part 13

7 0 0
                                    

გურიიდან დავბრუნდით. უკვე რამდენიმე საათია რაც სახლში ვარ დილით ადრე ჩამოვედით და ასე ვარ იმის მერე. ძაან გავერთეთ ლევანთანაც უფრო მეტად დავახლოვდით და კარგად ვიყავით ერთად. კაი იყო თუმცა დროა რეალობას დავუბრუნდე, ვაღიარებ ამ სახლის დანახვამ შემაშინა, იმ ჯოჯოხეთი გამახსენდა რომელიც იქ მივივიწყე. ცოტა დოზით მახსოვდა მაგრამ მაინც. ახლა უკვე სკამზე ვზივარ ველოდები ლიკას რომ საავადმყოფოში წავიდეთ. ელენემ არ იცის რომ მივდივართ არც ტატომ. ახალ კურსს ვიწყებ. თმები რომ ჩამოვედი ბანაობის მერე გადავიპარსე. მელოტი არ მაქ მაგრამ ცოტა თმა მაქვს. სარკეში ჩავიხედე თითქოს ძველი მე ვიყავი და არაფერი შეცვლილა.
" წავედით " მარტო ეს მითხრა ლიკამ და სახლიდანაც გავედით. ვიცი თვითონაც უჭირდა. არ მესმოდა მთელი ცხოვრება რატო მათრევდა ხო შეეძლო უარი ეთქვა მასაც ჩემზე, რით ვერ მობეზრდა ჩემი თრევა და ჩემზე დარდი.
" რით ვერ მოგბეზრდა " იმდენად ნერვები მეშლებოდა უკვე ამ ცხოვრებაზე და ჩემს თავზე. რამდენ ადამიანი იტანჯებოდა ჩემს გამო ლიკა განსაკუთრებით მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებს.
" რა " ჩემმა სიტყვებმა აშკარად დააბნია.
" ჩემი თრევა ლიკა, რით ვერ მოგბეზრდა სულ ჩემზე რომ დარდობ და ზრუნავ არ დაიღალე ამდენ რამეს რომ მიკეთებ ყელში არ ამოვიდა ასეთი ცხოვრება და მე?" გაღიზიანებულმა ყვირილით ვუთხარი.
" არ გინდა მია "
" რით ვერ მოგბეზრდა მითხარი ადექი და მომისროლე 16წლის ხარ უკვე და შენს თავს მიხედეო დაისვენებ მართლა და ისე იცხოვრებ როგორც გენდომება ამხელა საფიქრალის გარეშე "
" გეყოფა მია ნუ იძახი სისულელეებს " გააჩერა მანქანა უკვე საავადმყოფოსთან.
" არაა ეს სისულელე სიმართელა და მართლა ვფიქრობ რით ვერ დაიღალე ამდენი წელი მე რომ გურიაში წავედი ხო დაისვენე ხო კარგი იყო თავისუფლება არ გინდა კიდევ ერთხელ და სამუდამოდ იგრძნო იგივე "
" მია საკმარისია ნუ ბოდავ შენ ჩემი და ხარ მიყვარხარ და არ ვიტყვი შენზე უარს, რა გინდა მითხარი "
" მინდა რომ სიმართლე მითხრა "
" სულ ასე ნუ იქცევი ხოლმე გთხოვ არ მოგიშორებ მე არც დინი და არც შენი მეგობრებიდან არავინ გვიყვარხარ და რამდენი წელიც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი შენთან ვიქნებით " ჩამეხუტა და შევედით.
" წადი შენ აქ კაი ხანი მომიწევს ყოფნა "
" კაი წავალ დამირეკე და მოგაკითხავ "
" კაი " და წავიდა ქიმიო თერაპიაზე ვიყავი ისევ. მალე დანიელი მოვიდა.
" აბა ჩემი მუდმივი კლიენტი მოვიდა "
" ეს სიტყვები მართლა სასაცილოა " და გამეცინა ძალიან.
" კაი როგორ გრძნობ თავს "
" გული მერევა თქვენ "
" მადლობა კარგად, ის დასალევი რომელსაც გაძლევთ რომ დალიოთ არ აგერევათ "
" ეგ სასმელი საზიზღრობაა "
" გულის რევაზე ნაკლებად "
" ნუ ხო "
" გურიაში რამე ხო არ მომხდარა ცუდად ხო არ გამხდარხარ "
" რა სიმპტომებიც აქ ის მქონდა "
" აჰამ "
" ოპერაცია მინდა გავიკეთო "
" მია ეგ საშიშია რატო არ გესმის "
" მესმის მაგრამ მინდა ცდა "
" გესმის რომ მაგ ცდამ შეიძლება მოგკლას "
" შეიძლება მაგრამ შეიძლება გადამარჩინოს "
" მაინც მოგიწევს ქიმიო თერაპია "
" იმდენი ხნით არა "
" არ შეიძლება ეგრე მია "
" უკვე თექვსმეტი წლის ვარ პატარა აღარ ვარ დენიელ შემიძლია მე თვითონ გადავწყვიტო"
" შენი ასეთი ყოფნით ისედაც ნადგურდება შენი ოჯახი და მეგობრები ამდენი წვალების მერე სიკვდილს ნუ დაუმატებ მათ "
" არ უნდა იყვნენ ისინი ასე ჩემს გამო არა "
" მათ უყვარხარ ამას ვერ შეცვლი "
" აქ ამდენი ხანი რატომ ხარ " რამდენიმე წუთის მერე ვკითხე.
" შესვენება მაქვს ვიფიქრე ვნახავ თქო, ამდენი წელია გიცნობ ცოტა გამხიარულდი ვიღაც უცნობი კი არ ვარ " ჩემს საწოლივით სკამთან ჩამოჯდა
" ბოდიში ძმაკაცო ხო არ გეწყინა " გამეცინა.
" მიყვარს შენი სარკაზმები კარგია არ დაგიკარგავს ირონია მაინც "
" ხოო ეგ მაინც დავიტოვო ჯანმრთელობას ვკარგავ და "
" აღიდგენ "
" ან კი ან არა ეგრე არაა დანიელ "
" ხოო " ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ლევანი იყო ჯანდაბა, ხმა გავუთიშე.
" რაა? " დანიელი რაღაცნაირად მიყურებდა.
" რატო არ უპასუხე? "
" რომ ვუპასუხო მოვატყუე სად ვარ და არ მინდა "
" აჰჰ კიდევ ერთი ადამიანი რომელმაც არ იცის მიაკოს საიდუმლო "
" ბოდიში შენსავით გულღია რომ არ ვარ " ენა გამოვუყავი კიდევ დარეკა უიმეეე მომეშალა ნერვები და ვუპასუხე.
' სად გაქ გოგო ტელეფონი '
' ვერ გავიგე ზარის ხმა და '
' აა რას შვები '
' რავი სახლში ვარ მე ლიკა და დინი რაღაცას ვუყურებთ '
' აა ლიკასთან და დინისთან ერთად ? '
' ხოო შენ რა სშვები? '
' რავი არაფერს გარეთ ვართ გამოსული ბიჭები, გამო შენც თუ გინდა '
' ააა არა დაღლილი ვარ დღეს ვერა '
' კარგი სხვა დროს იყოს რამე ხდება? '
' არა რა უნდა ხდებოდეს '
' უცნაური ხმა გაქ '
' ტელეფონში მაქ უბრალოდ ' ჯანდაბა იმედია ვერ მიხვდება რომ ვატყუებ ' * სულ ტელეფონში გაქ ' დანიელმა ენა ვერ გააჩერა ' გაჩუმდი ვირო ' ოხ დანიელ მაგრად გცემ მართლა ვირია რა.
' სხვა დროს დაგირეკავ ' ვერაფერი ვეღარ ვუთხარი გათიშა.
" დებილი ხარ ვერ მოკეტე? " ვეჩხუბე.
" შვილო მისმინე ან ტყუილი ისწავლე ან სიმართლის თქმა გირჩევ თორე ეგ ბიჭი რომ დაგშორდება მერე ნახავ და იმის გამო კი არ დაგშორდება რომ კიბო გაქ იმის გამო რომ ასე უსირცხვილოდ ატყუებ "
" არ მინდა რომ ვატყუებდე "
" ხოდა არც მოატყუო "
" ახალი დაწყებული მაქვს ურთიერთობა ასე მალე ვერ ვეტყვი"
" დასაწყისში უნდა უთხრა მია თორე დასასრულში მოგიწევს თქმა"
" ასე სერიოზულად არაა ყველაფერი რომ ვუთხრა ეგრევე გაიქცევა "
" მარტო მაგაზე ნუ ფიქრობ დაფიქრდი როგორი ადამიანია და იზამს თუ არა ეგრე თუ კარგი ბიჭია რა ეტაპზეც არ უნდა იყოთ შენს გვერდით იქნება წავედი მე აბა დროებით "
" მადლობა და კარგად არ უთხრა არავის იცოდე "
" ჩუმად ვარ " და წავიდა. მართალია დანიელი მართალია თუ ის სწორი ადამიანია რა ეტაპზეც არ უნდა ვიყოთ სულ ჩემს გვერდით იქნება მაგრამ ამის თქმა ესე მარტივი არაა ჯერ ვაჩემ იცოდა და ეგრე ვუყვებოდი მაშინ რომ გამირთულდა ახლა საერთოდ ეგრე თქმა როცა აზრზე არაა ძალიან რთულია.

ის რასაც ვერ შეცვლიWhere stories live. Discover now