დილით ადრე გამეღვიძა, გუშინდელი ღამე გამახსენდა და გამეღიმა თუმცა ისიც ვიცოდი რომ არასწორად მოვექეცი 1 კვირა არაფერი და უცებ სახლში დავადექი. უნდა წავსულიყავი აქედან მაგრამ ვიცი ეს უფრო გაანადგურებდა მას და საშინლად ეწყინებოდა. ქვემოთ ჩავედი საშინლად მწყუროდა.
მინდოდა მისთვის რაიმე მომემზადებინა, რავი დიდი არაფერი ბუტერბროდები გავუკეთე საჭმლის კეთება არ ვიცოდი ან საიდან ვისწავლიდი დაწოლას ვიყავი ჩავარდნილი, არც ის ვიცოდი გამომდიოდა თუ არა. შეიძლებოდა არ მოეწონებოდა და სულაც საშინელი გემო აქ ამ ყველაფერს ერთად შერეულს არ ვიცი, ნერვები მომეშალა. მაგიდაზე დავჯექი და ფეხების ქანაობა დავიწყე თან ტელეფონში ვიჭყიტებოდი.
" დილამშვიდობის მშვენიერო " ლევას ხმა გავიგე რა ახლოს მდგარა ჩემთან ფეხებ შორის მომექცა.
" დილამშვიდობის "
" ეს მე გამიკეთე? "
" ხოო გელოდებოდი რომ გვეჭამა ნუ არ ვიცი გემრიელია თუ არა ვაფშე ნაგებობაა მგონი გადავყრი " თეფშს მოვკიდე ხელი სანაგვისკენ უნდა წავსულიყავი რომ შემაჩერა.
" მოიცა გავსინჯო ჯერ " ჩაკბიჩა და მგონი არ მოკვდა " გემრიელია რას ყრიდი, დაჯე ვჭამოთ " ხელში ამიყვანა და მაგიდაზე შემომსვა, პირი ღია დამრჩა რას აკეთებდა ჩემს წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. " ასე ვჭამოთ " თეფში მომაწოდა ჩემი თვითონ თავისი მაგიდაზე დაიდო და გემრიელად მიირთმევდა.
" მართლა მოგწონს? " კიდევ ერთხელ ვკითხე მაინც
" კი რატო არ უნდა მომწონდეს "
" რა ვიცი არასოდეს არ გამიკეთებია, საჭმელების კეთება არ ვიცი "
" არაუშავს მაგაზე წუხარ მგონი იცი კეთება და ვერ ხვდები მაგას თუმცა თუ რამეა მე მოგიმზადებ " ხელი ფეხზე ამისრიალა და ბარძაყზე მომიჭირა ჩემდა უნებურად ხმა დამცდა.
" გეყოფა ვჭამთ " გავაჩერე და ხელიც ჩავაწევინე. გაეცინა, ისეთი საოცარი სიცილი ჰქონდა თვალი ძლივს მოვწყვიტე. ვჭამეთ, თვითონ ტელეფონზე ლაპარაკობდა სამსახურიდან მე ზემოთ ავედი ამ დროს და გამოვიცვალე, მთელი დრამით მომიწია გამომშვიდობება ლევას მაისურთან. ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი.
" უნდა წავიდე " სამზარეულოს მაგიდას იყო მიყუდებული რომ მივედი და წინ დავუდექი, წელზე მომხვია ხელი და ჩამეხუტა.
" არ გაბედო ისევ გადაკარგვა ვნერვიულობ შენზე და არა მარტო მე, გუშინ არ დაგაძალე მარა უნდა მომიყვე რა ხდება მარტო შენთვის ნუ იტოვებ " თმები ყურს უკან გადამიწია.
" ეგ უკვე დაძალებაა "
" რა გინდა აბა მია ერთი კვირა იკარგები უცებ მოდიხარ და გგონია არაფერს გკითხავ და ვალდებული არ ხარ მიპასუხო? "
" პირადი მიზეზებია მე მეხება არ გეხება არც შენ და არც დანარჩენებს ვალდებული არ ვარ გითხრა " მოვშორდი მას
" მია ვიცი რომ ნერვიულობთ დარდობ და ცუდად ხარ ნამტირალევი მოხვედი გუშინ მითხარი რა გაწუხებს " მომიახლოვდა ისევ და ხელები მომკიდა.
" არ გეხება თქო შენ არ მინდა თქმა და არ ვიტყვი რატო მაძალებ ვერ გავიგე " ხელები მოვაშორე და სახე გავამკაცრე მანაც იგივე ქნა.
" რას ვერ ვხვდები შენზე ვღელავ "
" ლევა არაფერია ისეთი შემომხედე პატარა ბავშვი ვარ უბრალოდ ზედმეტი რეაქცია მაქვს და ზედმეტად განვიცდი ისეთი არაფერი არაა "
" დარწმუნებული ხარ? "
" კი კარგად ვიქნები უბრალოდ მჭირდება რომ ჩემს გვერდით იყო ისე არ შემიძლია თურმე " კისერზე ჩამოვეკიდე და გავუღიმე.
" შენს გარეშე არც მე შემიძლია " წელზე მომხვია ხელები, მომიწია მისკენ და მაკოცა ვნებიანად და სწრაფად, ჰაერის უკმარისობის გამო გავჩერდით
" ახლა მართლა უნდა წავიდე მერე გნახავ "
" იმედია ეგ მერე მალეა "
" კაიი თუ გინდა და გეცლება საღამოთი მარტო ვიქნები სახლში და მოდი "
" დიდი სიამოვნებით სხვათაშორის ბავშვებმა გაიგეს ჩვენზე ყველამ იცის "
" რააა "
" შენ რომ ვერსად ვპოულობდი ელენეს ვკითხე პირველ დღეს რა და ბოლოს ისე გამოვიდა რომ ყველაფერი მათქმევინეს "
" აუუ რა სირცხვილია "
" რატოა სირცხვილი "
" თვალებში როგორ შევხედო მათ, ერთი კვირა ვერ დაიცავი ჩვენი საიდუმლო და მერე დღესვე დაფქვი?! "
" რა მექნა "
" წავედი რა მე დამაგვიანდება "
" საით? "
" ნუ მელაპარაკები მოგკლავ იცოდე" დანა ავიღე და დავემუქრე მერე ისევ დავდე თავის ადგილას
" გიჟი " ხმამაღლა მითხრა და ჩაიცინა.
" კაი წავედი ლევა " ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და კარებთან მივედი. შემაჩერა
" დაიმახსოვრე სულ ასე იქნება "
" ვერ ვხვდები რა იქნება "
" თუ ვიჩხუბებთ ან ვაწყენინებთ ერთმანეთს ვილაპარაკებთ და მოვაგვარებთ არ გავიქცევით "
"კარგი წავალ ახლა მე " შუბლზე მაკოცა ლევანმა და სახლიც დავტოვე, თავს იმაზე უკეთესად ვგრძნობდი ვიდრე იმ ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი, საღამოთი ბავშვებსაც ვეტყვი თორე ცუდად გამომივა და ეწყინებათ.
ქიმიო თერაპიაზე ვიყავი როცა ელენეს დავურეკე.
' მია გოგო სად დაიკარგე გული მისკდება რამე ხო არ დაემართა თქო როდის იყო ეგრე იქცეოდი მომიყევი რა ხდება '
' არ გვინდა რა ელე ისეთი არაფერია მართლა ამდენი რაღაცის მერე თავს ცუდად ვგრძნობდი თან მათ არაფერს რომ არ ვეუბნები დასვენება მინდოდა ხო იცი არ ვარ ხოლმე ამდენ ხალხთან ასე კონტაკტში სანამ რამეს გავაფუჭებდი უნდა დამესვენა '
' რაღაც მგონია რომ სხვა მიზეზიც არის '
' კაი რა ელე რაღაცისთვის დაგირეკე და მათქმევინე '
' ხო ხო მიდი '
' დღეს საღამოთი მარტო ვიქნები ბავშვებსაც უთხარი და ამოდით ტატოსაც უთხარი რა '
' ბავშვებს ვეტყვი მარა ტატოს შენ უთხარი ხო იცი მაგრა გაუტყდება რომ ვუთხრა შენ რომ დამაბარე და ეგრე არ დაურეკე რატო ექცევი გუშინ ხო შენთან ამოვიდა '
' აუ ელე მე და ტატო მოვაგვარებთ რა გთხოვ უთხარი ნახე ვპატიჟებ კიდევ რა გინდა '
' კარგი ხო ვეტყვი ყველას შენ სად ხარ '
' კურსზე '
' გუშინ სად იყავი ლიკამ სახლში არ იყო ღამეო '
'ლევანთან დავრჩი ' მაინც იცოდნენ ყველაფერი.
' ესეიგი პირველი ლევანი ხო ვიმახსოვრებ '
' კაი რა '
' ვხუმრობ ხო მიხარია ძალიან თქვენი ამბავი და ის რომ ბედნიერი ხარ მასთან ვიცოდი რომ ბოლოს ერთად იქნებოდით რა ' გაგვეცინა
' კაი წავედი ახლა მე დღეს გნახავ '
' გაკოცეეე ' და გათიშა.
ტატოსთან ნაჩხუბარი ვარ გუშინ მთელი ერთი ამბავი იყო. იმდენი მეჩხუბა ბოლო ხმაზე ვყვიროდით სახლში ოპერაციაზე დაკარგვაზე თავიდან არაფერი მარა ბოლოს ისე დავცხეთ სახლიდან გავარდა.
ძალიან ძალა გამოცლილი ვიჯექი დინის მანქანაში არაფრის თავი არ მქონდა არადა ცოტა ხანში მოვიდოდნენ ბავშვები, ლევანს უკვე ვუთხარი რომ დანარჩენებიც იქნებოდნენ დინისაც რომ ბავშვები მოვიდოდნენ, ახლა კი არც ვარ დარწმუნებული რომ მინდა თავს ცუდად ვგრძნობ და გული მერევა. როგორც კი მივედით სახლში ეგრევე ოთახში ავედი და დავწექი, გული ამერია, მეზიზღებოდა უკვე ეს ყველაფერი.

YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო