part 2

18 1 0
                                    

  არავინ გაჰყოლია მიას იცოდნენ რომ არ წასულა და ისევ სახლის ეზოში იყო.

" დამშვიდდი გთხოვ უკვე მოხდა ამით ვერაფერს ვერ შევცვლით, ჩემი ბრალია ვუთხარი ცოტა დალიეთქო, თუმცა ვერც მივაქციე ყურადღება იმდენი დალია "
" სერიოზულად უთხარი რომ დაელია, სულ გაგიჟდი რამე რომ მოუვიდეს რა ვუყო "
" უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო არც მეგონა ამდენს თუ დალევდა მაპატიე საერთოდ არ უნდა შემეთავაზებინა მისთვის "
" დინის რა ბრალია მართლა იმდენი ხანია დალეული არ ქონდა სასმელი არც მე მეგონა მაგდენს თუ დალევდა თან შეხედე ვერ უყურებ მთვრალია რა ადეკვატურს მისგან ელოდები " რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო ეს დინისთვის კატო მართალს ამბობდა.
" ვერ ვხვდები რა ხდება და მგონი მარტო მე არ ვარ ესე " დემეტრემ იკითხა. ( ერთ-ერთია ვინც გვიან მოვიდა მაგის ძმად ნაფიცი კიდე ლევანი ქვია) დემეტრეს და ლევანის გარდა ყველა ხვდებოდა რაც მოხდა სინამდვილეში ადრე წლების წინ ჯერ კიდევ მაშინ როცა მია პატარა იყო მაშინ გაიგეს კიბოს ამბავი და ახლა მიხვდნენ რომ ერთ დროს ნათქვამი მალე გამოჯანმრთელდება თურმე არ ყოფილა მალე და კიდევ გაგრძელებულა. ლევანი და დემეტრე კი ამ დროს საზღვარგარეთ იყვნენ და ვერც მიხვდნენ რატომ იქცეოდნენ ასე.
" ანუ ეს კიდევ ხდება? არ დამთავრებულა? " თემომ იკითხა, დემეტრეს კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
" კი, მაშინ ხომ გვეგონა რომ შეწყდა 5წლის წინ გავიგეთ რომ უარესდებოდა ბოლოს კიდე საშინელ მდგომარეობაში იყო " დაიწყო ლაპარაკი ლიკამ და თან ჩამოჯდა, თავისდაუნებურად ცრემლები წამოუვიდა. " მერე საზღვარგარეთაც მოგვიწია წასვლა მარა მაინც ვერაფერს ვშველიდით, ისევ აქ ჩამოვედით და გრძელდებოდა ესე 4 წელი მისი ტანჯვა, მერე თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა და ნელ-ნელა კარგად ხდებოდა მთელი 1 წელი გაგრძელდა ესე დღეს კიდევ მეილი მოუვიდა ექიმისგან რომ თითქმის გაქრა და ასე თუ გავაგრძელებთ მალე სულმთლად გაქრება " თქვა და კიდევ წამოუვიდა ცრემლები, კატო მას მოეხვია " მან კიდე რა გააკეთა, იქნებ რამე დაემართოს ახლა, იქნებ გაუარესდეს ყველაფერი " თქვა და თავი ხელებში ჩარგო.
" აი თურმე რატო გვითხარი  დასასვენებლად მივდივართო, ან მთელი 5წლის მანძილზე შენს დას ამ სახლშიც კი რომ ვერ ვკრავდით ხოლმე თვალს დღეს ვნახეთ ამდენი ხნის მერე სულ რაღაცას იმიზეზებდით და გვატყუებდით, შეიძლება ეგოისტურად გამომდის მაგრამ ასეთი რამის დამალვა არ შეიძლება ან მარტო ამ ყველაფრის გადატანა რომ გეთქვა ხომ შეიძლებოდა " ეწყინა ტასოს
" ხო შეიძლება უნდა გვეთქვა მარა არ უნდოდა მიას რომ ბევრს სცოდნოდა მარტო ელენეს და ტატოს უთხრა, კატომ კიდე შემთხვევით დაინახა საშინელ მდგომარეობაში მია და მაშინ გაიგო" თქვა და ცრემლები მოიწმინდა.
" კაი და რა ჭირდა მაინც ვერ ვხდები " ახლა ლევანმა იქითხა.
" კიბო " ასე მოკლედ თქვა დინმა და ზუსტად მაშინ შემოხსნა კარი მიამ დინის სიტყვებიც გაიგონა და შესულს ყველას დანაღვლიანებული სახეც, ლევანს და დემეტრეს კიდევ გაოცებული სახე ქონდათ შეეცოდათ კიდეც მია.
" უთხარი არა? " დინს შეხედა საშინლად გაბრაზდა.
" მია გთხოვ "
" რას მთხოვ, რას ერთადერთ რაღაცას გთხოვდით მეც ჯობდა ის შეგესრულებინათ ვიდრე ამდენი რაღაცა მშვიდად მაინც ვიქნებოდი, თქვენ კი შანსი მოგეცათ თუ არა ენები ვერ გააჩერეთ, ეს თქვენ არ გეხებათ ჩემი ცხოვრებაა ჩემი ნაწილი და არ გაქვთ უფლება მაგაზე ილაპარაკოთ, გესმის ნუ მთხოვ არ გინდა " უთხრა და თვალებში შეხედა დინს.
" იცი რას გეტყვი შენთვის იმდენი რაღაც გვაქვს გაკეთებული იმდენჯერ დაიტანჯა შენი და შენს გამო ნუ იძახი რომ არ გვაქ უფლება,  ამდენი რაღაცის მერე შენც არ გქონდა უფლება მარტო საკუთარ თავზე გეფიქრა და ამდენი დაგელია " თვითონაც გაბრაზდა.
" არ გაგეკეთებინათ, ისე მოგცეულიყავით როგორც ჩემი მშობლები მოიქცნენ ბოდიში რომ ჩემს გამო დაიტანჯეთ და ამდენი გადაიტანეთ მაგრამ თქვენ არ ხართ მარტო ის ვინც ბევრი გადაიტანა " ვუთხარი და ოთახში ავედი.
" მართალია, შეიძლება თითოეულს გვტკიოდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, მაგრამ ყველაზე მეტად ის იტანჯებოდა მთელი მისი ცხოვრებაა, არ გვაქვს უფლება განვსაჯოთ, ბავშვია ამდენი რაღაც გადაიტანა უბრალოდ ერთი საღამო მოუნდა რომ დაევიწყა ყველაფერი და ის გააკეთა რაც უნდოდა, შეიძლება ზიანი მოუტანოს ამან მაგრამ ამის გამო ვერ ვეჩხუბებით, მან ისეთი რაღაც გადაიტანა ჩვენი ტკივილი რა შედარებაა მასთან ყველაზე მეტად ის დაიტანჯა" კატომ თქვა და წამოდგა ბავშვებთან ერთად დატოვა სახლი.
ელენეს მამამისმა დაურეკა და იძულებული იყო წასულიყო, ტატო კიდე დარჩა. დინმა და ლიკამ იქაურობის მილაგება დაიწყეს, ხოლო ტატო მიასთან აუშვეს. დაკაკუნების შემდეგ რონ გაიგო ტატო იყო უხმოდ გაუღო კარი და ოთახში შევიდნენ, არცერთი იღებდა ხმას, საწოლზე დაწვნენ, ტატო მიას მიეხუტა და ასე იწვნენ კარგა ხანი, მაშინ როცა ტატოს ეგონა რომ ჩაეძინა მიას, მიამ ტირილი დაიწყო.
" დავიღალე " მხოლოდ ეს თქვა მიამ და ტირილი გააგრძელა, ტატო კიდევ ამშვიდებდა და ძლიერ ეხუტებოდა.
ალბათ ბევრი ტიროდა იმ ღამით ამ პატარა 16 წლის გოგონას გამო, ბევრს სტკიოდა მისი ტკივილი. ლიკა დინს ჩახუტებული იწვა და ტიროდა, დინსაც კი მოადგა ცრემლები და ნანობდა იმ სიტყვებს რაც მიას უთხრა ამის ღირსი ხომ არ იყო მია. ელენე განმარტოებული ოთახში დღევანდელი დღის გამო კატოს სიტყვებზე ჩაფიქრებულმა აატირა და ვერც წყნარდებოდა, თავის ძვირფასს მეგობარზე და იმაზე ტიროდა რომ ასეთი პატარა გოგოს ამდენი არ უნდა ჰქონდეს გადატანილი, კატოსაც მოაწვა ცრემლები ის ხომ ჯერ კიდევ პატარა იყო უცოდველი არ იმსახურებდა ამას, სხვებიც ტიროდნენ და ფიქრობდნენ თურმე ჩვენი მშვენიერი ცხოვრებით დაკავებული ის ვერც შევამჩნიეთ რაც ცხვირწინ გვქონდაო.
   ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლება ვიყავი კიდეც ამის ღირსი  ალბათ მართლა ისეთი რამ ჩევიდინე რომ მშობლებმაც მიმატოვეს მეგობრებმაც და კიბოც დამემართა, ასე უბრალოდ არ მოდის ეს ყველაფერი, თუმცა ალბათ სულიერად გაზრდისთვის იყო ახლა ხო იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე ვიყავი და შევძელი კიდევ ბევრი რამ გადამეტანა რა თქმა უნდა ყველაფერს რიგრიგობით მოვყვები, ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ალბათ ჯობდა ყველაფერი სულ თავიდან დამეწყო მაშინ როცა პირველად იპოვეს ჩემში კიბო ან 5 წლის წინ, თუმცა მაინც ვფიქრობ აქედან უკეთესია ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი და მხოლოდ იმაზე არ მომიწევს ლაპარაკი როგორ ვიტანჯებოდი.

საბოლოოდ ყველა დამშვიდდა და ჩაეძინათ, ხვალ უნდა გაერკვია ლიკას ექიმთთან სასმელზე რა მოხდებოდა ან შეიცვლებოდა თუ არა მდგომარეობა. ტატომ იქ დაიძინა მიაზე ჩახუტებულმა, ბოლო 5წელია ასე ხდებოდა სულ თუ არა ხშირად და ჩვევადაც კი ჰქონდათ ქცეული.

ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ლიკა დაწყნარდა ცოტა, გაკვირვების მიუხედავად ექიმი მართალი იყო ისეთი არაფერი შეიცვლებოდა უბრალოდ ერთი დღე მოხდა ასე რადგანაც თითქმის გამოჯანმთელდა არ გაუარესდება უბრალოდ ასეთი რამ აღარ უნდა მომხდარიყო და წამლების დალევა მთელი ნორმების დაცვით გაეგრძელებინა. მაშინვე ახარა ეს დინს და დინმაც ამოისუნთქა იმაზე მაინც ეფიქრებოდა რომ მისი ბრალი იყო და შეიძლებოდა მის გამო რამე დამართნოდა ახლა კი შვებით ამოისუნთქა და გათავისუფლდა ამ ფიქრებისგან.

ის რასაც ვერ შეცვლიWhere stories live. Discover now