Chapter four

85 6 0
                                    

-Veronica-

უკვე მეორე დღეა ზეინთან ვარ.

სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად მივლის, მაგრამ მაინც უჟმურობის განსახიერებაა!

საშინელებაა, შხაპსაც კი ვერ ვიღებ, დამოუკიდებლად გამოცვლაც კი არ შემიძლია!

"ზეინ" მისი სახელი ხმამაღლა დავიძახე.

ჩაცმაში დახმარებას ვინმე სხვასაც ვთხოვდი, მაგრამ ზეინს მხოლოდ მზარეული ჰყავს და ისიც შუადღეს მოდის.

"რა გინდა" უხეშად მითხრა და კართან დადგა.

"მაისურის გამოცვლაში უნდა დამეხმარო" ვუთხარი მას.

"მირჩევნია მის გარეშე გხედავდე" ეშმაკურად მითხრა.

"არავის უკითხავს შენი აზრი" ვუთხარი მას.

"არ დაგეხმარები რონი, როცა რამე გსურს, თავაზიანად უნდა მოითხოვო" მითხრა და წასასვლელად გაბრუნდა.

"ზეინ მაისურის გამოცვლაში დამეხმარე" ვთქვი მე. "გთხოვ" ჩუმად დავამატე.

ზეინი ამაყი სახით მობრუნდა, შემდეგ კი ჩაფიქრდა.

"ტანსაცმელები რომ არ გაქვს?"

"ჯანდაბა" ვთქვი მე. "გთხოვ რამე შენი მათხოვე" ვუთხარი მას.

ზეინი ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წამში კი შავი მაისურითა და სპორტული შარვლით მოვიდა.

შარვალი თავად ჩავიცვი, მაისურის ჩაცმაში ზეინი დამეხმარა.

"მადლობა" ვუთხარი კართან მისულ ზეინს.

"არაფრის" შეუმჩნეველი ღიმილით მითხრა და გავიდა.

***

"რონი, ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ და ჩამოდი, გაგაცნობ" მითხრა ზეინმა.

"კარგი" ვუთხარი მას, შემდეგ თმა კოსად შევიკარი და პირველ სართულზე ჩავედი.

მალე კარზე ზარის ხმა გაისმა და შემდეგ შემოლაგდა მთელი რაზმი.

ხუთი ბიჭი და სამი გოგო, ბოლო გოგონა ვინ იყო? ელეანორი!

"შენ აქ რა გინდა?" ვკითხე მას მხიარულად და მოვეხვიე.

Him & IWhere stories live. Discover now