Chapter sixteen

57 4 0
                                    

-Zayn-

მე და ვერონიკამ საშინლად ვიჩხუბეთ!

ჩხუბის შემდეგ აივანზე გამოვედი, რამდენიმე წუთში კი კენდალიც შემომყვა.

"ზეინ ვერონიკა მანქანით წავიდა სადღაც, რამე არ შეემთხვას" მითხრა მან.

"არაფერი მოუვა კენდალ, ნუ ნერვიულობ" ვთქვი და მისაღებში გავედი.

ჯანდაბა, როგორი დაუფიქრებელი და სულელი გოგოა!

მე ის მიყვარს, ის კი არც უფიქრდება რას აკეთებს ან ამბობს!

ვერონიკა ალბათ 15 წუთია რაც წავიდა, კენდალი აქეთ-იქეთ დადიოდა და ცქმუტავდა, ბოლოს გულმა ვერ მიუთმინა და ტელეფონზე დაურეკა, მაგრამ ავტომოპასუხე ჩაირთო.

"კენდალ დაწყნარდი, არაფერი მოხდება" ვუთხარი მას მშვიდად.

"გული ცუდს მიგრძნობს ზეინ" თქვა მან.

***

ჩემს ოთახში ვარ, უკვე მეც ავფორიაქდი, ნახევარი საათის უკან წავიდა და მისგან არაფერი გვსმენია!

ოთახიდან ისევ მისაღებში ჩავედი, კენდალი ჩუმად იჯდა დივანზე და ტელევიზორს უყურებდა.

"რა ხდება?" ვკითხე მას.

"რაღაც ავარია მომხდარა მეხუთე ავენიუზე, სატვირთო დაჯახებია მანქანას" თქვა მან, ეკრანზე კი ჟურნალისტი გამოჩნდა.

"ნიუ იორკის მაყურებლებო, დღეს, მე-5 ავენიუზე შემზარავი ავარიის მომსწრენი გავხდით! სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, ავტომობილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ამობრუნებული და ცეცხლწაკიდებული დახვდა, ამ დროისთვის მაშველები ცდილობენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის, 23 წლის გოგონას გამოყვანას მანქანიდან, რომელიც ექთნების ცნობით კვლავ ცოცხალია და მალე New York presbyterian hospital-ში გადაიყვანენ"

"ზეინ, მეშინია ვერონიკა არ იყოს" მითხრა კენდალმა და შიშით გამომხედა, ახლა მეც შევშინდი!

Him & IWhere stories live. Discover now