Chapter eleven

67 4 0
                                    

-Veronica-

"ვერონიკა, მეხუმრები?" გაოცებული მიყვირის ელე, მას შემდეგ რაც მოვუყევი 2 დღის წინ მომხდარზე, როცა ზეინმა მითხრა რომ ვუყვარვარ.

"ჩემი ძმისგან არც მიკვირს მსგავსი ქცევა, რაღაცას გააკეთებს და შემდეგ გტოვებს ასე მარტო, შენს თავთან" თქვა კენდალმა და ჩაიცინა.

"ჯანდაბა არც ვიცი რა ვქნა, თავიდან ერთმანეთის მოკვლა გვინდოდა, ახლა კი მას ვუყვარვარ, მე კი ჩემს გრძნობებში ვირევი" ვთქვი და საწოლზე გადავწექი. "ჩემი თავისთვის დრო მჭირდება, სადმე უნდა წავიდე" ვთქვი და საწოლიდან ავდექი.

"და სად წახვალ? ან იქნებ ზეინი დროზე ადრე გამოუშვან, არ დახვდები?" მკითხა კენდალმა.

"ჩემს გრძნობებში გარკვევა მჭირდება" ვთქვი და კარადა გავაღე ტანსაცმელის ჩასალაგებლად. პატარა ჩემოდანში ტანსაცმელები ჩავყარე, შემდეგ თავადაც ჩავიცვი და ჩემოდანი პირველ სართულზე ჩავაგორე.

"ვერონიკა სად ჯანდაბაში მიდიხარ" მკითხა ელემ და ორივე კიბეებზე მომყვებოდნენ.

"არ ვიცი ელე, სადაც იქნება რეისი" ვთქვი, სათვალე გავიკეთე და გარეთ გავედი. "გთხოვთ, მარტო მინდა ყოფნა" ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი.

მძღოლმა აეროპორტში მიმიყვანა, იქ შევედი და საინფორმაციო დაფას შევხედე, პირველი რეისი ლონდონში მიდის.

ლონდონის მიმართულებით ბილეთი შევიძინე, ფრენა 2 საათშია და მთელი 9 საათი უნდა ვიფრინო.

***

ლონდონში ჩამოვედი!

ჩამოსვლისთანავე ტაქსი გამოვიძახე და სასტუმროში დავბინავდი.

მთელი გზა ზეინზე მეფიქრებოდა, ახლაც ზეინზე ვფიქრობ!

ელეს მივწერე რომ მშვიდობით ჩამოვედი და ტელეფონი გამოვრთე.

ჯანდაბა, დიდ შარში ვარ!

ჩემს თავთან დავრჩი მარტო, ჩემს გრძნობებში უნდა გავერკვე!

Him & IWhere stories live. Discover now