ უნდა გავთიშო, მიყვარხარ" ვუთხარი და გავუთიშე, შემდეგ ტაქსი საავადმყოფოსთან გაჩერდა, ფული გადავუხადე და გადავედი.

საავადმყოფოში შესვლამდე შევჩერდი, შემდეგ საავადმყოფოს გვერდით საცხობთან მივედი და ერთი დარიჩინის ფუნთუშა შევიძინე.

საავადმყოფოს ეზოში ხის სკამზე დავჯექი და ფუნთუშის ჭამა დავიწყე, აი, ასე უცნაურად მშივდება ამ ორსულობის დროს.

ჩემთვის მშვიდად და გემრიელად მივირთმევდი, როდესაც გვერდით ვიღაც დამიჯდა.

"ეგ ფუნთუშა ნამდვილად ძალიან გემრიელი უნდა იყოს" უეცრად ზეინის ხმა გავიგე, ჩემს გვერდით ჯინსში, შავ ზედაში, ტყავის ქურთუკსა და სათვალეებში გამოწყობილი იჯდა.

"არის კიდევაც" ვუთხარი და საბოლოოდ დავამთავრე ჭამა.

"რონი, ასე აღარ მინდა გაგრძელება" მითხა მან და ამოიოხრა. "ბოლოსდაბოლოს ბავშვი უნდა გვეყოლოს, შვილი ორივესია" თქვა და მუცელზე მანიშნა.

Him & IWhere stories live. Discover now