chapter three

88 6 0
                                    

-Veronica-

დილით ოთახის კარზე კაკუნის ხმა მაღვიძებს.

"შემოდით" ვთქვი ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.

"სტუმარი გყავს რონი" მამაჩემის ხმა მაფხიზლებს.

თვალები გავახილე და ჩემს წინ მდგარი მამაჩემი დავინახე, მის უკან კი კარის ჩარჩოზე მიყუდებული ზეინი.

"ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?" ვკითხე მამაჩემს და საწოლში წამოვჯექი.

"სერიოზული საქმე მაქვს და უნდა გითხრა" მითხრა მამამ.

"მაინც ვერ ვხვდები ის თვითკმაყოფილი იდიოტი რა შუაშია" ვთქვი მობეზრებით.

"სხვათაშორის მეც აქ ვარ და ბოლოს ჩემზე ვინც ასე საუბრობდა, ახლა მკვდარია" მითხრა ზეინმა ბოხი ხმით.

"სცადე ჩემთვის რამის დაშავება და ვნახოთ ვინ აღმოჩნდება ბოლოს მკვდარი" ვუთხარი მას.

"მოკლედ, რონი უნდა დაქორწინდე ზეინზე" მითხრა მამაჩემმა.

მზერა ზეინის თვითკმაყოფილი სახიდან მამაჩემზე გადმოვიტანე, რამდენიმე წამი არაფერი მითქვამს, შემდეგ კი ბოლო ხმაზე დავიყვირე.

"რაა?" არა, მართლა გასაგიჟებელია!

"რა და უნდა დაქორწინდეთ, თანაც ხვალვე, გინდა თუ არა ეს" მითხრა მამამ. "მე ოთახიდან გავალ, თქვენ ორმა ისაუბრეთ და ეცადეთ ერთმანეთი არ დახოცოთ" თქვა და ოთახიდან გავიდა.

ზეინი ოთახში შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა.

"აბა მომავალო ცოლო, როგორ გრძნობ თავს" მითხრა ზეინმა ირონიით.

"საშინლად, ჩემი მომავალი ქმარი ნამდვილი ხეპრეა" ყალბი ღიმილით ვუთხარი მას.

შემდეგ საწოლიდან მოკლე მაისურის ამარა წამოვდექი, საერთოდ მეკიდა რომ მის წინ ნახევრად შიშველი დავდიოდი.

"რატომ მაშტერდები?" ვკითხე და ნაჭრის შორტები ამოვიცვი.

"იმიტომ რომ ჩემს წინ ნახევრად შიშველი მოძრაობ" მითხრა მან და ტუჩებზე ენა გადაისვა.

Him & IWhere stories live. Discover now