არ მიყვარს ბანალური შესავლები სიყვარული რა არის ცვლილება თუ ბედნიერება ან ცხოვრებაზე რომ წერენ ამ ნაწილს ყოველთვის ვახტები შეიძლება იმიტომაც რომ ამას თითოეული თავის ცხოვრებაში თვითონ უნდა მიხვდეს და ყველასთვის დამოუკიდებელი რამაა ასეთი რაღაცეები, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის ბანალურად წასული დასაწყისია ყოველთვის მირჩევნია რომ პირდაპირ შუა ამბიდან დავიწყო მოყოლა რის შემდეგაც ცოტა ხანში განვლილ მოქმედებას და ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებას დავწერ მაგრამ რატომღაც მიუხედავად ჩემი სურვილისა ამ ამბის მოყოლა, ჩემს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენის აღწერა რამაც ბევრი რამე შეცვალა და დატოვა ისიც რასაც ვერ შევცვლი ჩემი აზრით ღირს ამ ცოტაოდენ შესავალს რაღაც ბანალური გაგრძელება აღარ დავურთო.ვერ მივხვდი თავიდან იმ თთოეულ სიტყვას რაც ჩემი კომპიუტერის ეკრანზე ეწერა, ალბათ იმიტომ რომ საშინლად აღელვებული ვიყავი და ამასთანავე შეშინებულიც. მაგრამ ფაქტი ერთი იყო საბოლოოდ შევძელი წამეკითხა ჩემთვის გაუგებარი მაგრამ ამავე დროს ნაცნობი სიტყვები. არ ვიცი რას ვაკეთებდი სანამ ჩემმა დამ არ შემოიხედა ოთახში, მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო, ჩემმა ცრემლიანმა თვალებმა მეც კი შემაშფოთა.
"ყველაფერი რიგზეა? რაო ანალიზის პასუხებმა?" კარები მიხურა და იატაკზე დაჯდა ისიც.
"თითქმის გაქრა ლიკა, არ ვიცი როგორ ვერ ვხვდები, წესით ეს შეუძლებელია" არეულად ვლაპარაკობდი და თან კომპიუტერში ექიმის გამოგზავნილ სიტყვებს ჩავცქეროდი, მაგრამ როცა დავამთავრე ლაპარაკი და ზემოთ ავიხედე და დავინახე ჩემი დის თვალები რომლებიც ცრემლებით იყო ავსებული და ღმერთო მისი ღიმილი, რა დამავიწყებს ამას.
მომვარდა ამაყენა და ძლიერად ჩამეხუტა, ზოგადად ასეთი არ იყო მაგრამ ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა, რომელსაც მოგვიანებით მოვყვები. იმდენად ბედნიერი იყო არ ვიცი ვერ ავღწერ.

YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო