Chapter eight

83 4 0
                                    

-Veronica-

ოლივია ჩამოვიდა!

დღეს დამირეკა, საღამოს მივდივართ ბარში ზეინის ძმაკაცები, კენდალი, ელე, მე, ზეინი და ოლივიაც.

ჩემთვის და ელესთვის ოლივიას ნახვა ცოტა უცნაურია, ნეტავ როგორია?

იმედი მაქვს ძალიან შეცვლილი არ იქნება!

დილით არ მისაუზმია, სახლის ლაგებას ისე შევუდექი, თითქოს ჩემი იყო!

მთელი სახლის დალაგებას რამდენიმე საათი მოვანდომე, ბოლოს მისაღებში დაქანცული დავჯექი და ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი.

ზეინი არ მინახავს, დილით ჩემ გაღვიძებამდე წავიდა სამსახურში.

მთელი დღეა არაფერი მიჭამია და შიმშილის გრძნობა მაინც არ მაწუხებს!

დილით ავიწონე, ისევ ისე, ბოლო 1 წელია სასწორი ერთსა და იმავე წონას, 55 კილოგრამს აჩვენებს!

წარსული ისევ თან მსდევს, წონაც კი წარსულს მახსენებს!

***

საღამოს ზეინი მოვიდა და მაშინვე სამზარეულოში შევიდა.

"რონი დღეს რამე ჭამე?" ზეინმა მკითხა და ქვაბს თავი ახადა.

"კი" ვთქვი და ძირს დავიხედე.

"რატომ მატყუებ?" მკითხა მან. "ახლა დაჯდები და ჩემთან ერთად შეჭამ" მკაცრად მითხრა და ორი თეფში აიღო.

"ზეინ, არ მშია" ვთქვი ჯიუტად.

"მე შენთვის არ მიკითხავს" მითხრა მან და მაგიდაზე საჭმლით სავსე თეფში დამიდო. "სანამ ამას მთლიანად არ შეჭამ აქედან ფეხს ვერ გაადგამ" მითხრა მკაცრად და ჩემს წინ დაჯდა, შემდეგ კი გემრიელად ჭამა დაიწყო.

საჭმელს შევხედე, არ მშია, თან რომ არ ვჭამო აქედან ვერ გავალ!

"რონი ჩემი ხელით გაჭმევ" მითხრა ზეინმა, შემდეგ წინ დამიჯდა და საჭმლით სავსე კოვზი პირთან მომიტანა.

საწყალი სახით შევხედე, მაგრამ ამან არ იმოქმედა, ამიტომ პირი გავაღე და ასე მაჭამა ზეინმა მთელი თეფში.

Him & IWhere stories live. Discover now