part 9

15 0 0
                                    

იმდენად ცუდ ხასიათზე ვიყავი და დათრგუნული ვერც ვიძინებდი ალბათ შეუჩვევლობის ბრალიცაა მიუხედავად სიმყუდროვესი სხვაგან დაძინება მიჭირს ალბათ. გამოვედი და ეზოში მოწყობილი სკამები ჰქონდათ იქ დავჯექი, ძალიან კომფორტულად ვიყავი, ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩი, იმდენად არეულ ფიქრებთან რომ ერთ რამეზე ვერ ვახერხებდი კონცენტრაციას, ტელეფონი ამოვიღე და იმ ფოტოებში შევედი რომელიც ანამ ჩამიგდო, შეუძლებელია მას მოვწონდე, ახლა ვხვდები სასაცილოც კი არის. ისევ დავბლოკე ტელეფონი და ჩემს წინ მდგარ მაგიდას თავი ჩამოვადე. ასეთმა ცხოვრებამ დამღალა. მინდოდა ეს მილი მომეშორებინა და ამ ჟანგბადის ბალონიანად მომესროლა აქედან თუმცა ისევ ისე ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი.
რაღაც ხმა მომესმა კიბეებიდან ვიღაც ჩამოდიოდა მიხედვა არ დამჭირდა ისე მომიახლოვდა და გვერძე მომიჯდა ლევანი იყო ხმა არ ამოგვიღია მე ისევ ისე ვიჯექი ის კიდევ სკამს მიყუდებული მიყურებდა. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და უცნაურ შეგრძნება მივლიდა სხეულში. ისევ ფიქრებში გადავეშვი ვერ ვიგებდი წესივრად ვერაფერს რა ეს ამოუხსნელი რაღაცეები მძაბავდა სუნთქვაც კი გამიჭირდა ესეთი შეგრძნება დიდი ხანია არ მქონია ადრე ბავშვობაში მქონდა ხოლმე რასაც პანიკური შეტევა ჰქვია ახლა არ უნდა მომხდარიყო აქ არა და მის თვალწინ არა ამდენი ხნის მერე რატომ ვერ მივხვდი რატომ თუმცა ყველანაირად ვეცადე არაფერი არ შემმჩნეოდა და ნელნელა ღრმად მესუნთქა.
" კარგად ხარ ? " ნერვიულად მკითხა აშკარად შეამჩნია.
" კი " აკანკალებულმა ვუთხარი.
" არ გეტყობა რა გჭირს " თავი ამაწევინა და მაიძულა მისთვის შემეხედა.
" .... " არაფერი მიპასუხია ღრმად სუნთქვა განვაგრძე თუმცა არ მშველოდა. ხელებიც მოცახცახებდა უკვე.
" პანიკური შეტევა გაქ? " უცებ მკითხა უკვე ტირილის ზღარზე ვიყავი ამიტომ მარტო თავი დავუქნიე. მაშინვე მიმიხუტა და თმაზე ფერება დამიწყო. " დამშვიდდი ჩემთან ხარ " მიხვდა რომ ვერ ახერხებდა ჩემს დამშვიდებას ამიტომ რაღაცის მოყოლა დამიწყო თან უფრო ძლიერ მიმიხუტა " იციი ნანა ბებოს აქამდე მე ვეძახდი ხოლმე სულ მაგას სხვა არავის დაუძახებია მისთვის იგივე. ერთხელ პატარები ვიყავით და აქ ვიყავით ბავშვები ჩამოსულები ვაჩეს მშობლებთან ერთად მაშინ პირველად ვნახე ნანა ბებო ყველა ნანას ეძახოდა ან ბებოს. მივუჯექი მე კიდე ნანა ბებოს და დიდის ამბით ვეუბნები მეთქი ნანა რომ დაგიძახო რა არი ბებო ხართ თქო ბებო რომ დაგიძახო თქვენი სახელი სად წავა ამიტომ ნანა ბებოს დაგიძახებ თქო და ჩავეხუტე პატარა ბალღი ვიყავი მას კიდე გაეცინა და ჩამეხუტა თვითონაც იმის მერე გავიზარდე და ისევ ნანა ბებოს ვეძახი " მისი ისტორიის დასასრულს უკვე მშვიდად ვიყავი აშკარა გეგმამ გაჭრა. მასზე მიხუტებული ისევ ისე ვიჯექი და ის ისევ ისე მისდევდა თმებზე ხელს არ ვიცი მე რატო ვიჯექი ისევ ამ პოზაში ან ის თუმცა ორივე მაინც ასე ვიჯექით და თავს მშვიდად ვგრძნობდი, თვალებიც კი დავხუჭე და მთლიანად მოვდუნდი. ვიგრძენი მხრებზე რაღაცის მოხვევას თვითონაც დაიფარა აქ იდო ეს ადიელა თუ თვითონ ჩამოიტანა არ მახსოვს. ისევ განაგრძო მოფერება და ჩემდა უნებურად დამეძინა. ხო ასე ამ სიცივეში გარეთ ცივი სკამზე ბიჭთან რომელთან ურთიერთობაც ვერ გავარკვიე ხო სწორედ მასთან ერთად ჩამეძინა.

ის რასაც ვერ შეცვლიWhere stories live. Discover now