Chapter twenty-six

50 3 0
                                    

-Veronica-

რა უცნაურია არა ცხოვრება?

იმ დღის შემდეგ, რაც დერეკს ვესროლე და მოვკალი ჩემში თითქოს ორი ადამიანი იბრძვის.

ერთს სინანული არ აძლევს საშუალებას ღამით თვალი მოხუჭოს, ყოველ წამს დერეკის სახე უდგას თვალწინ.

მეორეს კი პირიქით, უხარია კიდეც დერეკის სიკვდილი და ფიქრობს, რომ მან ეს დაიმსახურა იმის გამო რაც მე და ჩემში არსებულ სიცოცხლეს დაგვიშავა!

იმ ამბის შემდეგ სამი დღე გავიდა, როდესაც უკან დავბრუნდით ზეინს ვთხოვე, რომ მარტო ყოფნა მჭირდებოდა, ისიც სიტყვის უთქმელად გაუჩინარდა და თავისი სახლი დამითმო, რის გამოც უსაზღვროდ მადლობელი ვარ, მაგრამ ეს სახლი რაღაც მხრივ ჩემიც არის.

გუშინ ექიმთან ელესთან ვიყავი, ექიმმა მითხრა რომ ბავშვი კარგად არის და ჯერ ძალიან პაწაწინაა, სულ რაღაც ფორთოხლის თესლის ხელა.

ასევე ექიმმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დავისვენო, მოვერიდო სტრესსა და ფიზიკურ დატვირთვას.

სახლში მხოლოდ მე ვარ, ამიტომ საწოლში ვერ ვჩერდები და მიუხედავად ექიმის გაფრთხილებისა, მაინც დავდივარ აქეთ-იქეთ და სახლს შეუჩერებლად ვალაგებ.

დღეს ჩემთან ელე და კენდალი უნდა მოვიდნენ, ახლაც კი სახლს ვალაგებ.

გოგოები მალევე მოვიდნენ, მომეხვივნენ და სამზარეულოში დავსხედით, ყავის გაკეთება კენდალმა დაიწყო, მე კი წვენს ვსვამდი.

"ზეინი როგორ არის?" ყოყმანის შემდეგ მაინც ვკითხე.

"კარგად" მითხრა კენდალმა. "ასე თქვა, რამდენი დროც საჭიროა იმდენს მივცემ და დაველოდები, მთავარია კარგად იყვნენ ისიც და ბავშვიცო" მითხრა მან.

"კენ ხომ გესმის ჩემი? არ შემიძლია მას ვუყურო, ის არის ადამიანი, ვინც ნახა როგორ მოვკალი დერეკი და მისი შეხედვისას ყოველთვის ეს სცენა მახსენდება, არ ვიცი რა მჭირს კენ, უბრალოდ მინდა მარტო ვიყო" ვთქვი მე.

Him & IWhere stories live. Discover now