part 7

15 0 0
                                    


ქიმიოთერაპია დავიწყე. სრული კოშმარია. არაფერს არ ვიტყვი მეტს ის ყველაფერი რომ ავღწერო რასაც ვგრძნობ ალბათ ტირილი ამივარდება, უბრალოდ კოშმარია და მორჩა.
იმ დღიდან 1 კვირაზე მეტი გავიდა გურიაში რომ აპირებდნენ წასვლას აღარ წავიდნენ არ ვიცი რატომ მაგრამ მეორე დღესვე როცა ქიმიოთერაპიიდან სახლში მოვყავდი დინს მაშინ წერდნენ ჯგუფში რომ გადაიდო, შეიძლება წასვლაც კი შევძლო ცოტა დამრჩა გააჩნია როდის წავლენ.

" გული მერევა " ერთი საათია რაც სახლში ვიყავი მოსული ისევ ქიმიოთერაპია.
" ამაში ქენი " სპეციალური პარკი მომაწოდა. მართლაც ამერია გული, იქვე მდგარ სანაგვე ურნაში ჩავაგდე.
" ყველაზე მეტად ეს მეზიზღება და ის შეგრძნება რასაც ეს თერაპია იწვევს "
" ვიცი ხო მაგრამ ცოტა დარჩა "
" არ მესმის ასე მალე რატო დანიშნეს ადრე ეგრე არ იყო "
" იმიტომ ნუ კითხულობ "
" კაი ვსო მკიდია, უნდა დავიძინო დავიღალე "
" კარგი მე გავალ თუ რამეა დამიძახე ან დარეკე " ოთახი დატოვა.
დაღლილი და ძალაგამოცლილი ვიყავი მაგრამ ვერაფრით ვერ ვიძინებდი ამიტომ ტელეფონი გავხსენი და ჩათში შევედი, ისევ წერდნენ ბავშვები იმდენი ვართ ამ ჩათში რომ რავი კიდევ ერთი ბიჭია ამ ჩათში რომელსაც არ ვიცნობ და არ მინახავს საერთოდ. ალბათ ეგეც წამოვა გურიაში მარტო ის ვიცი რომ რომელიღაცის ნათესავია თუმცა ისიც არ მახსოვს რომლის.
არ ვიცი რაზე წერდნენ მაგრამ უცებ ზარი შემოვიდა ჩათში რეკავდნენ მეც ვუპასუხე თუმცა კამერა გამოვრთე მაინც სიბნელეში ვიწექი და აზრი.
' როგორ ხართ ძმებო და დებო ' ლუკა იყო.
' რავი კარგად შენ ' ერთხმად წამოიძახეს რაზეც გამეცინა.
' მადლობა კარგად განსაკუთრებულად ცალკე უნდა ვკითხო მიაკოს კიდე ცუდად ხარ? ' რა საყვარელია.
' რავი სუსტად ვარ და არაფრის თავი არ მაქ სხვამხრივ კარგად ვარ ' რა თქმა უნდა ეგრე არ იყო მაგრამ იყოს.
' მალე გამოჯანმრთელდი იცოდე გურიაში უშენოდ ვერ წავალთ ' მარი იყო.
' კაი რაა ' დავიწუწუნე.
' ჩუუუ, გაიგე ხოდა გამოჯანმრთელდი იცოდე ცუდად მყოფს წაგიყვანთ. '
' ბოლომდე არამგონია მაგრამ უკეთესად გავხდები '
' ძაან კაი '
' ანუ ყველამ ჩართეთ კამერა რა '
' მე ვერა აბანოში ვარ "
" უიმეე დახრჩობა მანდ შენ " გაგვეცინა გიოს რეპლიკაზე.
" მე მაინც სიბნელეში ვარ და აზრი ჩართვას შუქის ანთება კი არ მომთხოვოთ ნერვებს მიშლის '
' კაი შენ გეპატიება ' ნინა იყო.
' თორნიკეე რას გაჩუმებულხარ? '
' რავი საინტერესოზე არაფერზე ლაპარაკობთ და ' ის ბიჭია რომელსაც არ ვიცნობ. ამ სიტყვების მერე სხვადასხვა თემას შეეხნენ ცოტა წავიჭორავეთ დაახლოებით 40 წუთში გავთიშეთ კოცნებით მთელი ამბით, ზოგჯერ როგორ აკლიათ. ნეტა ელენე სად იყო ის არ შემოსულა ქოლში ან ლევანი უიმე რაში გადარდებს ეგ მძორი მორჩი.
ქვემოთ ჩავედი, მგონი ცოტა გონზე ვიყავი მოსული თუმცა მაინც ვერ ვიყავი კარგად და დივანზე წამოვწექი, ტელევიზორი ჩავრთე და "ბედის ვარსკვლავის ბრალია "ს ყურება დავიწყე ეს ფილმი მიყვარს აი ვგიჟდები არასდროს მბეზრდება ჰეიზელი ვარ ახლა ნამდვილად ჩემი აუგუსტი მინდა სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ყოველთვის მიყვარდა ეგ ბიჭი.
სახლში მარტო ვიყავი თუ რა ამ ხმაზე არავინ გამოსულა, ზარის ხმა იყო არავინ გამოსულა ამიტომ მე ავდექი და გავაღე ვიღაც კაცი იყო და სახეზე აფარებული ჰქონდა პიცის რამდენიმე ყუთი. მერე უცებ მოიშორა და ლევანი იყო, ამას თავი ფილმში ხო არ ჰგონია, ოღონდ მართლა.
" აქ რატომ ხარ ან ჩემი სახლის მისამართი საიდან " კედელს მივეყრდენი სისუსტის გამო და ისე ვუთხარი.
" კაი რა ეგრე უნდა მისალმება, სადაა გამარჯობა როგორ ხარ არ მოგენატრე "
" რა ვიცი აბა "
" კაი ნახე პიცა მოვიტანე მაგის გულისთვის მაინც შემომიშვი "
" კარგი ჰო შენი თავი არ მაქ "
" ლამაზია სახლია " რა მოსაწყენია ეს ხალხი.
" ვინ მოვიდა " დინი იყო.
" შენ ცოცხალი ხარ? " ვკითხე დინს
" რა იყო რო? " კიდევ კარგი ჩამოსული ვიყავი თორე კარს არ გააღებდნენ  საუკუნე.
" არაფერი, წვენი მოგვიტანე რა " სამზარეულოში გავიდა.
" ბიჭთან ერთად ცხოვრობ? " ახლა ცუდად რომ არ ვიყო სიცილით მოვკვდებოდი ანუ ისედაც ეგრეა მაგრამ რა იგულისხმა მივხვდი. მაინც ჩამეცინა ცოტა და დივანზე დავჯექით, პიცები უკვე ჩვენს წინ მდგარ მაგიდაზე იდო.
" ნუ დაახლოებით ჩემი სიძეა და მასთან და ჩემს დასთან ვცხოვრობ" გამიღიმა
" ვერ ვიტან ეგრე რომ ამბობ ხოლმე" სამაგიეროდ დინი აჯუჯღუნდა ვერ იტანდა სიძეს რომ ვეძახდი.
" კაი "
" დინი " ხელი ჩამოართვა ლევანს.
" ლევანი მიას მეგობარი " ამაზე თვალები ავატრიალე.
" პიცა მოვიტანე ორი მაინც ვერ შევჭამთ ამდენს და თქვენც ჭამეთ "
" უარს არ გეტყოდი ნამდვილად მაგრამ რადგან აქ ხარ და მარტო არ მოუწევს ყოფნა მიას მე და ლიკა წავალთ და ვივახშმებთ "
" კარგი საღამო "
" თქვენც " ამათმა ხო არ გარეკეს.
" ეეე რანაირი ადამიანი ხარ საერთოდ უცხოსთან რომ მტოვებ ხვდები "
" უცხო არაა შენი მეგობარია "
" შენ რა იცი იქნებ მომკლას ან მცემოს უარესი იძალადოს " ვუთხარი და გაეცინათ.
" ბავშვივით იქცევი არაფერი არ მოგივა " მითხრა და წავიდა ცოტა ხანში ლიკასთან ერთად ჩამოვიდა და ერთად წავიდნენ, ალბათ ესეთი საღამოები მე არასოდეს მექნებოდა.
სხვა ფილმი ჩავრთე მაინც ყოველი შემთხვევისთვის და პიცასთან ერთად ჩავუჯექით, ფილმი რომ მორჩა ლაპარაკიც დავიწყეთ, ცოტა გამიკვირდა რადგან ჩვეულებრივ ვლაპარაკობდით მართლა მეგობრებს ვგავდით
" ყველაზე მეტად რას ვერ იტან? " უცებ მკითხა.
" რომ მტოვებენ, სუსტად რომ ვარ ხოლმე და რავი ვსო "
" და ვის ვერ იტან? "
" სიძულვილით არავინ არ მძულს "
" ხო მაგრამ ისეთი ვინმე ვისაც შენს ცხოვრებაში ვერ აიტან "
" ჩემი მშობლები " მოჭრით ვუთხარი.
" იმდენჯერ გიხსენე ისინი ყოველთვის ცუდი რეაქცია გქონდა რაღაცა მოხდა და მაგიტო ალბათ მე კიდე აქამდე ეგ ვერ ვიფიქრე "
" არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი არ გეხება შენ "
" ჰო მართალი ხარ კიდე დაგისვამთ კითხვებს "
" რამე ისეთი მოკლე პასუხის გაცემა რომ შემეძლოს ლაპარაკი არ მინდა ბევრი მალე ვიღლები ხოლმე "
" კარგი... ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? "
" ჩემი და "
" ვის ენდობი ყველაზე მეტად? "
" ტატოს " შეიშმუშნა მაგრამ რატომ?!
" რისი გეშინია? "
" მარტოობის "
" რა გინდა გამოხვიდე "
" მოცეკვავე "
" რას ვერ შეეგუები? "
" უსამართლობას "
" რა გტკენს "
" საკუთარი თავი "
" ვერ გავძლებ? "
" უჟანგბადოდ ლოგიკურია ლევან " და გამეცინა მასაც სიცილი აუტყდა.
" მამენტ შენ იცი " და მილზე მიმანიშნა უკვე კი.
" ახლა მე დაგისმევ კითხვებს " ფეხები ავწიე და თავი დივანის საზურგეზე ჩამოვდე, ის ჩემს პირისპირ იჯდა და ახლა ზუსტად თავლებში მიყურებდა, რა ლამაზი თვალები ჰქონდა.
" მიდი " წინ გადმოყრილი ცოტაოდებ თმაზე ხელი სმა დამიწყო თან რაღაც მომენტებში სახეზეც მეხებოდა
" მიყვარს? "
" დედაჩემი ჩემი და და მეგობრები "
" ვერ ვიტან? "
" ეჭვიანობებს "
" ვენდობი? "
" თორნიკეს "
" ვიქნებოდი? "
" მომღერალი "
" მღერი? " გამიკვირდა.
" კი "
" ერთხელ მომასმენინებ "
" გპირდები "
" ვერ გავძლებ? " უკვე დაჰიპნოზებულუ ვიყავი ის კიდე არ წყვეტდა თმაზე ფერებას და ჩემს თვალებსაც არ აცილებდა თვალს
" მარტოსული "
" დიდი იმედგაცრუება? "
" მამაჩემთან "
" შიში? "
" დაკარგვის "
" ეგ ყველაზე მაგარი შიშია ადამინებს ადამიანების შენარჩუნებაში გვეხმარება "
" ხოო ან საკუთარი თავის "
ორივე გავჩუმდით ისევ თვალებში მიყურებდა და მოფერება შეეწყვიტა ჩემს ლოყაზე ედო ხელი, გონება გათიშული ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ნელ-ნელა ახლოს იწევდა ჩემთან მერე თითქოს ვეღარ მოითმინა ის მანძილიც შეამოკლა ტუჩებში მეცა და მაკოცა.
არასოდეს მიკოცნია ვინმესთვის მეგონა ეს ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მოხდებოდა მაგრამ ახლა მკოცნიდა და მეც ვკოცნიდი ეს მერე გავიაზრე და მოვშორდი, ისევ დივანზე ვიჯექით აღარ ვკოცნიდით მაგრამ სახეები მილიმეტრით იყო დაშორებული.
" ეს რატომ გააკეთე " ამოვიბუტბუტე.
" იმიტომ რომ მინდოდა "
" ხო მარა რატო "
" არ ვიცი " მას მოვშორდი შეიძლება კოცნა მომეწონა რადგან ის ჩემთვის პირველი იყო თუმცა არასოდეს წარმომედგინა ესეთი სიტუაციაც თუ თან მოყვებოდა.
" არ გაქ უფლება როცა მოგინდება მაშინ მაკოცო უბრალოდ რომ გინდა ადამიანის ქცევას პასუხი უნდა ჰქონდეს შენ კი უბრალოდ გინდა წადი და სხვისთვის მოისურვე კოცნა " მშვიდად ვუთხარი და ტელევიზორს მივაშტერდი.
" მართალია ჯერ ვერ ვხვდები ბოლომდე რატომ მინდა რომ გაკოცო ახლაც იმდენად მინდა ისევ მაგ ტუჩებში ჩავიკარგო შენ კი ამ დროს ასე იქცევი " მითხა და ისევ კოცნა დამიწყო ამჯერად დივანზე გადამაწვინა და ჩემს ზემოთ მყოფი ისე მკოცნიდა თან ხელებს მისდევდა ტანზე, მოვიშორე და წამოვდექი.
" არასოდეს მეგონა რომ ადამიანი თუ მაკოცებდა ეს მხოლოდ სურვილზე აგებული იქნებოდა, ჩემი პირველი შთაბეჭდილება იმ ბარში რომ შემექმნა კიდევ ერთხელ გამართლდა, შემოგიშვი სახლში შენთან ვიყავი ვილაპარაკეთ ნორმალურად ვიყავით და მერე უცებ მკოცნი და მეუბნები მინდოდაო ნორმალური ხარ? თუ გინდა წადი და სხვა გოგოებს აკოცე მე შემეშვი არ ვაპირებ შენს სურვილებს მოვერგო და როცა შენ მოგინდება გაკოცო ვაფშე არ მომწონხარ ჯერაც ერთი და არც ბო*ი არ ვარ ახლა კი წადი ამ სახლიდან დროზე " უხმოდ გავიდა აქეთ გაბრაზებული, კარიც მიიჯახუნა. კედელთან ჩავიკეცე და ტირილი ავტეხე მართლა ბო*ივით მომექცა თურმე მაგის სურვილები უნდა დავაკმაყოფილო ცოტახანი ვტიროდი მერე ზემოთ ავედი და წამოვწექი, ახლა ძილი მჭირდებოდა და უკეთ ვიქნებოდი, ცოტა ძილი და უკეთესად გავხდებოდი ასეთი დარდიანი მაინც აღარ ვიქნებოდი. მართლაც რომ ჩამეძინა თან ისე რომ ლიკას და დინის მოსვლა ვერც გავიგე.

ის რასაც ვერ შეცვლიWhere stories live. Discover now